ნარკომანი ყიდის თავის სულს, თვით მარადისობას "ოცნების სასახლეზე", "ვარდისფერ ნისლზე". მა სუკვე უჭირს დაბრუნება ფანტასტიკური სამყაროდან, მისი "სიმშვიდიდან" აქ, მიწაზე, სადაც მუდმივი ბრძოლაა, ბრძოლა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის; გან...
იხილეთ სრულად
ნარკომანი ყიდის თავის სულს, თვით მარადისობას "ოცნების სასახლეზე", "ვარდისფერ ნისლზე". მა სუკვე უჭირს დაბრუნება ფანტასტიკური სამყაროდან, მისი "სიმშვიდიდან" აქ, მიწაზე, სადაც მუდმივი ბრძოლაა, ბრძოლა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის; განზე დგომა ურჩევნია, ომის დროს ბუჩქებში დამალვას და დაძინებას ლამობს, რათა ვერც ვერაფერი დაინახოს და ვერც ვერაფერი გაიგონოს, მაგრამ სულის ცხონებისათვის ბრძოლაა საჭირო, ამ ბრძოლას ვერსად გავექცევით, და რაც უფრო ადრე გამოერკ...
ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ნათლისღების გარეშე, ვისაც ქრისტეს ნათელი არ შემოსია ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. მართლმადიდებლებს მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება.
არსებობს წმინდა მამათა გამონათქვამი: "სამი რამ გაკვირვებს...
იხილეთ სრულად
ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ნათლისღების გარეშე, ვისაც ქრისტეს ნათელი არ შემოსია ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. მართლმადიდებლებს მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება.
არსებობს წმინდა მამათა გამონათქვამი: "სამი რამ გაკვირვებს ცხონებულს სამოთხეში, პირველი როცა ის იქ მოხვდება, მეორე ვისაც იქ ელოდა, რომ ვერ ნახავს და მესამე, ვისაც არ ელოდა, მას რომ ნახავს იქ".
უფალმა შეგვიწყალოს თითოეული ადამიანის განკითხვისაგან, მითუმეტეს მთელი ერისა და ქვეყნისა.
თუ ადამიანს სტკივა ის, რისთვისაც ლოცულობს, მაშინ იგი ერთი ამოოხვრითაც კი აღასრულებს გულისმიერ ლოცვას. მრავალნი, როცა ადამიანები ლოცვას სთხოვენ, დროს არ დაგიდევენ და ამ ადამიანების გაჭირვებისათვის მხოლოდ ერთი ამოსუნთქვით ლოცულობენ....
იხილეთ სრულად
თუ ადამიანს სტკივა ის, რისთვისაც ლოცულობს, მაშინ იგი ერთი ამოოხვრითაც კი აღასრულებს გულისმიერ ლოცვას. მრავალნი, როცა ადამიანები ლოცვას სთხოვენ, დროს არ დაგიდევენ და ამ ადამიანების გაჭირვებისათვის მხოლოდ ერთი ამოსუნთქვით ლოცულობენ. მე არ ვამბობ, რომ ლოცვა საჭირო არაა, მაგრამ თუ ისე მოხდება, რომ დრო არ გაქვთ, სხვისი ტკივილის გამო ოხვრაც კი უკვე გულისმიერი ლოცვაა. ანუ თავისი ძალით იგი საათობით ლოცვას უტოლდება.
როგორც ვიცით, ნათელ-მირონობა უდიდესი სულიერი ნათესაობაა, რომელიც თაობებში გადადის და მიუხედავად აღნიშნული პასუხისმგებლობისა, ხშირად ისეთი რამ ისმინება, გვაპატიოს უფალმა, ენა ვერ გამოთქვამს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ რომელიმე უზნე...
იხილეთ სრულად
როგორც ვიცით, ნათელ-მირონობა უდიდესი სულიერი ნათესაობაა, რომელიც თაობებში გადადის და მიუხედავად აღნიშნული პასუხისმგებლობისა, ხშირად ისეთი რამ ისმინება, გვაპატიოს უფალმა, ენა ვერ გამოთქვამს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ რომელიმე უზნეო და არაადამიანი რაიმე ბილწი ურთიერთობით ბღალავს ნათელმირონობის სიწმინდეს, დიდი შეუნანებლობის შემთხვევაში, მარადიული, შუაგული ჯოჯოხეთის სატანჯველს ვერ ასცდება.
თითოეული მოსაგრის სანუკვარი ოცნებაა მოუკლებლად ილოცოს, რომ ლოცვა გულში მარადის ცოცხლობდეს და მოქმედებდეს; რომ ლოცვის ცოცხალი, გამოუთქმელი, მადლმოსილი ნიჭი სიტყვიერი თუ უსიტყვო ლოცვისას, ტაძარშიც, სენაკშიც, ყოფით საქმესა და ძილშიც ...
იხილეთ სრულად
თითოეული მოსაგრის სანუკვარი ოცნებაა მოუკლებლად ილოცოს, რომ ლოცვა გულში მარადის ცოცხლობდეს და მოქმედებდეს; რომ ლოცვის ცოცხალი, გამოუთქმელი, მადლმოსილი ნიჭი სიტყვიერი თუ უსიტყვო ლოცვისას, ტაძარშიც, სენაკშიც, ყოფით საქმესა და ძილშიც კი – როგორც უდიდესი საუნჯე და ფასდაუდეელი სიხარული მარადის სუფევდეს სულის იდუმალ და მიუწვდომელ სიღრმეებში.
თავიდან ის რამდენჯერმე ამბობს ლოცვას და აკეთებს ერთ ჩასუნთქვას. შემდეგ, როცა გონება გულში დგომას მიეჩვევა, ყოველი ჩასუნთქვისას წარმოითქმის ერთი ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე“ – ჩასუნთქვა, „შემიწყალე მე“ – ამოსუნთქვა. ასე გრძელდება მან...
იხილეთ სრულად
თავიდან ის რამდენჯერმე ამბობს ლოცვას და აკეთებს ერთ ჩასუნთქვას. შემდეგ, როცა გონება გულში დგომას მიეჩვევა, ყოველი ჩასუნთქვისას წარმოითქმის ერთი ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე“ – ჩასუნთქვა, „შემიწყალე მე“ – ამოსუნთქვა. ასე გრძელდება მანამ, სანამ მადლი არ მოგეფინება და არ დაიწყებს მოქმედებას სულში; ამის შემდეგ კი უკვე იწყება ჭვრეტა.
თავისი სულიერი ცხოვრების დასაწყისში მოღვაწე სულიერი საკითხავების, უწყვეტი ლოცვის და მოშურნე მოღვაწეობის წყალობით განდევნის ბოროტ აზრებს. ამის შემდეგ მას ეწვევა მხოლოდ წმინდა აზრები. მოგვიანებით ისინიც ტოვებენ, ასე რომ, ადამიანი ერ...
იხილეთ სრულად
თავისი სულიერი ცხოვრების დასაწყისში მოღვაწე სულიერი საკითხავების, უწყვეტი ლოცვის და მოშურნე მოღვაწეობის წყალობით განდევნის ბოროტ აზრებს. ამის შემდეგ მას ეწვევა მხოლოდ წმინდა აზრები. მოგვიანებით ისინიც ტოვებენ, ასე რომ, ადამიანი ერთგვარ დაცარიელებას გრძნობს. მერე მოდის ღვთაებრივი გაბრწყინება.
თავის მხრივ კურთხევა განსხვავდება ჩვეულებრივი დალოცვისაგან. როცა მორწმუნე ამბობს: „დამლოცე მამაო“ და მღვდელი პასუხობს: „ღმერთმა დაგლოცოს“, „უფალმა დაგლოცოს“ – ეს ზოგადი მნიშვნელობისაა და ერთდროულად მოიცავს ადამიანის ყოველგვარ სიკე...
იხილეთ სრულად
თავის მხრივ კურთხევა განსხვავდება ჩვეულებრივი დალოცვისაგან. როცა მორწმუნე ამბობს: „დამლოცე მამაო“ და მღვდელი პასუხობს: „ღმერთმა დაგლოცოს“, „უფალმა დაგლოცოს“ – ეს ზოგადი მნიშვნელობისაა და ერთდროულად მოიცავს ადამიანის ყოველგვარ სიკეთეს, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, სულიერებას და სხვა.
თითოეულ ჩვენს თხოვნას დავუმატოთ: „... არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მათ. 26, 39). ეს სიტყვები ზედმეტია მხოლოდ ერთ შეთხვევაში, როდესაც საკუთარი გადარჩენის შესახებ ვლოცულობთ, რამეთუ ღმერთს „ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხოვრე...
იხილეთ სრულად
თითოეულ ჩვენს თხოვნას დავუმატოთ: „... არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მათ. 26, 39). ეს სიტყვები ზედმეტია მხოლოდ ერთ შეთხვევაში, როდესაც საკუთარი გადარჩენის შესახებ ვლოცულობთ, რამეთუ ღმერთს „ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი“ (I ტიმ. 2, 4).
თავს ნუ მიანებებ ლოცვას. უფრთხილდი დაუდევრობას და გულგრილობას. როცა დილით ლოცულობ და გრძნობ ლმობიერებას, მთელი დღე იფრენ, თითქოს ფრთები გამოგესხა. მაგრამ თუ დილას ლოცვის გარეშე იწყებ, ყველაფერი უკუღმა წაგივა.