ისინი, რომელთაც ურჯულოდ სცოდეს, ურჯულოდვე წარწყმდებიან; ხოლო რომელთაც რჯულით სცოდეს, რჯულითვე განისჯებიან.
იმიტომ, რომ რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთის წინაშე, არამედ რჯულის აღმსრულებელნი გამართლდებიან.
თ....
იხილეთ სრულად
ისინი, რომელთაც ურჯულოდ სცოდეს, ურჯულოდვე წარწყმდებიან; ხოლო რომელთაც რჯულით სცოდეს, რჯულითვე განისჯებიან.
იმიტომ, რომ რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთის წინაშე, არამედ რჯულის აღმსრულებელნი გამართლდებიან.
თ. 1-2
რომაელთა მიმართ ეპისტოლე პავლე მოციქულისა
სიყვარული სულგრძელი და ტკბილია, მას არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ამპარტავნობს, არ ჩაიდენს უწესობას, არ ეძიებს თავისას, არ განრისხდება, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტებისაკენ ისწრაფვის, ყველაფერს იტანს, ყვე...
იხილეთ სრულად
სიყვარული სულგრძელი და ტკბილია, მას არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ამპარტავნობს, არ ჩაიდენს უწესობას, არ ეძიებს თავისას, არ განრისხდება, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტებისაკენ ისწრაფვის, ყველაფერს იტანს, ყველას უჯერებს, ყველას იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. - ესაა ნამდვილი სიყვარული. ამაშია ადამიანის ბედნიერება. მთავარია სიყვარული, მაგრამ ამაზე უფრო მთავარია, თუ როგორ ვისწავლოთ ეს სიყვარული. ესე იგი, თავი თუ არ დავიმდაბლეთ, ...
სიყვარული მისას არ ეძიებს. ვინც მოყვასისადმი ჭეშმარიტ სიყვარულს განიცდის, ის საზოგადო კეთილდღეობაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე თავის პირადოვნულზე; იგი ჯანს და სიცოცხლეს თვისას არ ზოგავს, ოღონდაც კი მისი მოყვასი მშვიდობიანად ცხოვრობდეს, უ...
იხილეთ სრულად
სიყვარული მისას არ ეძიებს. ვინც მოყვასისადმი ჭეშმარიტ სიყვარულს განიცდის, ის საზოგადო კეთილდღეობაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე თავის პირადოვნულზე; იგი ჯანს და სიცოცხლეს თვისას არ ზოგავს, ოღონდაც კი მისი მოყვასი მშვიდობიანად ცხოვრობდეს, უშიშრად, საფთხეში არ ჩავარდეს და არ დაიღუპოს. ამრიგად, კეთილი მწყემსი სულს არ იზოგავს თვისას ცხოვართა მისთათვის; გმირი მხედარი სიცოცხლეს არ იშურავს სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის; კეთილმოსურნე უფროსი მუდამ იმაზე ფიქრობს ...
სიყვარული მოწყალეა, გულშემატკივარი, მოყვასის მოყვარული, როდესაც მას გაჭირვებულ მდგომარეობაში დაინახავს, ვერ დარჩება მის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში, არამედ ცდილობს, რათა სრული თანაგრძნობა აღმოუჩინოს მას, ცხოველი მონაწილე გახდე...
იხილეთ სრულად
სიყვარული მოწყალეა, გულშემატკივარი, მოყვასის მოყვარული, როდესაც მას გაჭირვებულ მდგომარეობაში დაინახავს, ვერ დარჩება მის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში, არამედ ცდილობს, რათა სრული თანაგრძნობა აღმოუჩინოს მას, ცხოველი მონაწილე გახდეს მისი უბედურების: მშიერს ჭმევს, შიშველს აცმევს, თავშეუსაფარს თავშესაფარს აძლევს, ავადმყოფს და საპყრობილეში მყოფს მოინახულებს და ა.შ. უგულებელყოფილი დამოკიდებულების გამოჩენა ჭირში მყოფისადმი ულმობელობის მაჩვენებელია, უად...
გწამდეთ და სასოება იქონიეთ, რომ ცხონდებით იესო ქრისტეს მიერ, მამის ნებით, შენი ცხონების საქმეს კი წარმართავს სულიწმიდა, რომელიც გადმოდის შენზე წმიდა ეკლესიაში საღრმთო საიდუმლოებების მეშვეობით, და რომელიც ამის შემდეგ დაემკვიდრება შ...
იხილეთ სრულად
გწამდეთ და სასოება იქონიეთ, რომ ცხონდებით იესო ქრისტეს მიერ, მამის ნებით, შენი ცხონების საქმეს კი წარმართავს სულიწმიდა, რომელიც გადმოდის შენზე წმიდა ეკლესიაში საღრმთო საიდუმლოებების მეშვეობით, და რომელიც ამის შემდეგ დაემკვიდრება შენს გულში, მუდმივად გასწავლის და განგამტკიცებს ცხონების საქმეში. ხედავ, როგორ ვცხოვნდებით? იესო ქრისტეს მიერ, მამის ნებით და სულიწმიდის მადლით, ეს დაიმარხე გულსა და გონებაში. ასეთი იყოს შენი აღმსარებლობა
სიყვარული ყოველსა თავს იდებს, ვინც მოყვასისადმი სიყვარულით აღსავსეა, ალერსიანია, კეთილმოსურნე და კეთილისყოფად გამზადებულია, როგორც კეთილი, აგრეთვე ბოროტი ადამიანების მიმართ, იგი ზეციურ მამას მიბაძავს, რომელიც თანასწორად ჰფენს თავი...
იხილეთ სრულად
სიყვარული ყოველსა თავს იდებს, ვინც მოყვასისადმი სიყვარულით აღსავსეა, ალერსიანია, კეთილმოსურნე და კეთილისყოფად გამზადებულია, როგორც კეთილი, აგრეთვე ბოროტი ადამიანების მიმართ, იგი ზეციურ მამას მიბაძავს, რომელიც თანასწორად ჰფენს თავის ნათელს, კეთლსაც და ბოროტსაც. ღვთის სიტყვის მიხედვით, ბოროტი ხალხი ღირსია ჩვენი თანაგრძნობისა და არა - სიძულვილისა. მტრისადმი სიყვარული უტყუარი მაჩვენებელია ქრისტეს მიერ ჩვენი სულიერი განათლებისა
რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს.
მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
შიში უფლისა წმიდა არის, მარადიუ...
იხილეთ სრულად
რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს.
მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი - ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ.
სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა.
ფსალმუნნი 17-19