სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
არც დაქორწინებულ მამაკაცს და არც მითუმეტეს ქალს, მეუღლეობისას ერთმანეთზე აბსოლუტური უფლება არა აქვთ.
მაცხოვარი ბრძანებს, რომ მხოლოდ ლოცვითა და მარხვით შეიძლება ჩვენგან განვდევნოთ და დავამარცხოთ ეშმაკი.
ადამიანს შეუძლია თავისი ენერგია მოახმაროს აღმშენებლობას, ან ნგრევას, ანდა დატოვოს იგი გამოუყენებელი.
ჭეშმარიტებასთან წილნაყარ კაცზე დიადი არაფერია და არც უფალს მოწყვეტილ ადამიანზე მდაბალი და საცოდავი.
თუ გამოსწორების სურვილი გვამოძრავებს, თავმდაბლობით უნდა შევიმოსოთ. მხოლოდ იგი სძლევს ამპარტავნებას.
არასწორი სარწმუნოება აშორებს ყველაზე ხშირად ადამიანს ჭეშმარიტებისაგან და საბოლოო ჯამში ღუპავს მას.
ვინ პოვებს მას, რომ თაყვანი სცეს და შეუვრდეს? მხოლოდ წმიდანი გულითა, რადგან მსგავსი მსგავსს შეიცნობს.
ჩვენი ნამდვილი „მე-ს“ დამახინჯების მიზეზი არასწორ ქმედებებთან ერთად ცუდ-მეტყველება და ცუდი აზრებია.
იოლი გზები მხოლოდ დაღუპვისკენ გვიბიძგებენ!
ბედნიერნი ვართ, როცა ჩვენთან არის ღმერთი, გვწამს და გვიყვარს უფალი, სამშობლო, მშობელი, ოჯახი, მოყვასი...