სამი რამ არის ადამიანისათვის უცნობი: როდის მოკვდება, სად და რა ბედი ეწევა სიკვდილის შემდგომ. ამიტომ ადამიანი სიკვდილს ყოველთვის უნდა მოელოდეს და მუდამ ახსოვდეს, რომ დღევანდელი დღე შესაძლოა მისი ბოლო დღე აღმოჩნდეს. ამიტომაც სწორედ ...
იხილეთ სრულად
სამი რამ არის ადამიანისათვის უცნობი: როდის მოკვდება, სად და რა ბედი ეწევა სიკვდილის შემდგომ. ამიტომ ადამიანი სიკვდილს ყოველთვის უნდა მოელოდეს და მუდამ ახსოვდეს, რომ დღევანდელი დღე შესაძლოა მისი ბოლო დღე აღმოჩნდეს. ამიტომაც სწორედ დღევანდელი დღეა ხსნისა. უფალი ცოდვილს შეჰპირდა, რომ მიუტევებდა, თუ ის მთელი გულით შეინანებდა, მაგრამ მას სინანულისათვის ზუსტად განსაზღვრული დრო არ აღუთქვამს, რამეთუ ადამიანური სულის მზაკვრობა უწყოდა.
ჭეშმარიტი კულტურა არის ისეთი რამ, რაც აახლოებს ერებს. იგი უმტკივნეულოა და სხვა ქვეყნის კულტურას არ შეურაცხყოფს. პირიქით, უფრო ამდიდრებს მას. არც შეიძლება, რომ რომელიმე კულტურა ჩაიკეტოს საკუთარ თავში, თავის ნაჭუჭში. დიდი შეცდომაა, ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი კულტურა არის ისეთი რამ, რაც აახლოებს ერებს. იგი უმტკივნეულოა და სხვა ქვეყნის კულტურას არ შეურაცხყოფს. პირიქით, უფრო ამდიდრებს მას. არც შეიძლება, რომ რომელიმე კულტურა ჩაიკეტოს საკუთარ თავში, თავის ნაჭუჭში. დიდი შეცდომაა, რომელიმე ქვეყანამ ჩათვალოს, რომ მისი კულტურა სრულიად საკმარისია
ჩვენი მიზანი მუდამ იყო და არის სულიერი, ზნეობრივი კულტურული ფასეულობების დაცვა, მათი შენარჩუნება. დღეს ადამიანებს უჭირთ გარჩევა კეთილისა და ბოროტისა; ზოგჯერ ვერ ხედავენ, სად არის კულტურა და სად ფსევდოკულტურა, რომელიც წარსაწყმედელი...
იხილეთ სრულად
ჩვენი მიზანი მუდამ იყო და არის სულიერი, ზნეობრივი კულტურული ფასეულობების დაცვა, მათი შენარჩუნება. დღეს ადამიანებს უჭირთ გარჩევა კეთილისა და ბოროტისა; ზოგჯერ ვერ ხედავენ, სად არის კულტურა და სად ფსევდოკულტურა, რომელიც წარსაწყმედელი და დამღუპველია. აი, ეს უნდა დავინახოთ
საზვერეების წარმატებით გავლისა და ღვთის თაყვანისცემის შემდეგ, სული 37 დღის განმავლობაში მოიხილავს ზეციურ სავანეებსა და ჯოჯოხეთის უფსკრულებს, მაგრამ არ ეცოდინება თუ სად დარჩება; მხოლოდ მეორმოცე დღეს დაუდგინდება ადგილი საყოველთაო მკ...
იხილეთ სრულად
საზვერეების წარმატებით გავლისა და ღვთის თაყვანისცემის შემდეგ, სული 37 დღის განმავლობაში მოიხილავს ზეციურ სავანეებსა და ჯოჯოხეთის უფსკრულებს, მაგრამ არ ეცოდინება თუ სად დარჩება; მხოლოდ მეორმოცე დღეს დაუდგინდება ადგილი საყოველთაო მკვდრეთით აღდგომამდე.
სიკვდილი რომ მიეღო, ქრისტეს შემოსილი ჰქონდა სხეული, და არ შეჰგავდა წინ აღდგომოდა სიკვდილს, რათა მკვდრეთით აღდგომის წინააღმდგომი არ ყოფილიყო... საკვირველად აღსრულდა ერთსა და იმავეში ორგვარი რამ – ყოვეთა სიკვდილიც სრულიქმნა უფლის სხ...
იხილეთ სრულად
სიკვდილი რომ მიეღო, ქრისტეს შემოსილი ჰქონდა სხეული, და არ შეჰგავდა წინ აღდგომოდა სიკვდილს, რათა მკვდრეთით აღდგომის წინააღმდგომი არ ყოფილიყო... საკვირველად აღსრულდა ერთსა და იმავეში ორგვარი რამ – ყოვეთა სიკვდილიც სრულიქმნა უფლის სხეულში და ამავე სხეულში მოისპო კიდეც სიკვდილი და ხრწნილება სხეულში თანაარსებული სიტყუის – ღმრთაების ძალით.
სიკვდილი ადამის ყოველი შთამომავლის ხვედრია, რამეთუ ისინი ცოდვით დასნეულებული და ამის გამო მოკვდავი ადამისგან იშვებიან. როგორც მოწამლული წყაროდან ბუნებრივად გამოედინება მოწამლული ნაკადი, ასევე ცოდვითა და სიკვდილით დასნეულებული მამა...
იხილეთ სრულად
სიკვდილი ადამის ყოველი შთამომავლის ხვედრია, რამეთუ ისინი ცოდვით დასნეულებული და ამის გამო მოკვდავი ადამისგან იშვებიან. როგორც მოწამლული წყაროდან ბუნებრივად გამოედინება მოწამლული ნაკადი, ასევე ცოდვითა და სიკვდილით დასნეულებული მამამთავრისგან ბუნებრივად მოედინება ცოდვითა და სიკვდილით სნეული შთამომავლობა.
ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა; ქალის თავი - კაცი; ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი.
ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ანდა წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს.
და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლ...
იხილეთ სრულად
ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა; ქალის თავი - კაცი; ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი.
ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ანდა წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს.
და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ანდა წინასწარმეტყველებს თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს.
სიკვდილი ანუ გარდაცვალება მხოლოდ ამქვეყნიურ მოქმედებას და ხორციელ ცხოვრებას ამთავრებს, ანუ სპობს. სიკვდილი არის გარდაცვალება, ანუ გამოცვლა, შეცვლა აწინდელი ცხოვრებისა სხვა უმჯობეს ცხოვრებად. კვდება მხოლოდ ჩვენი ეს მძიმე სხეული. მი...
იხილეთ სრულად
სიკვდილი ანუ გარდაცვალება მხოლოდ ამქვეყნიურ მოქმედებას და ხორციელ ცხოვრებას ამთავრებს, ანუ სპობს. სიკვდილი არის გარდაცვალება, ანუ გამოცვლა, შეცვლა აწინდელი ცხოვრებისა სხვა უმჯობეს ცხოვრებად. კვდება მხოლოდ ჩვენი ეს მძიმე სხეული. მიწა მიწას მიეცემა, მაგრამ ის შინაგანი გაცოცხლებული სული სიკვდილს არ დაემონება.
თავის მხრივ კურთხევა განსხვავდება ჩვეულებრივი დალოცვისაგან. როცა მორწმუნე ამბობს: დამლოცე მამაო და მღვდელი პასუხობს: ღმერთმა დაგლოცოს, უფალმა დაგლოცოს, ეს ზოგადი მნიშვნელობისაა და ერთდროულად მოიცავს ადამიანის ყოველგვარ სიკეთეს, დღ...
იხილეთ სრულად
თავის მხრივ კურთხევა განსხვავდება ჩვეულებრივი დალოცვისაგან. როცა მორწმუნე ამბობს: დამლოცე მამაო და მღვდელი პასუხობს: ღმერთმა დაგლოცოს, უფალმა დაგლოცოს, ეს ზოგადი მნიშვნელობისაა და ერთდროულად მოიცავს ადამიანის ყოველგვარ სიკეთეს, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, სულიერებას და სხვა.