როცა სულიერი მოძღვრის მორჩილებაში არ ხართ და მას ამწუხრებთ, მაშინ უფალიც დამწუხრებულია. ქრისტემ წმინდა მორჩილების დიდებულება საქმით გვიჩვენა, რადგან მამის მორჩილებით თავი მსხვერპლად გაიღო: „ამისთვისცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლ...
იხილეთ სრულად
როცა სულიერი მოძღვრის მორჩილებაში არ ხართ და მას ამწუხრებთ, მაშინ უფალიც დამწუხრებულია. ქრისტემ წმინდა მორჩილების დიდებულება საქმით გვიჩვენა, რადგან მამის მორჩილებით თავი მსხვერპლად გაიღო: „ამისთვისცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზესთაესი უფროის ყოველთა სახელთასა" (ფილიპ. 2, 9). მართლაც, სრული მორჩილი ცათა სასუფეველში ზეციური დიდების ორმაგ გვირგვინს მიიღებს და ძეობის უმაღლესი სახელის წოდების ღირსი გახდება, რომელსაც ანგელო...
link
ადამიანს, რომელსაც მონაზვნობა სურს, ეშმაკი მრავალ დაბრკოლებას შეუქმნის, რომ მონაზონი არ გახდეს. ბოროტს მისი ერში დატოვება უნდა, რათა ცოდვაში უფრო იოლად ჩაითრიოს. ამიტომ, ჩემო გოგონა, ეშმაკის ხრიკები გაითვალისწინე, ბრძნულად მოიქეცი...
იხილეთ სრულად
ადამიანს, რომელსაც მონაზვნობა სურს, ეშმაკი მრავალ დაბრკოლებას შეუქმნის, რომ მონაზონი არ გახდეს. ბოროტს მისი ერში დატოვება უნდა, რათა ცოდვაში უფრო იოლად ჩაითრიოს. ამიტომ, ჩემო გოგონა, ეშმაკის ხრიკები გაითვალისწინე, ბრძნულად მოიქეცი და როცა ახლოს არ ვიქნები, გულისსიტყვები თუ განსაცდელები იღუმენიასთან გულწრფელად აღიარე, ის კი ღვთიური განათლებით ძალიან შეგეწევა.
link
გახსოვდეთ, რომ ეშმაკი ათასნაირი გულისსიტყვით შეგაწუხებთ
ჰოი, მონაზვნობავ, რა დიდებული ხარ! როცა ამქვეყნიურ აურზაურს განშორებული ადამიანი დამშვიდდება და გაწაფული მოძღვრის წინამძღოლობითა და ზედამხედველობით მონაზონი ხდება, მაშინ ის მონაზვნობის შინაგან დიდებას მიეახლება.
უმეტესი მადლი სულიერი მეგზურის პოვნაა
ცხონების სხვა გზა არ არსებობს, რომელიც ეშმაკის ცდომილებისა თუ მოქმედებისგან იყოს ისე დაზღვეული, როგორც მორჩილება. და თუ ვინმეს ნამდვილად სურს ცხონდეს და სწადია მალე იპოვოს ტკბილი იესო, ვალდებულია მორჩილება გასწიოს და ისეთი სიყვარუ...
იხილეთ სრულად
ცხონების სხვა გზა არ არსებობს, რომელიც ეშმაკის ცდომილებისა თუ მოქმედებისგან იყოს ისე დაზღვეული, როგორც მორჩილება. და თუ ვინმეს ნამდვილად სურს ცხონდეს და სწადია მალე იპოვოს ტკბილი იესო, ვალდებულია მორჩილება გასწიოს და ისეთი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდეს იღუმენიას მიმართ, თითქოს თვით უფლის სახეს ხედავდეს, რადგან ეს კურთხეული ადამიანი თითოეული თქვენგანის გამო, რომელთა მიმრქმელიც ხდება, თითო უმძიმეს ჯაჭვს იდებს ქედზე და ძალიან ბევრი ლოცვა სჭირდება...
link
არასოდეს აწყენინო სულიერ მოძღვარს!
როდესაც მაწყენინებენ შეიძლება ვუამბო ეს ვინმეს?
შეიძლება თუ არა ვილაპარაკოთ ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე?
კაცი, რომელსაც არც სიმდაბლე გააჩნია და არც კეთილი ზრახვები, სავსეა ეჭვებითა და გაურკვეველი კითხვებით, და რადგან ამის გამო ყოველთვის გულდამძიმებულია, მას თავიდან დიდად დამთმენი სულიერი მოძღვარი ესაჭიროება, რომელიც მუდმივად აუხსნის ...
იხილეთ სრულად
კაცი, რომელსაც არც სიმდაბლე გააჩნია და არც კეთილი ზრახვები, სავსეა ეჭვებითა და გაურკვეველი კითხვებით, და რადგან ამის გამო ყოველთვის გულდამძიმებულია, მას თავიდან დიდად დამთმენი სულიერი მოძღვარი ესაჭიროება, რომელიც მუდმივად აუხსნის მას, სანამ მისი გონება და გული იმდენად არ განიწმინდება, რომ ის უკვე თვითონვე შეძლებდეს ყველაფრის ნათლად დანახვას.
link