
ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
ხორციელი მარხვისათვის შეძლებისამებრ ვიღვაწოთ. ხოლო გრძნობების, გონებისა და გულის მარხვისთვის კი
ხორციელი მარხვისათვის შეძლებისამებრ ვიღვაწოთ. ხოლო გრძნობების, გონებისა და გულის მარხვისთვის კი მთელი ძალით შევებრძოლოთ ჩვენი სულის მტერს. შვილო ჩემო, დაიცავი საკუთარი გრძნობები, განსაკუთრებით უფრთხილდი თვალებს - ისინი რვაფეხას საცეცებივით მიიტაცებენ ყოველივეს, რაც მათ წინ მოძრაობს, ყველაზე იოლად კი ცოდვით ნადავლს ჩააფრინდებიან ხოლმე. თვალების მიზეზით დაეცნენ და დაიღუპნენ "სვეტნი სულიერნი". დავითმა, როცა არ დაიცვა თვალი, მკვლელობა ჩაიდინა და მრუშობას მისცა თავი, მიუხედავად იმისა, რომ ღვთის დიდი წინასწარმეტყველი იყო, ჰქონდა მადლი და ნიჭი წინათმცნობელობისა.
|