იესოს ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
იესოს ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები იესოს ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები
გონიერი ლოცვა სატანის შეურიგებელი მტერია! ამის გამო არც ისე ადვილია ეშმაკმა მისგან დაწვა და დამდუღვრა აიტანოს და ლოცვას ადამიანის გულში ქრისტეს აღსაყდრებისა და გულის არედან თავისი გამოძევების უფლება მისცეს.
ადამიანი ნებისმიერ სხვა რამეზე ადვილად ფიქრობს, ღვთის სახელის ხსენებისთვის კი უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.
თავის იძულების გარდა სხვა არაფერი დაგვრჩენია. მუდმივად ვაიძულოთ თავი. როგორც დღევანდელმა გაკვეთილმა გვასწავლა, მთავარია, განუწყვეტლივ გულმოდგინედ ვილოცოთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“.
ადამიანი სადაც არ უნდა მოხვდეს, სადაც არ უნდა იყოს, როგორი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს, როცა ამ სასწაულთმოქმედი ლოცვით აღიჭურვება, ღვთის მადლს მოიპოვებს.