ავტორი:
იაკობ მოციქული
თემა:
ენა
რადგანაც ყველანი მრავალსა ცოდავთ, ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი კაცი, რომელსაც ძალუძს
რადგანაც ყველანი მრავალსა ცოდავთ, ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი კაცი, რომელსაც ძალუძს დაურვება თავისი ხორცის.
აჰა, ჩვენ ლაგამით ვაურვებთ ცხენებს, რათა დაგვემორჩილონ და ჩვენს ნებაზე ვათამაშებთ მთელს მათ სხეულს.
აჰა, ხომალდებსაც, ესოდენ დიდსა და მძლავრი ქარიშხლებით ატორტმანებულ ხომალდებსაც, პატარა საჭით იქით მიაქცევს მენავე, საითაც სურს.
ასევე ენაც მცირე ასოა, და დიდად კი მძლავრობს. აჰა, პატარა ალი რამხელა ტყესა ჰბუგავს.
ენაც ალია, სიცრუის სამკაული. ენას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენს ასოებს შორის, რომ ბილწავს მთელს სხეულს, და ალად აქცევს სიცოცხლის ჩარხს, და თვითონაც აალებულია გეენისაგან.
რადგან მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა მთელი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია კაცის ბუნებით.
ენის მოთვინიერება კი არცერთ კაცთაგანს არ ძალუძს. იგია აღვირახსნილი ბოროტება, სავსე მომაკვდინებელი გესლით.
ენით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას, და ენითვე შევაჩვენებთ ღმრთის ხატად შექმნილ კაცთაც.
ერთსა და იმავე ბაგეთაგან გამოვა კურთხევაცა და წყევლაც, არ უნდა იყოს ეს, ძმანო ჩემნო, ასე.
განა ერთი და იმავე წყაროს თვალიდან ამოჩუხჩუხებს ტკბილი და მწარე წყალიც?
განა შეიძლება, ძმანო ჩემნო, ლეღვის ხემ ზეთისხილი მოისხას, ხოლო ვაზმა – ლეღვი? ასევე ვერცერთი წყარო ვერ წარმოადგენს მტკნარსა და მლაშე წყალს.
თ. 2–3

|