კეთილი, თუნდაც ემსახურებოდეს, – თავისუფალია. ბოროტი კი, თუნდაც მეფობდეს, – მონაა, და ამასთან იმის მსგავსია, ვისაც ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენი ღმერთი, რამდენიც – ნაკლოვანება.
თავისუფლების კანონი ყოველგვარ ჭეშმარიტებას გვასწავლის და მრავალი საკუთარი შემეცნების მიხედვით კითხულობს მას, მაგრამ ცოტას თუ შეუცნია ის მცნებათა აღსრულების შესაბამისად.
ღმერთი კეთილ საქმეს შიშით და იძულებით კი არ გვაკეთებინებს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლითა და სიყვარულით. მას სურს, რომ ყოველ კეთილ საქმეს ჩვენი კეთილმნებელობით ვიქმოდეთ. მეორე მხრივ, ღმერთს სძაგს ყოველი ცუდი საქმე, სიცრუე, ...
იხილეთ სრულად
ღმერთი კეთილ საქმეს შიშით და იძულებით კი არ გვაკეთებინებს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლითა და სიყვარულით. მას სურს, რომ ყოველ კეთილ საქმეს ჩვენი კეთილმნებელობით ვიქმოდეთ. მეორე მხრივ, ღმერთს სძაგს ყოველი ცუდი საქმე, სიცრუე, უსამართლობა და ცოდვა, მაგრამ მას არ შეუძლია, რომ უსჯულო კაცს ცუდი საქმის აღსასრულებლად ყოველი საშუალება მოუსპოს; რაკი ღმერთმა ერთხელ შექმნა კაცი და მას თავისუფლება და გონება მიანიჭა, აღარ ნებავს, რომ მას მისი ნებით და ჭკ...
უფალს არ სურს ცოდვილთა სიკვდილი და მონანებულთ ჩუქნის მადლს სულიწმიდისას. იგი აძლევს სულს მშვიდობას და თავისუფლებას გონებით და გულით იყოს ღმერთში. როცა სულიწმიდა მოგვიტევებს ჩვენ ცოდვებს, მაშინ ღებულობს სული თავისუფლებას ილოცოს სუფ...
იხილეთ სრულად
უფალს არ სურს ცოდვილთა სიკვდილი და მონანებულთ ჩუქნის მადლს სულიწმიდისას. იგი აძლევს სულს მშვიდობას და თავისუფლებას გონებით და გულით იყოს ღმერთში. როცა სულიწმიდა მოგვიტევებს ჩვენ ცოდვებს, მაშინ ღებულობს სული თავისუფლებას ილოცოს სუფთა გონებით; მაშინ იგი თავისუფლად უჭვრეტს ღმერთს და მასში იმყოფება მშვიდად. აი ჭეშმარიტი თავისუფლება. ღმერთის გარეშე არ არსებობს თავისუფლება, იმიტომ, რომ მტრები არყევენ სულს ცუდი ზრახვებით.
ღმერთი ჩვენ მხოლოდ გვაცნობს თავის ნებას, რა უყვარს და რა სძულს, რა არის ჩვენთვის სასარგებლო და რა მავნებელი, რით შეგვიძლია ჩვენ, რომ მას სათნო ვეყოთ, ან განვარისხოთ. განსანათლებლად საღმრთო სჯული მოგვცა და ვინც მის ნებას დაემორჩილე...
იხილეთ სრულად
ღმერთი ჩვენ მხოლოდ გვაცნობს თავის ნებას, რა უყვარს და რა სძულს, რა არის ჩვენთვის სასარგებლო და რა მავნებელი, რით შეგვიძლია ჩვენ, რომ მას სათნო ვეყოთ, ან განვარისხოთ. განსანათლებლად საღმრთო სჯული მოგვცა და ვინც მის ნებას დაემორჩილება და სულის ცხონებას მოინდომებს, მას თავისი მადლით შემწეობასაც არ აკლებს, – დანარჩენი კი ჩვენი კეთილი ნებითა და სურვილით ჩვენვე უნდა აღვასრულოთ (II, 303–304).
მრისხანე კაცისა შეგონება ესრეთ უსასო არს, ვითარცა ალიზისა რეცხვით განწმედა; რაოდენ წყალი ასხა, ეგოდენ დათიხდება ალიზი, ხოლო რაოდენ შეაგონო მრისხანე, ეგოდენ განრისხდება. მრისხანე კაცი არა უპატიოსნეს არს ძაღლისა განცოფებულსა, ვინაით...
იხილეთ სრულად
მრისხანე კაცისა შეგონება ესრეთ უსასო არს, ვითარცა ალიზისა რეცხვით განწმედა; რაოდენ წყალი ასხა, ეგოდენ დათიხდება ალიზი, ხოლო რაოდენ შეაგონო მრისხანე, ეგოდენ განრისხდება. მრისხანე კაცი არა უპატიოსნეს არს ძაღლისა განცოფებულსა, ვინაითგან არცა მან იცის კეთილი და ბოროტი და არცა მან, ორივე სწორედ ჰკბენს.
„ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათვის, ვითარცა წერილ არს“ (I კორ. 15.3) და თავისუფლებას ჩუქნის მათ, ვინც ერთგულად ემსახურება, რამეთუ ამბობს: „კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ...
იხილეთ სრულად
„ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათვის, ვითარცა წერილ არს“ (I კორ. 15.3) და თავისუფლებას ჩუქნის მათ, ვინც ერთგულად ემსახურება, რამეთუ ამბობს: „კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ, შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“ (მათე 25, 23).