როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსადგურის მიღწევა, ასევე შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღმ...
იხილეთ სრულად
როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსადგურის მიღწევა, ასევე შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღმერთის სიტყვის განმარტებისა შენებურად. ეკლესიას მოცემული აქვს გასაღები შემეცნებისა და იგია ერთადერთი უცდომელი. გახსოვდეს: ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა.
როცა ეკლესიას გარედან ვუყურებთ, როცა მასში ადამიანებს, ე.ი. ჩვენს თავს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს გარშემო მყოფ ხალხს ვხედავთ, ეკლესია ისეთ ადგილად გვეჩვენება, სადაც ნაკლებად შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ შეხვდე ისეთ სიყვარულს, როგორიც...
იხილეთ სრულად
როცა ეკლესიას გარედან ვუყურებთ, როცა მასში ადამიანებს, ე.ი. ჩვენს თავს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს გარშემო მყოფ ხალხს ვხედავთ, ეკლესია ისეთ ადგილად გვეჩვენება, სადაც ნაკლებად შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ შეხვდე ისეთ სიყვარულს, როგორიცაა ღვთის სიყვარული. მაგრამ ტაძარში არის რაღაც სხვა, ის მხოლოდ ჩვენგან – ადამიანებისაგან კი არ შედგება, არამედ ის მთლიანად ღვთის მყოფობითაა განმსჭვალული – იესო ქრისტეს და სულიწმიდის სახით.
როგორც კი ზარს ჩამოკრავენ, ნუ დაიზრებ და მაშინვე ეკლესიას მიაშურე. ნუ მიატოვებ წირვა–ლოცვას მის დამთავრებამდე, რათა ეს დაბრკოლებად და ეშმაკის საფრთხედ არ იქცეს შენთვის.
ქრისტეს მოსვლა ქვეყნად ისტორიული ფაქტი, მოვლენა იყო, „აღსრულებულ არს ჟამი და მოახლოებულ სასუფეველი ღმრთისაი“ (მარკ. 1, 15). მისი დაბადებით დაიწყო ქვეყნიერებისათვის არსებითად ახალი დრო – „უკანასკნელი ჟამი“. გარდამოსვლა სული წმიდისა...
იხილეთ სრულად
ქრისტეს მოსვლა ქვეყნად ისტორიული ფაქტი, მოვლენა იყო, „აღსრულებულ არს ჟამი და მოახლოებულ სასუფეველი ღმრთისაი“ (მარკ. 1, 15). მისი დაბადებით დაიწყო ქვეყნიერებისათვის არსებითად ახალი დრო – „უკანასკნელი ჟამი“. გარდამოსვლა სული წმიდისა (მაცხოვრის აღთქმის აღსრულება), აგრეთვე, ისტორიული ფაქტია. ამ წუთიდან მიემადლა ეკლესიას „ზეგარდამო მადლი“ და „სული ჭეშმარიტებისა“ – „აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაი მამისა ჩემისაი ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შ...
ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეკლესიას პრობლემები არ შევუქმნათ, არ გავბეროთ უმნიშვნელო ადამიანური სისუსტეები, რომ მათგან დიდი ბოროტება არ შევქმნათ და ეშმაკს სიხარულის მიზეზი არ მივცეთ. თუ ის, ვინც უმნიშვნელო უწესრიგობას ხედავს, მეტის...
იხილეთ სრულად
ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეკლესიას პრობლემები არ შევუქმნათ, არ გავბეროთ უმნიშვნელო ადამიანური სისუსტეები, რომ მათგან დიდი ბოროტება არ შევქმნათ და ეშმაკს სიხარულის მიზეზი არ მივცეთ. თუ ის, ვინც უმნიშვნელო უწესრიგობას ხედავს, მეტისმეტად აღელდება და მრისხანებით იწყებს მის გამოსწორებას, იმ უგუნურ მნათეს ჰგავს, რომელიც, იმის დანახვაზე, რომ სანთელი წვეთავს, მთელი ძალით გარბის მის გასასწორებლად, გაუვლის მლოცველებს, წამოედება შენდლებს და ღვთისმსახურების...
ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტესმიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი...
იხილეთ სრულად
ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტესმიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა.
ლექსთა მკითხველნო, თქვენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია!
გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?!
მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია,
ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია!