უფალი ითხოვს, რომ ადამიანმა მუდამ აღიაროს თავისი ცოდვები აღსარებით, დაიმდაბლოს თავი თვისი, ბრძნობდეს მორჩილებით და არ კიცხავდეს სხვას, მოინანიოს ყოველდღე ყველა ცოდვა, ნებსითნი და უნებლიეთნი. შესთხოვოს უფალს, რათა მან მოანიჭოს სული...
იხილეთ სრულად
უფალი ითხოვს, რომ ადამიანმა მუდამ აღიაროს თავისი ცოდვები აღსარებით, დაიმდაბლოს თავი თვისი, ბრძნობდეს მორჩილებით და არ კიცხავდეს სხვას, მოინანიოს ყოველდღე ყველა ცოდვა, ნებსითნი და უნებლიეთნი. შესთხოვოს უფალს, რათა მან მოანიჭოს სულიერი ძალა ეშმაკის გამოცნობისა.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის ყოველგვარი სიკეთის თავი, შუაგული და ბოლო. ხოლო სიკეთის რწმუნება თუ ქმნა შეუძლებელია სხვაგვარად, თუ არა ქრისტესა და სულიწმინდაში.
უფალი არ განგვსჯის იმისთვის, რომ ვცოდეთ, რადგან ეს დამახასიათებელია დაცემული, უძლური, შერყვნილი ადამიანური ბუნებისთვის, არამედ განგვსჯის ცოდვების უნანელობისათვის.
უფალს სურს ჩვენი გულების საუკეთესო ნაწილში შევუშვათ იგი, რათა დავუკავშირდეთ იმ მადლს, რომლის შესახებაც სწორედ ახლა ვსაუბრობდით. თუკი აქამდე არ გიყვარდა იგი, როგორც საჭიროა, მაშინ მოვინანიოთ ეს საქციელი, აღმოვფხვრათ ჩვენი დაუდევრობ...
იხილეთ სრულად
უფალს სურს ჩვენი გულების საუკეთესო ნაწილში შევუშვათ იგი, რათა დავუკავშირდეთ იმ მადლს, რომლის შესახებაც სწორედ ახლა ვსაუბრობდით. თუკი აქამდე არ გიყვარდა იგი, როგორც საჭიროა, მაშინ მოვინანიოთ ეს საქციელი, აღმოვფხვრათ ჩვენი დაუდევრობა და ყველაზე ღრმად შემოვუშვათ უფალი ჩვენს გულში. მაშინ შევძლებთ, შევიგრძნოთ მისი ღვთაებრივი სიყვარულის სიტკბო. გადავიხადოთ იმ დროის სანაცვლოდ, როცა არ გვიყვარდა უფალი, რადგან უკანმოუხედავად დავკარგეთ იგი და ნეტარ ავგუსტი...
უფალს ჩვენ ვუყვარვართ, ამიტომ ჩვენ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს, გარდა ცოდვებისა, იმიტომ, რომ ცოდვებისაგან იკარგება მადლი, ხოლო მადლის გარეშე მტერი იტაცებს სულს, ისე როგორც ქარი გამხმარ ფოთოლს ან კვამლს. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რო...
იხილეთ სრულად
უფალს ჩვენ ვუყვარვართ, ამიტომ ჩვენ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს, გარდა ცოდვებისა, იმიტომ, რომ ცოდვებისაგან იკარგება მადლი, ხოლო მადლის გარეშე მტერი იტაცებს სულს, ისე როგორც ქარი გამხმარ ფოთოლს ან კვამლს. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ მტრები თვითონ დაეცნენ სიამაყით და ჩვენც აქეთკენ გვიბიძგებენ. ბევრი მოხიბლეს მათ, უფალმა კი თქვა: "ისწავეთ ჩემგან თავმდაბლობა და მორჩილება და მიიღებს თქვენი სული სიმშვიდეს".
უფლის თვალი მის მოყვარულთ დაჰყურებს. ის არის ძლევამოსილი მცველი და მტკიცე საყრდენი, საფარველი ხორშაკისგან და საფარველი შუადღის ხვატისგან, ამრიდებელი შებრკოლებისას და შემწე დაცემისას,
აღმაზევებელი სულისა და განმანათლებელი თვ...
იხილეთ სრულად
უფლის თვალი მის მოყვარულთ დაჰყურებს. ის არის ძლევამოსილი მცველი და მტკიცე საყრდენი, საფარველი ხორშაკისგან და საფარველი შუადღის ხვატისგან, ამრიდებელი შებრკოლებისას და შემწე დაცემისას,
აღმაზევებელი სულისა და განმანათლებელი თვალისა, მომცემელი კურნებისა, სიცოცხლისა და კურთხევისა.
თ. 33-34
უფლისთვის სათნოა იქ ვიყოთ ჩვენც, სადაც ამჟამად თავადაა. სურს მასთან ვიყოთ საუკუნოდ. მას, ყოვლადსახიერსა მაცხოვარსა, არ სურს მარტოოდენ თვითონ ტკბებოდეს თავისი ღვთიური დიდებით, არამედ გული უთქვამს, ყველას გაუზიაროს. შესაძლებელია გან...
იხილეთ სრულად
უფლისთვის სათნოა იქ ვიყოთ ჩვენც, სადაც ამჟამად თავადაა. სურს მასთან ვიყოთ საუკუნოდ. მას, ყოვლადსახიერსა მაცხოვარსა, არ სურს მარტოოდენ თვითონ ტკბებოდეს თავისი ღვთიური დიდებით, არამედ გული უთქვამს, ყველას გაუზიაროს. შესაძლებელია განა მის სიყვარულზე ზეაღმატებული სიყვარული?
უფლის გული მოიგება ადამიანებთან ალერსიანი მოპყრობით, განრისხებულის დაცხრომით, უკეთური საგნებისაგან მზერის არიდებით, უკეთური აზრების უკუგდებით, ლოცვისათვის საკუთარი თავის ძალდატანებით.
უფალს ეცოდება ყველა ცოდვილი, როგორც დედას თავისი შვილები, მაშინაც კი, როცა ისინი მიდიან არაკეთილი გზით, და სადაც არ არის სიყვარული მტრების და ცოდვილთა მიმართ, იქ არ არის სული უფლისა.