ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანია ღმერთთან ურთიერთობა. "სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს" (ლკ. 17.21), - თქვა უფალმა. ამ ანგელოზთა ხვედრს - სასუფეველს, საკუთარ თავს თვითონვე ვპარავთ. ჩვენი ცხოვრება გამუდმებული პარვაა დროისა...
იხილეთ სრულად
ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანია ღმერთთან ურთიერთობა. "სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს" (ლკ. 17.21), - თქვა უფალმა. ამ ანგელოზთა ხვედრს - სასუფეველს, საკუთარ თავს თვითონვე ვპარავთ. ჩვენი ცხოვრება გამუდმებული პარვაა დროისა, როცა მარადისობის მოპოვება იქნებოდა შესაძლებელი; საკუთარი სულისაგან მისი მოპარვაა ჩვენი ვნებების დაკმაყოფილებისათვის, ამაო საქმეებისათვის და კიდევ უფრო ამაო საუბრებისათვის
მთელი ასკეტიკის საფუძველი გულის განწმედაა იმისათვის, რათა მასში უფალი გამეფდეს. მეათე მცნება ლაპარაკობს იმაზე, რომ ადამიანმა სხვისი არ უნდა ისურვოს. ის, რაც მას არ ეკუთვნის, მაგრამ უმაღლესი, საკრალური მნიშვნელობით ყოველივე იმის ნდ...
იხილეთ სრულად
მთელი ასკეტიკის საფუძველი გულის განწმედაა იმისათვის, რათა მასში უფალი გამეფდეს. მეათე მცნება ლაპარაკობს იმაზე, რომ ადამიანმა სხვისი არ უნდა ისურვოს. ის, რაც მას არ ეკუთვნის, მაგრამ უმაღლესი, საკრალური მნიშვნელობით ყოველივე იმის ნდომას კრძალავს, რაც ადამიანის სულისათვის უცხოა - ვნებიან ნდომას ნივთიერის, წარმავალის, ხრწნისა და სიკვდილისათვის განწირულისა.
მეცხრე მცნება. უფრო ღრმად და ზუსტად ის ასე ჟღერს: "არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა". მცნების პირდაპირი მნიშვნელობაა: არა თქვა სიცრუე შეგნებულად, ადამიანის სახელის გატეხის მიზნით, არ იცრუო სასამართლოზე, ცრუ ხმები...
იხილეთ სრულად
მეცხრე მცნება. უფრო ღრმად და ზუსტად ის ასე ჟღერს: "არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა". მცნების პირდაპირი მნიშვნელობაა: არა თქვა სიცრუე შეგნებულად, ადამიანის სახელის გატეხის მიზნით, არ იცრუო სასამართლოზე, ცრუ ხმები საიდუმლოდ არ გაავრცელო, არ გადააქციო შენი ენა ადამიანთა მომწყვლელ გველის ენად".
თუმცაღა მდგომარეობა მდიდართა მდგომარეობისაგან გლახაკთასა, ხილულითა ამით თვალითა ფრიად განსხვავებულ არს, გარნა მყოობადობასა შინა საუკუნესა, მიხვედრისამებრ წინასწარი მცნებელობისა ღვთისა მდგომარეობა ორთავე ერთ არს.
(ფონი 48): ...
იხილეთ სრულად
თუმცაღა მდგომარეობა მდიდართა მდგომარეობისაგან გლახაკთასა, ხილულითა ამით თვალითა ფრიად განსხვავებულ არს, გარნა მყოობადობასა შინა საუკუნესა, მიხვედრისამებრ წინასწარი მცნებელობისა ღვთისა მდგომარეობა ორთავე ერთ არს.
(ფონი 48): "ერთბაშად მდიდარნი და გლახაკნი". ღმერთმან ერთსა ზედა გზასა დაადგინა მდიდარი, ხოლო მეორესა ზედა გლახაკი: მდიდარი დაადგინა გზასა ზედა ფართოსა, მშვენიერსა და დიდებულსა, ხოლო გლახაკი იწროებითსა და მდაბალსა გარნა ნებავს ღმერთსა რათ...
კარგია, თუ მთავარ მცნებას დავიცავთ, არც სახელდობრ ვიზრუნებთ და არც სახელდობრ ვილოცებთ რაიმეზე, არამედ მხოლოდ ღვთის სასუფეველსა და სიტყვას ვეძიებთ. და თუ ჯერ კიდევ ვზრუნავთ ყოველ მოთხოვნილებაზე, მაშინ თითოეულისთვის უნდა ვილოცოთ, რა...
იხილეთ სრულად
კარგია, თუ მთავარ მცნებას დავიცავთ, არც სახელდობრ ვიზრუნებთ და არც სახელდობრ ვილოცებთ რაიმეზე, არამედ მხოლოდ ღვთის სასუფეველსა და სიტყვას ვეძიებთ. და თუ ჯერ კიდევ ვზრუნავთ ყოველ მოთხოვნილებაზე, მაშინ თითოეულისთვის უნდა ვილოცოთ, რამეთუ ვინც ლოცვის გარეშე აკეთებს ან ზრუნავს რამეზე, ის წარმატებას ვერ აღწევს საქმის ბოლოს. ამაზე თქვა უფალმა: "რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15.5).
მოძღვარო, რომელია სჯულის მთავარი მცნება?
ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარედეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით.
ეს არის პირველი და მთავარი მცნება.
და მეორე, ამისი მსგავსი:...
იხილეთ სრულად
მოძღვარო, რომელია სჯულის მთავარი მცნება?
ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარედეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით.
ეს არის პირველი და მთავარი მცნება.
და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
თ. 21-22
ისინი, ვინც ქრისტეს მცნებების მოვალედ არ მიიჩნევენ თავს, საღვთო სჯულს მხოლოდ ხორციელად კითხულობენ: "არა იცოდეს რასა იგი იტყვიან, არცა ვიეთთათვის დაამტკიცებენ" (1 ტიმოთე 1,8); აი, ამიტომაც ფიქრობენ, რომ საქმეებით აღასრულებენ მას.
ზოგიერთები მცნებებს არ ასრულებენ და თავს მართლმორწმუნეებად მიიჩნევენ; ზოგიერთები კი ასრულებენ და ცათა სასუფეველს, როგორც სათანადო საზღაურს, ისე მოელიან; მაგრამ ერთნიცა და მეორენიც ცოდავენ ჭეშმარიტების წინაშე.