მარხვა - ციტატები, გამონათქვამები
მარხვა - ციტატები, გამონათქვამები მარხვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თუ გსურს, რომ შენმა ლოცვამ ღმერთამდე მიაღწიოს, მიეცი მას ორი ფრთა: მარხვა და ლოცვა.
სხეულის გაზულუქება გონების სინათლეს აბრკოლებს, თავშეკავება ლოცვას ეხმარება, მარხვა მადლს ადამიანის სულსა და სხეულში მოქმედების საშუალებას აძლევს.
ნაყროვანება და უზომო ჭამა-სმა როგორც ზეთი და ნაცარი, ისე აღანთებს ვნებათა ცეცხლს; სწორედ ის იქცა ადამის დაცემის, ესავის წარწყმედის, ისრაელიანთა მარცხის, ნოეს განშიშვლების, გომორის მოსპობის, ლოთის სისხლის აღრევის და ილი მღვდელმთავრ... იხილეთ სრულად
იბატონე შენს სტომაქზე, სანამ თვითონ გაგიბატონდება და მაშინ იძულებული გახდები სირცხვილით მარხულობდე.
გაიხსენე ქრისტე, რომლის "მუხლნი მოუძლურდეს მარხვისაგან, და ხორცნი იცვალნეს ზეთისა მიერ" (ფს. 108, 24) - და მარხვა შენთვის ტკბილი და უხვ ლხინზე მასაზრდოებელი იქნება.
ხორციელი მარხვისათვის შეძლებისამებრ ვიღვაწოთ. ხოლო გრძნობების, გონებისა და გულის მარხვისთვის კი მთელი ძალით შევებრძოლოთ ჩვენი სულის მტერს. შვილო ჩემო, დაიცავი საკუთარი გრძნობები, განსაკუთრებით უფრთხილდი თვალებს - ისინი რვაფეხას სა... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად არსებობს მარხვის ორი სახე და საშუალება და ორივეს წმიდა წერილსა და წმიდა გარდამოცემაში აქვს ფესვი გადგმული. პიველ სახეს შეიძლება ეწოდოს სრული მარხვა, რამდენადაც ის საჭმელისა და სასმელისაგან სრულ თავშეკავებაში მდგომარეობს... იხილეთ სრულად
ცეცხლი შეშის მოკლებით სუსტდება, საჭმლის სიმწირით კი უჯერო გულისთქმები მოუძლურდება.