სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები
სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
უმეტეს ყოველთა შეიყვარეთ ღმერთი, - გვარიგებს ეფრემ ასური, ვისაც წრფელი გულით უყვარს იგი, მისი გონება მუდამ ზეცისკენ ისწრაფვის, იქიდან იღებს ის სულიერ საზრდოს, იქიდან ნათლდება, იქიდან ივსება იგი ღვთაებრივი სიყვარულის სიტკბოებით
ჯერ კიდევ I საუკუნის დასასრულს წმიდა ეგნატე ანტიოქიელი წერდა: "ისინი, რომელნიც ქორწინდებიან ან თხოვდებიან, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით უნდა შეუღლდნენ, რათა ქორწინება უფლისმიერი იყოს და არა მხოლოდ ხორციელი". ("პოლიკარპესადმი", 5,2)... იხილეთ სრულად
დღეს თითოეული ჩვენთაგანი დგას არჩევანის წინაშე, - დატოვოს "ჩვეულებისამებრ მამულისა სვლაჲ" თუ გაითავისოს თავს მოხვეული ცრუ კულტურა? გაუძლოს ინფორმაციულ ზეწოლას, თუ შეინარჩუნოს წინაპართა ღვაწლით დღემდე მოტანილი ღირებულებები?!
ღმერთია ჩვენი პატრონი, ერთადერთი იმედი და ნუგეში ჩვენი, ჩვენ კი იგი მხოლოდ ხანდახან, ისიც გაჭირვების ჟამს, გვახსენდება, მაშინ, როცა თუ სწორად ცხოვრება გვსურს, მუდამ უნდა ვიყოთ მასთან, მუდამ უნდა გვქონდეს განცდა მისი სიახლოვისა.
საეკლესიო დღესასწაულები არა მარტო იმ ღირსშესანიშნავ წმიდა მოვლენებს გვახსენებენ შორეულ წარსულში რომ მოხდა, არამედ გვაახლოებენ იმ სულიერ სიწმინდესა და რეალობასთან, რომელიც უჟამოა, დროზე მაღლა დგას და სულიერ ძალას გვმატებს.
რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, სულით არ უნდა დავეცეთ და სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ, რადგან ცალკეულ პიროვნებებსაც და ერსაც განსაცდელი ან რწმენაში განსამტკიცებლად ეძლევა, ან მცდარი გზიდან მოქცევისათვის.
ხატება ღვთისა თითოეულ პიროვნებაშია, როგორც ჩამოყალიბებულ კანონთა წესი. იგი წარმოადგენს მისი ყოფის აუცილებელ პირობას, რომლის საშუალებითაც უნდა განხორციელდეს მსგავსება უფლისადმი. სწორედ ეს არის ადამიანის ცხოვრების მიზანი.
პასექი ქრისტესი ძველ დროს მომხდარი სასწაულის გახსენება კი არ არის, არამედ რეალური შეხვედრა აღდგომილ მაცხოვართან, ეს არის სიხარული, რომელსაც მხოლოდ მორწმუნე გრძნობს და განიცდის, ეს არის სიხარული, ადამიანის გულში დაუტევნელი.
რწმენით მივეახლოთ ჩვენი უფლის ბრწყინვალე აღდგომის მაცოცხლებელ მადლს და შევიმოსოთ სიმართლის საჭურველი, რათა "ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდოდით" (რომ.6. 20,8).
უფალმა იესო ქრისტემ თავისი დასწრებით აკურთხა ქორწილი კანას გალილეაში. მოციქული პავლე წერს: კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ, თვთოეულსა თჳსი ქმარი ესჳნ, ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეცა ცოლი - ქმარსა (1 კორ. 7,2-3)... იხილეთ სრულად