დრო ერთგანზომილებიანია, მარადისობა - მრავალგანზომილებიანი. ძნელია ამის გაგება. დავუშვათ, რომ ორგანზომილებიანმა სიბრტყემ მესამე განზომილება შეიძინა და მოცულობითი გახდა. მარადისობაც მიახლოებით ასეა: ის, რაც ერთგანზომილებიანი იყო, მრ...
იხილეთ სრულად
დრო ერთგანზომილებიანია, მარადისობა - მრავალგანზომილებიანი. ძნელია ამის გაგება. დავუშვათ, რომ ორგანზომილებიანმა სიბრტყემ მესამე განზომილება შეიძინა და მოცულობითი გახდა. მარადისობაც მიახლოებით ასეა: ის, რაც ერთგანზომილებიანი იყო, მრავალგანზომილებიანი ხდება და ადამიანი წარსულის დაუკარგავად აწმყოს აფართოებს. ამ აწმყოში მადლთან მიერთებით ყოფიერების ახალი მოცულობანი, აღქმის ახალი ტევადობა იხსნება. დრო - ეს გადასხვაფერებაა. გადასხვაფერება კი დანაკარგთან...
ხორციელი მარხვისათვის შეძლებისამებრ ვიღვაწოთ. ხოლო გრძნობების, გონებისა და გულის მარხვისთვის კი მთელი ძალით შევებრძოლოთ ჩვენი სულის მტერს. შვილო ჩემო, დაიცავი საკუთარი გრძნობები, განსაკუთრებით უფრთხილდი თვალებს - ისინი რვაფეხას სა...
იხილეთ სრულად
ხორციელი მარხვისათვის შეძლებისამებრ ვიღვაწოთ. ხოლო გრძნობების, გონებისა და გულის მარხვისთვის კი მთელი ძალით შევებრძოლოთ ჩვენი სულის მტერს. შვილო ჩემო, დაიცავი საკუთარი გრძნობები, განსაკუთრებით უფრთხილდი თვალებს - ისინი რვაფეხას საცეცებივით მიიტაცებენ ყოველივეს, რაც მათ წინ მოძრაობს, ყველაზე იოლად კი ცოდვით ნადავლს ჩააფრინდებიან ხოლმე. თვალების მიზეზით დაეცნენ და დაიღუპნენ "სვეტნი სულიერნი". დავითმა, როცა არ დაიცვა თვალი, მკვლელობა ჩაიდინა და მრუშ...
მაცხოვარმა ამქვეყნად დანერგა სასუფეველი და ქრისტიანებს მისი გავრცელება, გაძლიერება და განმტკიცება მოგვანდო. ვინც ამ საქმეს სიტყვითა და საქმით შეეწევა, ის მეგობარია ქრისტესი, რადგან მის საქმეს აღასრულებს, ხოლო ვინც უზნეო საქციელით ...
იხილეთ სრულად
მაცხოვარმა ამქვეყნად დანერგა სასუფეველი და ქრისტიანებს მისი გავრცელება, გაძლიერება და განმტკიცება მოგვანდო. ვინც ამ საქმეს სიტყვითა და საქმით შეეწევა, ის მეგობარია ქრისტესი, რადგან მის საქმეს აღასრულებს, ხოლო ვინც უზნეო საქციელით ძმას აბრკოლებს - ქრისტეს მტერი, მისი სასუფეველი მაოხრებელია. ღმერთმა ქრისტიანებს უმაღლესი პატივი - იმის სასუფევლის მოქალაქობა მოგვცა, ამიტომ დიდი სიფრთხილეც გვმართებს, რომ იგი ჩვენი უღირსებით არ დავკარგოთ.
ადამიანს მარადისობის შეგრძნების, ერთგვარად მისი გულისხმიერი ჭვრეტის უნარი აქვს მიცემული. ცოდვამ ადამიანს გულის თვალი დაუხუჭა. მან შეწყვიტა სულიერი სამყაროს უშუალო ჭვრეტა, შეწყვიტა მისი რეალურობის შეგრძნება. ხორციელ ადამიანს სიკვდი...
იხილეთ სრულად
ადამიანს მარადისობის შეგრძნების, ერთგვარად მისი გულისხმიერი ჭვრეტის უნარი აქვს მიცემული. ცოდვამ ადამიანს გულის თვალი დაუხუჭა. მან შეწყვიტა სულიერი სამყაროს უშუალო ჭვრეტა, შეწყვიტა მისი რეალურობის შეგრძნება. ხორციელ ადამიანს სიკვდილის წარმოდგენა მხოლოდ გარკვეული სახეებით შეუძლია ისე, რომ მას, როგორც საიდუმლოს, ვერ შეიგრძნობს, შეუძლია იმსჯელოს მარადისობაზე, ვით მისთვის შორეულსა და უცნობზე.
ზოგიერთი ქრისტიანი შეცდომით ფიქრობს, რომ სასუფეველი ღმრთისა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, ცათა შინა არსებობს. მაგრამ კაცთა შორის სასუფეველი ცათა ამქვეყნადვე იწყება; ესაა უხილავი, შინაგანი ცხოვრება კაცისა, როცა იგი თავის გულს სახარები...
იხილეთ სრულად
ზოგიერთი ქრისტიანი შეცდომით ფიქრობს, რომ სასუფეველი ღმრთისა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, ცათა შინა არსებობს. მაგრამ კაცთა შორის სასუფეველი ცათა ამქვეყნადვე იწყება; ესაა უხილავი, შინაგანი ცხოვრება კაცისა, როცა იგი თავის გულს სახარების სიმართლეს დაუმორჩილებს და ცხოვრებას მაცხოვრის მცნებათა მიხედვით ატარებს.
დრო ძვირფასია, მაგრამ რაოდენ ფუქსავატური დამოკიდებულება აქვთ მისდამი, როგორ ნაკლებად აფასებენ მას? - "როდესაც თქვენი ღვინო ილევა, მწუხარენი ხართ, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - ხოლო როდესაც კარგავთ დროს - მხიარულდებით!"
სასუფეველი როგორც კაცის სულსა და გულში, ისე მის გარეგნულ საქმეებშიცაა. სასუფეველი თავად ადამიანში იმაში მდგომარეობს, რომ იგი ღმრთის ხატი და მსგავსია. მართალია, ცოდვამ დიდად იმოქმედა ადამიანის ბუნებაზე, მაგრამ კვალი იმისა, რომ იგი ...
იხილეთ სრულად
სასუფეველი როგორც კაცის სულსა და გულში, ისე მის გარეგნულ საქმეებშიცაა. სასუფეველი თავად ადამიანში იმაში მდგომარეობს, რომ იგი ღმრთის ხატი და მსგავსია. მართალია, ცოდვამ დიდად იმოქმედა ადამიანის ბუნებაზე, მაგრამ კვალი იმისა, რომ იგი ღმრთის ხატებაა, თვით ყველაზე ცოდვილშიც კი არსებობს. კაცმა პირველ რიგში სასუფევლი საკუთარ სულსა და გულში უნდა ეძებოს იმ საღმრთო გახსენების აღორძინებით, რომელიც მას უფალმა შთაუნერგა. ანუ სუსტი გრძნობა სიმართლისა, ვითარცა მ...
სასუფეველი ღმრთისა სულიწმიდით სიხარულია. მართალია, კაცი თავისი უღირსებისა და ცოდვისთვის ყოველთვის უნდა სწუხდეს და ტიროდეს, მაგრამ სულიწმიდის მიერ სიხარული არათუ სულიერი მწუხარების, სინანულსა და შემუსვრილების წინააღმდეგი, არამედ უშ...
იხილეთ სრულად
სასუფეველი ღმრთისა სულიწმიდით სიხარულია. მართალია, კაცი თავისი უღირსებისა და ცოდვისთვის ყოველთვის უნდა სწუხდეს და ტიროდეს, მაგრამ სულიწმიდის მიერ სიხარული არათუ სულიერი მწუხარების, სინანულსა და შემუსვრილების წინააღმდეგი, არამედ უშუალოდ მათი ნაყოფია. სულიწმიდის მიერ სიხარული მხოლოდ იმ კაცს გაუჩნდება გულში, რომელმაც თავისი სული ყოველ ბიწიერებისაგან მწუხარებითა და ცრემლით განბანა და ამით იესო ქრისტეს სიმართლე, ანუ განმართლება მიიღო და ღმერთსა და თავ...