მწუხარებასა და მეტადრე ტირილს დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი კაცის თვისებასა და ხასიათს უნებურად გამოხატავს. სუსტი, სულმოკლე და უხასიათო კაცი ყოველ მცირე მიზეზზე დედაკაცივით ტირის. ხანდახან მწუხარება ცუდ გუნებასა და ხასიათს მოასწავებს...
იხილეთ სრულად
მწუხარებასა და მეტადრე ტირილს დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი კაცის თვისებასა და ხასიათს უნებურად გამოხატავს. სუსტი, სულმოკლე და უხასიათო კაცი ყოველ მცირე მიზეზზე დედაკაცივით ტირის. ხანდახან მწუხარება ცუდ გუნებასა და ხასიათს მოასწავებს. კაცი შეიძლება ხშირად წუხდეს და თითქმის ტიროდეს კიდეც იმის გამო, რომ შურიანია და რომელიმე თავისი მოყვასის წარმატება და წინსვლა სწყინს. შურიანი კაცის გული მაშინ იტანჯება და განიხერხება, როდესაც სხვის ბედნიერებას და წარმა...
მწუხარება სულის საშიში დაავადებაა! მას სულის საერთოდ მოკვდინება ძალუძს. ასეთ მწუხარებას ეკლესია მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს, რამეთუ მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ორი სახის მწუხარება: მწუხარება ღვთის გულისათვის, ცხონებ...
იხილეთ სრულად
მწუხარება სულის საშიში დაავადებაა! მას სულის საერთოდ მოკვდინება ძალუძს. ასეთ მწუხარებას ეკლესია მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს, რამეთუ მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ორი სახის მწუხარება: მწუხარება ღვთის გულისათვის, ცხონებისათვის სინანულს ბადებს და მწუხარება მიწიერი, რომელიც ბადებს სიკვდილს.
მეტად საცოდავია ის, ვინც ბევრს სცოდავს და აქვე მადლიერებით არ დაითმენს მწუხარებას, რომელიც ცოდვათა გამო მოევლინა, არამედ, მუდამ სურს, რომ ყოველივე მისი სურვილით ხდებოდეს. იცოდე, რომ ამგვარი კაცი, თუმცა კი არ სურს, მაინც დაიტანჯება...
იხილეთ სრულად
მეტად საცოდავია ის, ვინც ბევრს სცოდავს და აქვე მადლიერებით არ დაითმენს მწუხარებას, რომელიც ცოდვათა გამო მოევლინა, არამედ, მუდამ სურს, რომ ყოველივე მისი სურვილით ხდებოდეს. იცოდე, რომ ამგვარი კაცი, თუმცა კი არ სურს, მაინც დაიტანჯება მომავალ ცხოვრებაში.
თუ ლოცვას, მარხვას და სიწმიდეს შევაერთებთ, მაგრამ სიმდაბლეს დავაკლებთ, ყოველივე მალე განქარდება. თვით ზეციერნი ანგელოზნი, ოდეს სიმდაბლე დაჰკარგეს, დაეცნენ და ჯოჯოხეთში შთაცვივდნენ.
სიმდაბლე კაცის ცნობიერებისათვის ის არის, რაც ფესვი მცენარისათვის. თუ მცენარეს მთელი და მაგარი ფესვი აქვს, მისი რტოები მრავალგზის რომ მოჰკაფონ, ახალ რტოებს მაინც გამოიღებს. მსგავსადვე, თუ კაცს სულში მტკიცე სიმდაბლე აქვს, რაგინდ მრა...
იხილეთ სრულად
სიმდაბლე კაცის ცნობიერებისათვის ის არის, რაც ფესვი მცენარისათვის. თუ მცენარეს მთელი და მაგარი ფესვი აქვს, მისი რტოები მრავალგზის რომ მოჰკაფონ, ახალ რტოებს მაინც გამოიღებს. მსგავსადვე, თუ კაცს სულში მტკიცე სიმდაბლე აქვს, რაგინდ მრავალი ჭირი და განსაცდელი ეწიოს, იგი არ წარწყმდება.
ნუ დავმწუხრდებით მაშინ, როდესაც ცოდვით ვეცემით, არამედ ვიმწუხაროთ მაშინ, როდესაც ვრჩებით ცოდვაში, რადგან ეცემიან თვით სრულყოფილნიც, ხოლო ცოდვაში გამედგრება (ცოდვაში დარჩენა) - არის სრული სიკვდილი. წუხილი, რასაც დაცემის გამო განვიც...
იხილეთ სრულად
ნუ დავმწუხრდებით მაშინ, როდესაც ცოდვით ვეცემით, არამედ ვიმწუხაროთ მაშინ, როდესაც ვრჩებით ცოდვაში, რადგან ეცემიან თვით სრულყოფილნიც, ხოლო ცოდვაში გამედგრება (ცოდვაში დარჩენა) - არის სრული სიკვდილი. წუხილი, რასაც დაცემის გამო განვიცდით, მადლის მეოხებით ღვაწლად შეგვერაცხება.