რამდენადაც არაფერია სიყვარულზე აღმატებული, ასევე არაფერია მძვინვარებასა და მრისხანებაზე უარესი. სჯობს უგულებელვყოთ სასარგებლო და აუცილებელი, რათა მრისხანებას გავექცეთ. ასევე უმჯობესია მივიღოთ და გადავიტანოთ ყველანაირი უსიამოვნება ...
იხილეთ სრულად
რამდენადაც არაფერია სიყვარულზე აღმატებული, ასევე არაფერია მძვინვარებასა და მრისხანებაზე უარესი. სჯობს უგულებელვყოთ სასარგებლო და აუცილებელი, რათა მრისხანებას გავექცეთ. ასევე უმჯობესია მივიღოთ და გადავიტანოთ ყველანაირი უსიამოვნება იმისათვის, რომ სიყვარულისა და მშვიდობის სიწყნარე შევინარჩუნოთ; რადგან არაფერია მრისხანებასა და მწუხარებაზე უფრო დამღუპველი და სიყვარულზე უფრო სასარგებლლო.
ვინც მრისხანებას მიეცემა, იგი საკუთარი თავისაგან ქმნის სხვებისათვის ფრიად არასასიამოვნო სანახაობას. შეხედეთ მრისხანე ადამიანს: მისი სისხლი დუღს, თვალები უელავს და ანათებს რაღაც დამანგრეველი ცეცხლით; ხმის ბგერები არაბუნებრივი აქვს,...
იხილეთ სრულად
ვინც მრისხანებას მიეცემა, იგი საკუთარი თავისაგან ქმნის სხვებისათვის ფრიად არასასიამოვნო სანახაობას. შეხედეთ მრისხანე ადამიანს: მისი სისხლი დუღს, თვალები უელავს და ანათებს რაღაც დამანგრეველი ცეცხლით; ხმის ბგერები არაბუნებრივი აქვს, მეტყველება უწყდება, მთელი სახე თითქმის მობრეცილი აქვს. სწორად ბრძანა ბრძენმა: "მრისხანე კაცი უგუნურია" (იგავნ. 11,25).
ნურასოდეს გაარტყამ შენზე პატარას, სუსტია და დაიჩაგრება. ნურასოდეს შეებრძოლები შენზე დიდს, ძლიერია და გაგთელავს. ჯერ შენს სულს შეებრძოლე და იმ ორივეს, სუსტს და ძლიერს დაამარცხებ, გამარჯვებული გამოხვალ და ღვთის წინაშე გამართლდები.
მრისხანე ხარ? შენი ცოდვების მიმართ იყავი მრისხანე, სცემე შენს სულს, ჰგვემე შენი სინდისი, იყავი მკაცრი მსაჯული და მრისხანე მტანჯველი შენი საკუთარი ცოდვებისა - აი, მრისხანების სარგებელი, ამისთვის დანერგა იგი ღმერთმა ჩვენში.
მრისხანების მიზეზებია მიცემა და მოღება, თვითნებობა, სიყვარული მოძღვრობისა და მასწავლებლობისა, თავისი თავის ბრძნად და მეცნიერად შერაცხვა. ვინც ამას მოიკვეთს, მოუძლურდება ასევე ვნება მრისხანებისაც.
რა გამართლებას მოუნახავთ საკუთარ თავს სინდისის სამსჯავროს წინაშე, როდესაც ლომი, შესაძლოა გარკვეული აზრით, ადამიანად აქციოთ, თვითონ კი ადამიანისაგან მოურჯულებელ ლომად გარდაიქმნებით?
რისხვა თავისთავად ბუნებრივია. როგორც ნერვები სხეულში, ისე რისხვა - სულის ნერვია და მისით თითოეული ადამიანი უნდა სარგებლობდეს დემონების, ერეტიკოსთა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დამარკოლებელია ღმრთის გზაზე. მაგრამ, თუკი ერთსულოვა...
იხილეთ სრულად
რისხვა თავისთავად ბუნებრივია. როგორც ნერვები სხეულში, ისე რისხვა - სულის ნერვია და მისით თითოეული ადამიანი უნდა სარგებლობდეს დემონების, ერეტიკოსთა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დამარკოლებელია ღმრთის გზაზე. მაგრამ, თუკი ერთსულოვან ძმებზე მრიხსხანებ და წონასწორობადაკარგული შენსავე ნახელავს ანგრევ, იცოდე, რომ ცუდმედიდობით ხარ ავად და სულის ნერვს ბოროტად იყენებ. ხოლო მისგან განთავისუფლება შესაძლებელია ყველას მიმართ სიყვარულითა და ჭეშმარიტი სიმდაბლი...