სადა უცოდველი სიყვარული არს, მუნ ეშმაკისა მანქანება უხმარ იქმნების; სადა წმიდა სიყვარული არს, მუნ სატანას საცთური განქარდების; სადა პატიოსანი სიყვარული არს, მუნ ბელიერისა მზაკვრება ვერა დაადგრების; სადა სრული სიყვარული არს, მუნ ჯო...
იხილეთ სრულად
სადა უცოდველი სიყვარული არს, მუნ ეშმაკისა მანქანება უხმარ იქმნების; სადა წმიდა სიყვარული არს, მუნ სატანას საცთური განქარდების; სადა პატიოსანი სიყვარული არს, მუნ ბელიერისა მზაკვრება ვერა დაადგრების; სადა სრული სიყვარული არს, მუნ ჯოჯოხეთისა სახელი აღიხოცების, არამედ ანგელოზთა ზეცისათა მოიცვიან, მთავარანგელოზთაგან მოიზღუდვიან, სერობინთაგან შეიჭურვიან, ქერობინთაგან შეითვისებიან, ზეციერნი განემზადებიან, სასუფეველი კარს განუღებს, სიყვარულის მქადაგებელნ...
სადაც სურვილია დატკბობისა, იქ სიყვარული არ არის; სიყვარული ტანჯვაა; "ტანჯვაა ვალი და სხვერპლი უზომო სიყვარულისა" - ამბბს ერთი ჩვენი ქართველი პოეტი. მართალიც არი!.. სიყვარულში თვითონ სიყვარული უნდა ეძებოს კაცმა, სიყვარულში თვით სიყ...
იხილეთ სრულად
სადაც სურვილია დატკბობისა, იქ სიყვარული არ არის; სიყვარული ტანჯვაა; "ტანჯვაა ვალი და სხვერპლი უზომო სიყვარულისა" - ამბბს ერთი ჩვენი ქართველი პოეტი. მართალიც არი!.. სიყვარულში თვითონ სიყვარული უნდა ეძებოს კაცმა, სიყვარულში თვით სიყვარული უნდა უყვარდეს სიყვარულისთვის კაცსა და არა რაიმე სურვილისათვის. სადაც გამოერევა ადამიანის "მე", იქ უთუოდ უნებლიეთ წარმოსდეგა მონებაცა ერთის მეორეზედ. უფრო უძლურმა უნდა დაუთმოს უფრო ძლიერსა, იქ იქნება დესპოტობა, მონ...
ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში.
ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა.
ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა.
...
იხილეთ სრულად
ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში.
ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა.
ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა.
ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა.
ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა; ჟამი მიჯნურთა პაემანისა და ჟამი მათი გაყრისა.
ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გაფლანგვისა.
ჟამი ...
თვით დროსაც თავისი დასაბამი სამყაროს შექმნიდან მიეცა, მანამდე იყო მარადისობა. წმინდა წერილიც ამას ამბობს: "... რომლისაგანცა (ძისა თვისისა მიერ) შექმნა საუკუნენი" (ებრ. 1,2). აქ სიტყვა "საუკუნენი" აღნიშნავს "დროს". მაშასადამე, შეიძ...
იხილეთ სრულად
თვით დროსაც თავისი დასაბამი სამყაროს შექმნიდან მიეცა, მანამდე იყო მარადისობა. წმინდა წერილიც ამას ამბობს: "... რომლისაგანცა (ძისა თვისისა მიერ) შექმნა საუკუნენი" (ებრ. 1,2). აქ სიტყვა "საუკუნენი" აღნიშნავს "დროს". მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ სამყარო და დრო ერთდროულად შეიქმნა
რა არის სინამდვილეში სიყვარული? სიყვარული არის სრული თავგანწირვა, როცა შეგიძლია სისხლი დაღვარო იმისთვის, ვინც გიყვარს. სხვაგვარად სიყვარული არ არსებობს, მით უფრო ღმრთისადმი სიყვარული, და მოყვასისადმი სიყვარულიც. ნებისმიერი დიდი სა...
იხილეთ სრულად
რა არის სინამდვილეში სიყვარული? სიყვარული არის სრული თავგანწირვა, როცა შეგიძლია სისხლი დაღვარო იმისთვის, ვინც გიყვარს. სხვაგვარად სიყვარული არ არსებობს, მით უფრო ღმრთისადმი სიყვარული, და მოყვასისადმი სიყვარულიც. ნებისმიერი დიდი საქმე თავგანწირვას მოითხოვს.