მშვიდობა - ციტატები, გამონათქვამები
მშვიდობა - ციტატები, გამონათქვამები მშვიდობა, გამონათქვამები, ციტატები
დღეს კაცობრიობის მთავარი საზრუნავი დედამიწაზე მშვიდობის შენარჩუნებაა. მშვიდობისათვის ლოცვით დაიწყო ქრისტიანული ერა: როდესაც იესო მაცხოვარი იშვა, ბეთლემის ცა აივსო ანგელოზთა გალობით: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვ... იხილეთ სრულად
მშვიდობა ადამიანის სულში რომ დაივანებს, საზოგადოებას მთლიანად მოიცავს. ასევეა შფოთიც.
მშვიდობამ ჯერ ადამიანში უნდა დაივანოს, ამის შემდეგ იგი ადამიანთა შორის განივრცობა.
ამქვეყნიური მშვიდობა ყოველი ადამიანის შინაგან განახლებას მოსდევს, ადამიანისა, ღმერთი რომ შეიცნო და საკუთარი სულისთვის ზრუნავს.
ბელადებსა და ლიდერებს მოეთხოვებათ, რომ თავისი მოვალეობა უფლის წინაშე მუდამ ახსოვდეთ. მათ მშვიდობა უნდა მოუტანონ ხალხს და არა განხეთქილება. მათი ვალია ხალხის მონაპოვარი კეთილსინდისიერად განაგონ.
ადამიანი, რომელიც თავის გულს ვერ იმორჩილებს, მით უფრო ვერ დაიმორჩილებს ენას; თუ თავის თავში სიმშვიდეს ვერ პოვებს, მით უფრო ვერ დაამყარებს სახელმწიფოში მშვიდობას; თუ სხვის ტკივილს ვერ თანაუგრძნობს, ნაკლებად შესწევს სხვისი სიხარულის... იხილეთ სრულად
მართლმადიდებლობა მშვიდობასა და ერთობას გვასწავლის. მშვიდობისა და ერთობისკენ მიმავალი გზა ციცაბოა და რთული. მშვიდობის ჰანგი მონოტონური არ არის, იგი ჰარმონიულია. ერთობა არა დაუძლურებას, არამედ გაძლიერებას ნიშნავს. მშვიდობა და ერთობა... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს.