სხვაა, როდესაც გულისყურით აკვირდები საკუთარი გულის მდგომარეობას და სხვა - როდესაც გონების საშუალებით გულის ეპისკოპოსი ხდები, როგორც სიტყვიერი მსხვერპლის ქრისტეს მიმართ შემწირველი მთავარი და მღვდელმთავარი. როგორც ერთი მღვდელმთ...
იხილეთ სრულად
სხვაა, როდესაც გულისყურით აკვირდები საკუთარი გულის მდგომარეობას და სხვა - როდესაც გონების საშუალებით გულის ეპისკოპოსი ხდები, როგორც სიტყვიერი მსხვერპლის ქრისტეს მიმართ შემწირველი მთავარი და მღვდელმთავარი.როგორც ერთი მღვდელმთავარი ამბობს: პირველთა სულში წმიდა და ზეციური ცეცხლი გარდამოვა, შესწვავს მათ, რადგანაც საკმარისად არ არიან განწმენდილნი; მეორეებს კი, მათი სისრულის შესაბამისად განანათლებს; რადგან ერთსა და იმავე ცეცხლს შემწველიც ეწოდება და გან...
როდესაც ჩვენ უმანკოების განზრახვითა და გონიერებით გვსურს, ღვთისთვის მორჩილება ვიტვირთოთ და ჩვენი სხნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე სხვას მივანდოთ, მაშინ ამ გზაზე შედგომამდე, თუ ცოტაოდენი გამჭრიახობა და განსჯის უნარი გვაქვს, უნდა გამოვც...
იხილეთ სრულად
როდესაც ჩვენ უმანკოების განზრახვითა და გონიერებით გვსურს, ღვთისთვის მორჩილება ვიტვირთოთ და ჩვენი სხნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე სხვას მივანდოთ, მაშინ ამ გზაზე შედგომამდე, თუ ცოტაოდენი გამჭრიახობა და განსჯის უნარი გვაქვს, უნდა გამოვცადოთ, დავაკვირდეთ და, ასე ვთქვათ, გამოვიკვლიოთ ის მესაჭე, რათა შემდეგ მესაჭის ნაცვლად არ შეგვრჩეს უბრალო მენიჩბე, ექიმის ნაცვლად - სნეული, სრული უვნებელობით აღსავსე ადამიანის ნაცვლად - კაცი ვნებული, ნავსაყუდელის ნაცვლად ...
ზოგიერთმა, მართალია, ცოდვათა მიტევება მიიღო, მაგრამ სიმდაბლის გამუდმებული იძულების შედეგად სიცოცხლის ბოლომდე ინახავს ადრეული ცოდვების ხსოვნას, სიმდაბლეს მათი საშუალებით ინარჩუნებს და შემუსრავს ამპარტავნებას; სხვები ქრისტეს ვნებებს...
იხილეთ სრულად
ზოგიერთმა, მართალია, ცოდვათა მიტევება მიიღო, მაგრამ სიმდაბლის გამუდმებული იძულების შედეგად სიცოცხლის ბოლომდე ინახავს ადრეული ცოდვების ხსოვნას, სიმდაბლეს მათი საშუალებით ინარჩუნებს და შემუსრავს ამპარტავნებას; სხვები ქრისტეს ვნებებს იხსენებენ, მათ გამო თავს ყოველთვის მევალეებად გრძნობენ და ამით მოიპოვებენ სიმდაბლეს; კვლავ სხვები მომავალი ცოდვების გამო შეიმუსრავენ თავს; სხვებმა სათნოებათა ეს საოცარი მშობელი მათზე მოსული განსაცდელებისა და სნეულებების...
1. ზოგიერთი თვლის, რომ პატივმოყვარეობა და ამპარტავნება ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ უმთავრეს ვნებათა შორის გრიგოლ ღვთისმეტყველი რვას ასახელებს: რადგან პირველ ვნებად ნაყროვანებას თვლის, მეორედ - სიძვას, მესამედ - ვერცხლისმოყვ...
იხილეთ სრულად
1. ზოგიერთი თვლის, რომ პატივმოყვარეობა და ამპარტავნება ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ უმთავრეს ვნებათა შორის გრიგოლ ღვთისმეტყველი რვას ასახელებს: რადგან პირველ ვნებად ნაყროვანებას თვლის, მეორედ - სიძვას, მესამედ - ვერცხლისმოყვარეობას, მეოთხედ - მრისხანებას, მეხუთედ მოწყინებას, მეექვსედ - მწუხარებას, მეშვიდედ - პატივმოყვარეობას, და მერვედ - ამპარტავნებას; ხოლო სხვები შვიდ ვნებას მოთვლიან, რადგან პატივმოყვარეობას და ამპარტავნებას ერთად თვლიან დ...
43. ერთხელ ერთი წმინდა და გამოცდილი ბერი მიამბობდა: ძმათა შორის ვიყავი და პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ეშმაკები მოვიდნენ; ერთი მარჯვნიდან ამომიდგა, მეორე - მაცხნიდან; ერთი პატივმოყვარეობით თითით გვერდში მირტყამდა და მიწვევდა...
იხილეთ სრულად
43. ერთხელ ერთი წმინდა და გამოცდილი ბერი მიამბობდა: ძმათა შორის ვიყავი და პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ეშმაკები მოვიდნენ; ერთი მარჯვნიდან ამომიდგა, მეორე - მაცხნიდან; ერთი პატივმოყვარეობით თითით გვერდში მირტყამდა და მიწვევდა, რომ იქ მყოფთათვის მეთქვა რაიმე ჩვენების ან ჩემი უდაბნოში მოღვაწეობის შესახებ, მე კი განვდევნე და ვუთხარი: "მართლუკუნიქცენ და სირცხვილეულიქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი" (ფს. 39,15); იწუთასვე ჩემგან მარცხნივ მყოფმა მით...
ეს წმიდა ვენახი სრულიად სხვაგვარად გამოიყურება ვნებების მიერ დაზამთრებული, სხვანაირია მისი მიდამო სათნოებათა გაზაფხულზე, სულ სხვანაირია ზაფხულში და სხვანაირი - კეთილი ნაყოფის მომკის ჟამს; თუმცა ყოველგვარი გამოვლინება მისი - ერთად ...
იხილეთ სრულად
ეს წმიდა ვენახი სრულიად სხვაგვარად გამოიყურება ვნებების მიერ დაზამთრებული, სხვანაირია მისი მიდამო სათნოებათა გაზაფხულზე, სულ სხვანაირია ზაფხულში და სხვანაირი - კეთილი ნაყოფის მომკის ჟამს; თუმცა ყოველგვარი გამოვლინება მისი - ერთად შეკრებილი სიხარულისა და მხიარულების მომასწავებელია და ამირომ თითოეული მათგანი თავისი ნიშნით გამოირჩევა.როდესაც ამ ყოვლად საქებარი სათნოების მტევანი ყვავილობას იწყებს, მაშინ იმისთვის ვიშრომოთ, რომ ყოველგვარი კაცობრივი ქებ...
ჭეშმარიტ სინანულს, ყოველგვარი უწმინდურობისაგან განშორებულ ლოცვას და ახლადმოსულების ყოვლადწმიდა სინანულს ისე განვასხვავებთ ერთმანეთისაგან, როგორც ფქვილს, ცომსა და პურს. რადგან სული ჭეშმარიტი სინანულის საშუალებით შეიმუსრება და დაიფქ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტ სინანულს, ყოველგვარი უწმინდურობისაგან განშორებულ ლოცვას და ახლადმოსულების ყოვლადწმიდა სინანულს ისე განვასხვავებთ ერთმანეთისაგან, როგორც ფქვილს, ცომსა და პურს. რადგან სული ჭეშმარიტი სინანულის საშუალებით შეიმუსრება და დაიფქვება; მას შეერთვის და, ასე ვიტყოდი, ღვთისთვის დაღვრილი კეთილი ცრემლი წყლად, შემდეგ ღვთისმიერი ცრემლი აინთება მასში; გამოცხვება და გამტკიცდება ნეტარი სიმდაბლე, რომელიც აღუზავებელი და მედიდურობას მოკლებული იქნება.ამიტომ ეს...
ჰოი მშვენიერო სათნოებათა შორის, გვითხარ და გვაუწყე, სად აძოვებ შენს ცხვრებს, ან სად იმყოფები; განგვანათლე ჩვენ, დაგვარწყულე ჩვენ, გვიწინამძღვრე ჩვენ; რადგანაც ჩვენ შენთან მოსვლა გვწყურია. შენ ყოველივეზე ბატონობ; შენ დააწყლულე სული...
იხილეთ სრულად
ჰოი მშვენიერო სათნოებათა შორის, გვითხარ და გვაუწყე, სად აძოვებ შენს ცხვრებს, ან სად იმყოფები; განგვანათლე ჩვენ, დაგვარწყულე ჩვენ, გვიწინამძღვრე ჩვენ; რადგანაც ჩვენ შენთან მოსვლა გვწყურია. შენ ყოველივეზე ბატონობ; შენ დააწყლულე სული ჩემი და ჩემს გულს შენი ცეცხლის ალის დათმენა არ ძალუძს; ამგვარად გიგალობ შენ: "შენ უფლებ ძალთა ზედა ზღვისათა და ოხრა ღელვათა მისთა შენ დააწყნარო" და დაამშვიდო; "შენ დაამდაბლო ვითარცა წყლული" ამპარტავანი ზრახვები და "ძლიე...
ოდესღაც ეს უგუნური მაცდური საკუთარ გულში აღმოვაჩინე, ის თავისი დედის მხრებზე იყო შემომჯდარი. მე ისინი მორჩილების მახით მოვინადირე, სიმდაბლით ვტანჯე და გამოვკითხე, თუ რომელი კარით შემოვიდნენ ჩემში. რადგანაც ძლიერად დავტანჯე, მიპასუ...
იხილეთ სრულად
ოდესღაც ეს უგუნური მაცდური საკუთარ გულში აღმოვაჩინე, ის თავისი დედის მხრებზე იყო შემომჯდარი. მე ისინი მორჩილების მახით მოვინადირე, სიმდაბლით ვტანჯე და გამოვკითხე, თუ რომელი კარით შემოვიდნენ ჩემში. რადგანაც ძლიერად დავტანჯე, მიპასუხეს: ჩვენ დასაწყისი არა გვაქვს, არც ვშობლივართ, რადგან თვით ვართ ყოველგვარი ვნების მშობელნი. ჩვენ მორჩილების მიერ შობილი გულის ძლიერი შემუსვრილება გვამარცხებს, რადგან არავისი მორჩილება არ გვისწავლია. იმიტომ, რომ ზეცაშიც ...
ვისაც სურს, სიტყვით, მთელი სიზუსტით ახსნას ღვთის სიყვარულის გრძნობა და მისი მოქმედება, ყოვლადწმიდა სიმდაბლე განცხადებულად გამოააშკარაოს, სანატრელი სიწმიდე და საღვთო ბრწყინვალება დაგვანახოს და ჭეშმარიტი შიში და გულში შეკრებული ღვთი...
იხილეთ სრულად
ვისაც სურს, სიტყვით, მთელი სიზუსტით ახსნას ღვთის სიყვარულის გრძნობა და მისი მოქმედება, ყოვლადწმიდა სიმდაბლე განცხადებულად გამოააშკარაოს, სანატრელი სიწმიდე და საღვთო ბრწყინვალება დაგვანახოს და ჭეშმარიტი შიში და გულში შეკრებული ღვთის სიუხვე გაგვიცხადოს, იგი იმ კაცის მსგავსია, ვისაც უნდა სიტყვითა და თხრობით აგრძნობინოს თაფლის სიტკბოება იმ ადამიანს, ვისაც მისი გემო არ გაუსინჯავს და ამიტომ მრავალმეტყველებს. ხოლო პირველი, ან სრულიად გამოუცდელია იმ სიტყ...