მამული!.. ამ სიტყვის ყოვლადმპყრობელი მნიშვნელობა ვრცელია და ფართო. იქ, საცა ხალხობა დარღვეული არ არის და განთვითვეულება - ეგ ჭირთაჭირი - არა მეფობს, იქ მაგ სიტყვის აზრი ცხოვრების მიმნიჭებელი სულია, მთელის ხალხის ერთიანი მაჯის ერთი...
იხილეთ სრულად
მამული!.. ამ სიტყვის ყოვლადმპყრობელი მნიშვნელობა ვრცელია და ფართო. იქ, საცა ხალხობა დარღვეული არ არის და განთვითვეულება - ეგ ჭირთაჭირი - არა მეფობს, იქ მაგ სიტყვის აზრი ცხოვრების მიმნიჭებელი სულია, მთელის ხალხის ერთიანი მაჯის ერთიანი ძარღვია. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ თვითვეულსა - მთელის ხალხისა და მთელს ხალხს - თვითვეულისა ჭირი და ჭირი წარმოუდგება ხოლმე. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ დიდი და პატარა, ქალი და კაცი თავის ქვეყნის ნაღვლითა ნაღვლობს, ლხინ...
შენ ხარ ჩემი მზე და ჩემი სიხარული,
შენი მზე მათბობს და მიჩრდილებს ჩერო,
ჩემო წმიდა ხატო, რწმენავ, სიყვარულო,
ტკბილო სალოცავო - მამულო ჩემო.
შეხე შენს იარებს, რა გზებით იარე,
მაინც არ გატყდი და სიმაღლე...
იხილეთ სრულად
შენ ხარ ჩემი მზე და ჩემი სიხარული,
შენი მზე მათბობს და მიჩრდილებს ჩერო,
ჩემო წმიდა ხატო, რწმენავ, სიყვარულო,
ტკბილო სალოცავო - მამულო ჩემო.
შეხე შენს იარებს, რა გზებით იარე,
მაინც არ გატყდი და სიმაღლეს ჩემობ.
სიმღერით ირჩენდი ნახმლევ-ნატყვიარებს,
იმედით ცოცხლობდი - მამულო ჩემო.
დღე იყო დარით თუ ავდარით დამთვრალი,
სუსხი იანვრისა, თუ ხვატი მკათათვის,
აკვანში გეწვინა ბევრი მზე და მთვარე,
ნანას ღიღინებდი ცეცხლოვან ყრმათათვის...
საოცარია ლოცვის სურვილი
თუ სამშობლოზე გინდა ილოცო,
უმისოდ მოგკლავს ტრფობის წყურვილი,
უმისოდ ლექსი ვინ დაგილოცოს?
უმისოდ ტკბილი დედა ვინ იყოს?
მწვერვალზე როგორ შემოდგა ფეხი?
უმისოდ მიწამ ნუ...
იხილეთ სრულად
საოცარია ლოცვის სურვილი
თუ სამშობლოზე გინდა ილოცო,
უმისოდ მოგკლავს ტრფობის წყურვილი,
უმისოდ ლექსი ვინ დაგილოცოს?
უმისოდ ტკბილი დედა ვინ იყოს?
მწვერვალზე როგორ შემოდგა ფეხი?
უმისოდ მიწამ ნუღარ მიგვიღოს,
უმისოდ თავზე დაგვამსხვრეს მეხი.
მსურდა ეს მეთქვა: მარად იყავთო!
ნუმც დაგმუგქრვიათ წარღვნა აწ ნგრევით...
გედივით სერავს სივრცეს იყალთო,
სვეტიცხოველი, ჯვარი და გრემი...
ჩვენი გულის უდიდესი, მუდმივი შეცდომილება, რომელსაც ჩვენ განუწყვეტლივ, მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ვებრძოდეთ, ესაა მისი ფარული აზრი, რომ თითქოს ჩვენ შეგვიძლია სადმე, ოდესმე თუნდაც ერთი წუთით ვიყოთ ღვთის გარეშე.
ასევე ქალებიც, ღირსეულად მოსილნი, კდემითა და უმანკოებით, იმკობდნენ თავს არა თამწნულობით, არა ოქროთი თუ მარგალიტით, ანდა ძვირფასი სამოსით,
არამედ კეთილი საქმით, როგორც შეშვენის ქალებს, რომელთაც თვით ღვთისმოსაობას მიუძღვნეს თა...
იხილეთ სრულად
ასევე ქალებიც, ღირსეულად მოსილნი, კდემითა და უმანკოებით, იმკობდნენ თავს არა თამწნულობით, არა ოქროთი თუ მარგალიტით, ანდა ძვირფასი სამოსით,
არამედ კეთილი საქმით, როგორც შეშვენის ქალებს, რომელთაც თვით ღვთისმოსაობას მიუძღვნეს თავი.
ქალი სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით.
ხოლო მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარედ.
რადგანაც პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.
და ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალ...