მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები
მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები მორჩილება, გამონათქვამები, ციტატები
ვიფიქროთ იმაზე, რომ ქრისტესთვის, ჩვენი მაცხოვრისთვის არ ჯვარვცმულვართ, მან კი ჩვენ, საპყართათვის, მორჩილების გამო ჯვარი იტვირთა.
ვისაც მორჩილება აქვს, ამ ცხოვრებაშივე სულის იმ ცხოვრებით ცხოვრობს, რომელიც სიკვდილის შემდეგაც, უკუნითი უკუნისამდე გაგრძელდება.
ქრისტემ აღასრულა მორჩილება ვიდრე სიკვდილამდე, სიკვდილითა მით ჯვარისათა, რისთვისაც ზეციერმა მამამ აღამაღლა და უმაღლესი სახელი მიანიჭა – იესო, რომლის ხსენებაზეც ბნელეთის ძალები ძრწიან.
შვილო, გაფრთხილდი, რომ შენი მორჩილება გულწრფელი და სრულყოფილი იყოს. შეიძულე საკუთარი ნება, როგორც შენი უკვდავი სულის სიკვდილი.
მორჩილმა მსხვერპლის გაღებით და დიდი მონდომებით უნდა აღასრულოს მოძღვრის სრული მორჩილება, თითქოს მის წინ ქრისტე იდგეს.