ანგელოზები გარეშემოწერილნი არიან, რადგან, როცა ისინი ზეცაში იმყოფებიან, მაშინ ქვეყანაზე არ არიან; ხოლო ღმერთისგან ქვეყნად წარმოგზავნილნი – ზეცაში არ რჩებიან. მათ კედელი ან კარი არ ზღუდავს, არც – ბოქლომი თუ სხვა რამ საკეტი, რადგან ...
იხილეთ სრულად
ანგელოზები გარეშემოწერილნი არიან, რადგან, როცა ისინი ზეცაში იმყოფებიან, მაშინ ქვეყანაზე არ არიან; ხოლო ღმერთისგან ქვეყნად წარმოგზავნილნი – ზეცაში არ რჩებიან. მათ კედელი ან კარი არ ზღუდავს, არც – ბოქლომი თუ სხვა რამ საკეტი, რადგან ისინი შეუზღუდავნი არიან. ანგელოზები შეუზღუდავად იწოდებიან, რადგან ისინი ღვთის მითითებით ეცხადებიან ღირსეულ ადამიანებს არა თავისი ბუნებითი სახით, არამედ – სახეცვლილნი, როგორც მხილველნი შეძლებენ მათ ხილვას.
ანგელოზები ღმერთს საკუთარი თავისუფალი ნებით ემსახურებიან, და მათი ეს ნებაყოფლობითი მსახურება ღმერთისთვის კი არ არის აუცილებელი და სასარგებლო, არამედ – თვით ანგელოზთათვის, რამეთუ ყოველთა დამბადებელი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი არ საჭ...
იხილეთ სრულად
ანგელოზები ღმერთს საკუთარი თავისუფალი ნებით ემსახურებიან, და მათი ეს ნებაყოფლობითი მსახურება ღმერთისთვის კი არ არის აუცილებელი და სასარგებლო, არამედ – თვით ანგელოზთათვის, რამეთუ ყოველთა დამბადებელი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი არ საჭიროებს სხვათაგან მიღებულ სიკეთეს: იგი თავის თავში, თავისთავად არსებობს და თვით არის უზენაესი სიკეთე.
ანგელოზები თავიანთი ბუნებით გონიერი, მოქმედი სულები არიან, აქვთ ნება და ცოდნა; ემსახურებიან ღმერთს, ადიდებენ მას და აღასრულებენ მის განგებულებით ნებას. ისინი უხორცონი არიან და უხილავ სამყაროში მკვიდრობენ, ამიტომ არ ძალუძს მათი დან...
იხილეთ სრულად
ანგელოზები თავიანთი ბუნებით გონიერი, მოქმედი სულები არიან, აქვთ ნება და ცოდნა; ემსახურებიან ღმერთს, ადიდებენ მას და აღასრულებენ მის განგებულებით ნებას. ისინი უხორცონი არიან და უხილავ სამყაროში მკვიდრობენ, ამიტომ არ ძალუძს მათი დანახვა ჩვენს ხორციელ მზერას.
მსოფლიოს მალე ეყოლება ერთი მბრძანებელი. შეიქმნება მსოფლიო მართვის ცენტრი, რომლის მბრძანებელიც გახდება ანტიქრისტე. შესაძლოა ეს მოხდეს მსოფლიო საყოველთაო არჩევნების გზით. ვეცადოთ, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა ასეთ არჩევნებში.
უკმარისობა მშობლის მზრუნველობისა და ალერსისა ბავშვის გულში რჩება. შემდგომში ამის გამო ადამიანი უხეშდება და იგი, უპირველეს ყოვლისა, უხეში ხდება საკუთარი მშობლების მიმართ.
ყმაწვილების სკოლაში შეყვანით ოჯახი მათი რელიგიური-ზნეობრივი აღზრდის მოვალეობისაგან სრულიადაც არ თავისუფლდება, ის ისევ უმთავრეს აღმზრდელ წრედ რჩება. ბავშვები მომეტებულად ოჯახში იმყოფებიან, და ზნეობრივი ცხოვრების ცხად-ყოფისათვის მოხ...
იხილეთ სრულად
ყმაწვილების სკოლაში შეყვანით ოჯახი მათი რელიგიური-ზნეობრივი აღზრდის მოვალეობისაგან სრულიადაც არ თავისუფლდება, ის ისევ უმთავრეს აღმზრდელ წრედ რჩება. ბავშვები მომეტებულად ოჯახში იმყოფებიან, და ზნეობრივი ცხოვრების ცხად-ყოფისათვის მოხერხებული შემთხვევები ოჯახში უფრო მეტია, ვიდრე სკოლაში. სასწავლებელთა მიზანთა შორის ტყუილად აძლევენ პირველ ადგილს სარწმუნოებრივ-ზნეობითს აღზრდას. რისთვის უნდა აჩეჩონ სასწავლებელს უპირველეს მიზნად ის, რასაც იგი ვერ შეასრულ...
ერთი კაცი მიქაელ მთავარანგელოზს პატივს მიაგებდა და იმიტომ აქებდა, რომ წმიდა მთავარანგელოზი ყოველგვარ სურვილს უსრულებდა. ერთხელაც, იგი მეზობელს წაეჩხუბა და სთხოვა მთავარაგელოზს, რომ ის ხმლით განეგმირა. როცა მისი თხოვნა უპასუხოდ დარ...
იხილეთ სრულად
ერთი კაცი მიქაელ მთავარანგელოზს პატივს მიაგებდა და იმიტომ აქებდა, რომ წმიდა მთავარანგელოზი ყოველგვარ სურვილს უსრულებდა. ერთხელაც, იგი მეზობელს წაეჩხუბა და სთხოვა მთავარაგელოზს, რომ ის ხმლით განეგმირა. როცა მისი თხოვნა უპასუხოდ დარჩა, კაცი განრისხდა და შეწყვიტა მთავარანგელოზის სახელობის დღესასწაულის აღნიშვნა. მაშინ გამოეცხადა მას მთავარანგელოზი და უთხრა: „მე შენი შემწე ვიყავი, როცა შენთვის და შენი ახლობლებისათვის სიკეთეს მთხოვდი, მაგრამ, რადანაც გ...
ანგელოზნი არ იცვლებიან. მათ შორის არ არიან არც ყრმები, არც ჭაბუკნი და არც მოხუცებულნი. როგორნიც დასაბამიდან შეიქმნენ ღმერთის მიერ, იმგვარნივე რჩებიან მარადის და მათი შედგენილობაც წმიდა, შეურყვნელი და უცვალებელი რჩება. მათი არსების...
იხილეთ სრულად
ანგელოზნი არ იცვლებიან. მათ შორის არ არიან არც ყრმები, არც ჭაბუკნი და არც მოხუცებულნი. როგორნიც დასაბამიდან შეიქმნენ ღმერთის მიერ, იმგვარნივე რჩებიან მარადის და მათი შედგენილობაც წმიდა, შეურყვნელი და უცვალებელი რჩება. მათი არსების თავდაპირველ შედგენილობაში, და ასე ვთქვათ, ნარევში, სიწმიდე იყო შთადებული... ამიტომაც ისინი, სხვა გონიერ ქმნილებათა, ადამიანთა მსგავსად, თავისუფალი ნებით შემოსილნი, ადვილად არ არიან მიდრეკილნი ცოდვისაკენ, რადგან თავიდანვ...