და რომ გამოვა განჩინება და საუკუნო ჯერ ჩინება მარჯვენეთათვის, ტკბილი და საწადელი, გაუკვდავებისა და განმღრთობისა მბოძებელი და საუკუნოდ შვილ მაღლისა ღვთისაი დამაწესებელი ამ სანატრელის გასაგონის ხმითა: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემ...
იხილეთ სრულად
და რომ გამოვა განჩინება და საუკუნო ჯერ ჩინება მარჯვენეთათვის, ტკბილი და საწადელი, გაუკვდავებისა და განმღრთობისა მბოძებელი და საუკუნოდ შვილ მაღლისა ღვთისაი დამაწესებელი ამ სანატრელის გასაგონის ხმითა: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის განმზადებული სოფლის დასაბამითგან. რამეთუ მშიოდა და მაჭამეთ მე, მწყუროდა და მასვით მე, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე. სნეულ ვიყავ და მომხედეთ. საპყრობილესა შინა ვიყავ და მომხედეთ,"...
რადგანაც ყველანი მრავალსა ცოდავთ, ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი კაცი, რომელსაც ძალუძს დაურვება თავისი ხორცის.
აჰა, ჩვენ ლაგამით ვაურვებთ ცხენებს, რათა დაგვემორჩილონ და ჩვენს ნებაზე ვათამაშებთ მთელს მათ სხეულს.
იხილეთ სრულად
რადგანაც ყველანი მრავალსა ცოდავთ, ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი კაცი, რომელსაც ძალუძს დაურვება თავისი ხორცის.
აჰა, ჩვენ ლაგამით ვაურვებთ ცხენებს, რათა დაგვემორჩილონ და ჩვენს ნებაზე ვათამაშებთ მთელს მათ სხეულს.
აჰა, ხომალდებსაც, ესოდენ დიდსა და მძლავრი ქარიშხლებით ატორტმანებულ ხომალდებსაც, პატარა საჭით იქით მიაქცევს მენავე, საითაც სურს.
ასევე ენაც მცირე ასოა, და დიდად კი მძლავრობს. აჰა, პატარა ალი რამხელა ტყესა ჰბუგავს.
ენაც ალია, სიცრ...
ენა უნდა დაშვრეს და ზღოს მთელი თავისი უქმმეტყველებისა და დაცემისათვის. ეს იმიტომ, რომ იშვას ჩვევა, რაც შრომისა და ღვაწლის გარეშე ვერ მოხდება. უნდა გამოვიჩინოთ სიმდაბლე, რათა მადლი გვეწვიოს; შემდეგ იხსნება გზა – ლოცვა სუნთქვას უერთ...
იხილეთ სრულად
ენა უნდა დაშვრეს და ზღოს მთელი თავისი უქმმეტყველებისა და დაცემისათვის. ეს იმიტომ, რომ იშვას ჩვევა, რაც შრომისა და ღვაწლის გარეშე ვერ მოხდება. უნდა გამოვიჩინოთ სიმდაბლე, რათა მადლი გვეწვიოს; შემდეგ იხსნება გზა – ლოცვა სუნთქვას უერთდება, ხოლო გამოღვიძებული გონება მას თვალყურს ადევნებს. დროთა განმავლობაში ვნებები უძლურდება, გულისსიტყვები მშვიდდება და გული ცხრება.
ნუ ილაპარაკებ რისხვით აღვსებული, არამედ ყოველთვის სიბრძნით და გონიერებით წარმოთქვი შენი სიტყვა, მსგავსად ჩვენი ყოვლადბრძენი წმიდა მამებისა; მდუმარებაშიც მათ მიბაძე და ყოველთვის აღსავსე იყო სიბრძნითა და გონიერებით, ისევე, როგორც მა...
იხილეთ სრულად
ნუ ილაპარაკებ რისხვით აღვსებული, არამედ ყოველთვის სიბრძნით და გონიერებით წარმოთქვი შენი სიტყვა, მსგავსად ჩვენი ყოვლადბრძენი წმიდა მამებისა; მდუმარებაშიც მათ მიბაძე და ყოველთვის აღსავსე იყო სიბრძნითა და გონიერებით, ისევე, როგორც მათი მდუმარება.