სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
მუდმივად უნდა ვლოცულობდეთ და უფალს ვუხმობდეთ, რადგან მხოლოდ იგია ბოროტის შემმუსვრელი და ჩვენი განმაძლიერებელი.
გარდაქმნა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს სულსა და აზროვნებას უნდა შეეხოს და მერე უნდა გამოვლინდეს გარეგნულ ფორმებში.
შობა უფლისა გასაოცარი სიხარულის მომტანია, რომელსაც სიყვარულით, მადლიერებით და პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ.
იოვანე ღვთისმეტყველის თქმით, ღმერთი სიყვარულია. ადამიანი რაც უფრო შორდება ღმერთს, მით უფრო შორდება სიყვარულსაც.
ცოდვა, როგორც ხორცმეტი, ადამისა და ევას დაცემიდან მოყოლებული მუდამ არსებობდა, მაგრამ ადამიანს ჰქონდა სინანულიც.
ცალკეულ პიროვნებებსაც და ერსაც განსაცდელი ან რწმენაში განსამტკიცებლად ეძლევა, ან მცდარი გზიდან მოქცევისათვის.
ქრისტიანული ოჯახი უფლის სავანეა, უფლის ბაღია, რომელშიც ცოლსაც და ქმარსაც დაედგინათ მუშაკობა ღვთის სადიდებელად.
უფალს მყუდროება უყვარს, შინაგანი სიმშვიდე და წმიდა გული. "მშვიდობა თქვენდა", - ასე მიმართავს იგი თითოეულ ჩვენგანს.
გახსოვდეთ, ცოდვა გამოუსყიდი არ რჩება ამ სოფლად. უშუალოდ რჯულის დამრღვევთ ან მათ ნაშიერთ მოეკითხებათ იგი უცილოდ.
ნუ შეგაშინებთ შვილების სიმრავლე, ღმერთი მოგცემთ თქვენ ძალასა და შესაძლებლობას გაზარდოთ ისინი ჩვენი ერისათვის.