ნეტარია ის, ვისაც მარადის თვალთა წინაშე აქვს ამქვეყნიდან თავისი განსვლის მომავალი დღე და ვისაც მანამდე მოუძაგია ამპარტავნება, სანამ ჩვენი ბუნებითი სიკნინე საფლავში გახრწნით გაცხადდებოდეს.
უფალი ნეტარებად ხმობს არა რაიმეს ცოდნას ღმერთის შესახებ, არამედ თვით ღმერთის შეძენას ადამიანის მიერ საკუთარ არსებაში, ანუ ღმერთით აღვსებასა და შემოსვას, რასაც წმიდანნი აღწევენ.
აგრეთვე ქალებიც დაემორჩილენით ქმრებს, რათა ზოგი მათგანი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, თავიანთი ცოლების ცხოვრებით შეძენილ იქნენ (ქრისტეს რწმენაში) სიტყვის გარეშე, როცა იხილავენ თქვენს უბიწო, ღმრთისმოშიშ ცხოვრებას.
დაე, ...
იხილეთ სრულად
აგრეთვე ქალებიც დაემორჩილენით ქმრებს, რათა ზოგი მათგანი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, თავიანთი ცოლების ცხოვრებით შეძენილ იქნენ (ქრისტეს რწმენაში) სიტყვის გარეშე, როცა იხილავენ თქვენს უბიწო, ღმრთისმოშიშ ცხოვრებას.
დაე, თქვენი სამშვენისი იყოს არა გარეგნული თმაწნულობა, არა ოქროს სამკაული, არა სამოსის მორთულობა და მოკაზმულობა,
არამედ დაფარული გულის კაცი, თვინიერი და მშვიდი სულის უხრწნელი მშვენებით, რაც ყველაზე ძვირფასია ღმერთის წინაშე.
ასევე ...
ავი ცოლი ხარის მორყეული უღელია, მის დამჭერს გინდა მორიელი შეუპყრია.
დიდი ჯავრია ლოთი ცოლი, ვერ დაფარავს იგი თავის აუგს.
ქალის მრუშობა თვალთა ზეაპყრობით და მისი წამწამებით გამოიცნობა.
თავნება ქალიშვილს დარაჯი მიუჩ...
იხილეთ სრულად
ავი ცოლი ხარის მორყეული უღელია, მის დამჭერს გინდა მორიელი შეუპყრია.
დიდი ჯავრია ლოთი ცოლი, ვერ დაფარავს იგი თავის აუგს.
ქალის მრუშობა თვალთა ზეაპყრობით და მისი წამწამებით გამოიცნობა.
თავნება ქალიშვილს დარაჯი მიუჩინე, თავი არ აიშვას თავისდა საზიანოდ.
მოერიდე უტიფარ თვალს და ნუ გაიკვირვებ, თუკი შესცოდავს შენს წინააღმდეგ.
როგორც მწყურვალი მგზავრი აღებს პირს და ახლო-მახლო ყველა წყალს ეწაფება, ასე დაჯდება იგი ყოველი პალოს წინ და ისრისთვის გააღებს კაპა...
შენივე ეგოისტური მიდრეკილებების გამო ხშირად ის გინდა და იმას აკეთებ, რაც სათნო არ არის ღმრთისათვის და ავის მომტანია შენი მოყვასისათვის. ამავე დროს შენ ისიც იცი, რომ სათნოებანი აუცილებელია სხვა ადამიანებთან ურთიერთობების მოსაწესრიგ...
იხილეთ სრულად
შენივე ეგოისტური მიდრეკილებების გამო ხშირად ის გინდა და იმას აკეთებ, რაც სათნო არ არის ღმრთისათვის და ავის მომტანია შენი მოყვასისათვის. ამავე დროს შენ ისიც იცი, რომ სათნოებანი აუცილებელია სხვა ადამიანებთან ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, სთნო ქცევების გარეშე არავინ არ მოგენდობა და შენც იწყებ საკუთარი სინდისის მოტყუებას, სათნოებათა ნიღბების შერჩევას. ზოგნი გულდაგულ ფუთავენ ხოლმე საკუთარ სინდისს, რომ მისი ხმა ყრუდ ან სულაც აღარ ისმოდეს, მტკივნეულად ...
ყოველი კაცის მსაჯული - საკუთარი სინდისია. სინდისი გეტყვის, რას იმსახურებ, ან კიდევ ესა თუ ის განსაცდელი რომელი კონკრეტული ცოდვის გამო გეწვია. აღსარებაზე მიმავალს სინდისი გეტყვის, ხარ თუ არა მზად, ან რა გულით მიდიხარ. ღმერთს ჩვენი ...
იხილეთ სრულად
ყოველი კაცის მსაჯული - საკუთარი სინდისია. სინდისი გეტყვის, რას იმსახურებ, ან კიდევ ესა თუ ის განსაცდელი რომელი კონკრეტული ცოდვის გამო გეწვია. აღსარებაზე მიმავალს სინდისი გეტყვის, ხარ თუ არა მზად, ან რა გულით მიდიხარ. ღმერთს ჩვენი დასჯა კი არ უხარია, ეს ჩვენ გვჭირდება. უსამართლკობაზე რომ გვსჯის, ე.ი. მისიანები ვართ, თორემ ღმერთი არ დაგვსჯიდა, გვაცლიდა და ბოლოს საუკუნო სატანჯველს მიგვცემდა... "ის, ვინც ცოდვის გამო არ ისჯება, ამბობს წმ. იოანე ოქროპ...
მარტო სინდისზე დაყრდნობა, თუნდაც ყური უგდოს ურწმუნომ მის ხმას(რადგან უაზრო იქნებოდა ეს ყურისგდება ურწმუნოს ხედვით) მაინც სახიფათოა ზნეობის მუშაკისათვის. საზოგადოდ, სინიდისის ცნება ბუნდოვანია, რადგან მას აუძლურებს თითოეული ადამიანი...
იხილეთ სრულად
მარტო სინდისზე დაყრდნობა, თუნდაც ყური უგდოს ურწმუნომ მის ხმას(რადგან უაზრო იქნებოდა ეს ყურისგდება ურწმუნოს ხედვით) მაინც სახიფათოა ზნეობის მუშაკისათვის. საზოგადოდ, სინიდისის ცნება ბუნდოვანია, რადგან მას აუძლურებს თითოეული ადამიანის კერძო პირობები, აღზრდა, სმენა, მსჯელობა, რომელთა ზეგავლენას ეკუთვნის სინიდისის ან განეთლება ან დაბნელება. ამგვარად, საერთო ნიადაგი არა აქვს სინიდისის ძალით მოქალაქეობის საამქვეყნო საპატიოთაც.
დღეში ერთხელ მაინც უნდა ჩახედოს კაცმა იმ სარკეს, რომელიც უხილავად ყოველთვის მასთანაა და რომელსაც სინდისი ეწოდება. თუ გონივრულად ჩაიხედავს ამ სარკეში, დაინახავს, რაოდენი ჩირქი დაედო მას დღის განმავლობაში; ამისთვის ორჯერ მაინც დღეში...
იხილეთ სრულად
დღეში ერთხელ მაინც უნდა ჩახედოს კაცმა იმ სარკეს, რომელიც უხილავად ყოველთვის მასთანაა და რომელსაც სინდისი ეწოდება. თუ გონივრულად ჩაიხედავს ამ სარკეში, დაინახავს, რაოდენი ჩირქი დაედო მას დღის განმავლობაში; ამისთვის ორჯერ მაინც დღეში, დილით და საღამოს, თვისი სული ლოცვით, ცრემლითა და სინანულით უნდა განბანოს
ბავშვებს ისე უნდა მოექცეთ, როგორც კვიცებს: ხან უნდა მოჭიმოთ სადავე, ხან კი მოადუნოთ. როცა კვიცი ტლინკებს ჰყრის, მთლიანად არ უნდა გაუშვათ იგი, მხოლოდ ოდნავ მოუშვით სადავეები, არა და დაწყვეტს მათ. როდესაც კვიცი მშვიდად არის, მაშინ მ...
იხილეთ სრულად
ბავშვებს ისე უნდა მოექცეთ, როგორც კვიცებს: ხან უნდა მოჭიმოთ სადავე, ხან კი მოადუნოთ. როცა კვიცი ტლინკებს ჰყრის, მთლიანად არ უნდა გაუშვათ იგი, მხოლოდ ოდნავ მოუშვით სადავეები, არა და დაწყვეტს მათ. როდესაც კვიცი მშვიდად არის, მაშინ მოჭიმეთ სადავე და წაიყვანეთ, სადაც გსურთ.