წმ. ტიხონ ზადონელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ტიხონ ზადონელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ტიხონ ზადონელი | გამონათქვამები, ციტატები
ჭეშმარიტად თავმდაბალს ყვედრება არ სწყინს და არ მრისხანებს, რადგან თავს ყოველგვარი დამცირების ღირსად თვლის
ცხონების გზა ვიწროა, მაგრამ მაღალი სამშობლოსაკენ, ზეცისაკენ მივყავართ. თუ გსურს, ამ სამშობლოს მიაღწიო, ამ გზით იარე.
როგორ იტყვის შენი ბაგეები, - "შეისმინე ჩემი, უფალო!" როდესაც თვითონ არ გესმის ღატაკის ან, უფრო სწორად, იესო ქრისტესი - ამ ღატაკში, რომელიც შენ გიხმობს?
როგორ უნდა სთხოვო უფალს ტაძარში სხვებთან ერთად: "მომეცი უფალო!", როდესაც თვითონ არ აძლევ ღატაკებს მაშინ, როცა ეს შეგიძლია?
მოწყალე ღმერთი ბუნებრივი მოწყალებით მიაპყრობს ყურადღებას ლოცვას, მაგრამ მხოლოდ - მოწყალეთა ლოცვას.
თუ ბოროტების დათმენა არ გსურს, ნურც მის ქმნას მოისურვებ. ამ უკანასკნელს აუცილებლად მისდევს პირველი. "რამეთუ რაიცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს" (გალ. 6, 7).