ზღვა მდინარეთა მიერთებით არ ივსება, ვერც ვერცხლისმოყვარე იკმაყოფილებს სურვილს მოგროვილი ფულით; აი, გააორმაგა მან ქონება, მაგრამ ისევ ორჯერ მეტი უნდა და არასოდეს დაანებებს თავს შეძენილის გაორმაგებას, სანამ სიკვდილი არ შეწყვეტს ამ ...
იხილეთ სრულად
ზღვა მდინარეთა მიერთებით არ ივსება, ვერც ვერცხლისმოყვარე იკმაყოფილებს სურვილს მოგროვილი ფულით; აი, გააორმაგა მან ქონება, მაგრამ ისევ ორჯერ მეტი უნდა და არასოდეს დაანებებს თავს შეძენილის გაორმაგებას, სანამ სიკვდილი არ შეწყვეტს ამ უსარგებლო ზრუნვას.
თქვენ გაქვთ მინდორი, ტყე, მდელო, ბაღები, ტბორები და რა? - პატარა მიწის ნაკვეთი, ერთი ნაბიჯი სიფართისა და ექვსი ნაბიჯი სიგრძისა გახდება თქვენი საცხოვრებელი, და ერთი ქვაც საკმარისი იქნება თქვენს დასაცავად.
ვერცხლისმოყვარე კაცი არის თვით უსამართლო, მას არაფერი არ მოუტანია ამქვეყნად და იმდენს ზრუნავს ქვეყნიურ საუნჯეზე, რომ თითქოს ყველაფრის წაღება შეეძლოს ამ ქვეყნიდან.
“მე მწამს, რომ ღმერთი შემეწევა!” _ ამბობენ ზოგიერთები, მაგრამ, ამასთან ერთად, ცდილობენ ფული შეაგროვონ, რათა არაფრის დანაკლისი არ იგრძნონ. ასეთი ადამიანები დასცინიან უფალს, ვინაიდან თავს მიანდობენ არა მას, არამედ - ფულს. თუ ისინი ა...
იხილეთ სრულად
“მე მწამს, რომ ღმერთი შემეწევა!” _ ამბობენ ზოგიერთები, მაგრამ, ამასთან ერთად, ცდილობენ ფული შეაგროვონ, რათა არაფრის დანაკლისი არ იგრძნონ. ასეთი ადამიანები დასცინიან უფალს, ვინაიდან თავს მიანდობენ არა მას, არამედ - ფულს. თუ ისინი არ მიატოვებენ ფულის სიყვარულს და მთელს იმედებს მას მიანდობენ, ვერ შეძლებენ იმედები ღმერთზე დაამყარონ. მე არ ვამბობ, რომ ადამიანებს არანაირი დანაზოგი არ უნდა ჰქონდეს საჭირობისათვის, არა! მაგრამ მთელი სასოება ფულს არ უნდა მ...
ოქროს მოყვარული ვერ გამართლდება და ფულის მადევარს მისივე წყალობით აერევა გზა-კვალი.
მრავალნი დაეცნენ ოქროს გულისთვის და მათსავე თვალწინ მოხდა მათი დამხობა.
იგი შებრკოლების ძელია მისით ატაცებულთათვის და ყოველი უგუნური შ...
იხილეთ სრულად
ოქროს მოყვარული ვერ გამართლდება და ფულის მადევარს მისივე წყალობით აერევა გზა-კვალი.
მრავალნი დაეცნენ ოქროს გულისთვის და მათსავე თვალწინ მოხდა მათი დამხობა.
იგი შებრკოლების ძელია მისით ატაცებულთათვის და ყოველი უგუნური შეიპყრობა მისით.
ბედნიერია მდიდარი, რომელიც უმწიკვლო აღმოჩნდა და რომელიც უკან არ გამოდგომია ოქროს.
ვინ არის იგი? ნეტარად შევრაცხავთ მას, რადგან სასწაულები მოახდინა თავის ხალხში.
ვინ გამოიცადა ოქროთი და მაინც უმწიკვლო დარჩა? იყოს ეს მ...
მდიდარი უფლისაგან ბოძებული სიმდიდრის პატრონი კი არაა, არამედ გამკარგავი და მოურავი, რომელმაც უფალს ბოძებულისთვის თავის დროზე უნდა მიაგოს პასუხი. რამეთუ ამ ქვეყნად არავის არაფერი მოუტანია თან, გარდა შიშველი სხეულისა, და ამიტომ არა...
იხილეთ სრულად
მდიდარი უფლისაგან ბოძებული სიმდიდრის პატრონი კი არაა, არამედ გამკარგავი და მოურავი, რომელმაც უფალს ბოძებულისთვის თავის დროზე უნდა მიაგოს პასუხი. რამეთუ ამ ქვეყნად არავის არაფერი მოუტანია თან, გარდა შიშველი სხეულისა, და ამიტომ არაფერი საკუთარი არ გააჩნია, მაგრამ ყველაფერი რაც არ აქვს, არის ღვთიური სიკეთე.
ჩვენ თავს ვუწოდებთ ქრისტიანს, ე.ი. ჩვენ მივითვისეთ ქრისტე ღმერთის სახელი. მაშასადამე, როცა ჩვენი ცხოვრება კეთილი და წმინდაა, ქრისტეს სისხლი იდიდება ჩვენ შორის, ხოლო უკეთუ ჩვენი ცხოვრება უწმინდურია და ცუდად ვიქცევით, მაშინ ღმრთის ს...
იხილეთ სრულად
ჩვენ თავს ვუწოდებთ ქრისტიანს, ე.ი. ჩვენ მივითვისეთ ქრისტე ღმერთის სახელი. მაშასადამე, როცა ჩვენი ცხოვრება კეთილი და წმინდაა, ქრისტეს სისხლი იდიდება ჩვენ შორის, ხოლო უკეთუ ჩვენი ცხოვრება უწმინდურია და ცუდად ვიქცევით, მაშინ ღმრთის სახელს ვამდაბლებთ