ლუციფერი ღმერთს ეურჩა, უფალს ამპარტავნულად თავი გაუტოლა, ღვთისგან განშორებული ეშმაკად იქცა და გვებრძვის. უხოროცო ძალთა სხვა დასები ერთგულად დარჩნენ უფლის მორჩილებაში და ღვთის დიდებაში იმყოფებიან. ანგელოზები, რომლებიც ბუნებით ცვალე...
იხილეთ სრულად
ლუციფერი ღმერთს ეურჩა, უფალს ამპარტავნულად თავი გაუტოლა, ღვთისგან განშორებული ეშმაკად იქცა და გვებრძვის. უხოროცო ძალთა სხვა დასები ერთგულად დარჩნენ უფლის მორჩილებაში და ღვთის დიდებაში იმყოფებიან. ანგელოზები, რომლებიც ბუნებით ცვალებადნი იყვნენ, მადლის წყალობით, შეუცდომლებად იქცნენ, ლუციფერისა და ადამიანის დაცემით მათ ბევრი რამ გაიგეს. ამიტომ ახლა ურყევნი არიან ღვთის მორჩილებაში.
მამა იოსებთან ყოფნისას ჩვენც მორჩილები ვიყავით და ვასრულებდით მორჩილების საქმეს, ყოველდღიურად ვშრომობდით. საუფლო ლაშქრობაში გამოცდილი მეგზურის – ჩვენი სულიერი მამის წინამძღოლობით და იმ წესის დაცვით, რომელიც გვქონდა, ზოგიერთმა მამა...
იხილეთ სრულად
მამა იოსებთან ყოფნისას ჩვენც მორჩილები ვიყავით და ვასრულებდით მორჩილების საქმეს, ყოველდღიურად ვშრომობდით. საუფლო ლაშქრობაში გამოცდილი მეგზურის – ჩვენი სულიერი მამის წინამძღოლობით და იმ წესის დაცვით, რომელიც გვქონდა, ზოგიერთმა მამამ შეძლო და შეიცნო ის, რაც ღირსმა მამებმა გადმოგვცეს, როგორც წმინდა საუნჯე.
წმინდა მამებმა მადლის მაღალ საფეხურს სიმდაბლით მიაღწიეს. განა მორჩილი ასეთ წარმატებას ვერ მოიპოვებს? რა თქმა უნდა, თუკი მდუმარებასა და
იხილეთ სრულად
წმინდა მამებმა მადლის მაღალ საფეხურს სიმდაბლით მიაღწიეს. განა მორჩილი ასეთ წარმატებას ვერ მოიპოვებს? რა თქმა უნდა, თუკი მდუმარებასა და უზრუნველობას დაიმარხავს და სულიერ მოვალეობებს შეასრულებს; თუკი საკუთარ თავს სისტემატურად გამოიძიებს და შეაფასებს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს