ვინც უნებლიეთ ვარდება ცოდვაში, მან უნდა იცოდეს, რომ სხვა წინამორბედი ცოდვა დაუფლებია, რომელსაც იგი საკუთარი ნებით ემსახურება და რომელსაც შეჰყავს ის ცოდვებში, რომლებშიც ჩავარდნაც არ სურდა.
თუკი შენს სიახლოვეს საცთურს ხედავ, ზურგი აქციე მას და დაბრუნდი შენი სულის სამსხვერპლოზე, საცთური კი შენს გარეთ დარჩება. თუკი გულს წყენა გიმძიმებს, მიმართე სულში დავანებულ სულიწმიდის მადლს და იგი განამტკიცებს შენში სახარებისეული ნე...
იხილეთ სრულად
თუკი შენს სიახლოვეს საცთურს ხედავ, ზურგი აქციე მას და დაბრუნდი შენი სულის სამსხვერპლოზე, საცთური კი შენს გარეთ დარჩება. თუკი გულს წყენა გიმძიმებს, მიმართე სულში დავანებულ სულიწმიდის მადლს და იგი განამტკიცებს შენში სახარებისეული ნეტარების მცნებას. თუკი ცხოვრების გზაზე უსიამოვნო ვითარებანი შეგავიწროვებენ, მაშინ იცოდე „ცხოვრება გაქუს წმიდისა მისგან და იცი ყოველივე“ (1 ინ. 2, 20). თუკი შენი ძალები დაშრტებიან, რომელთა სასოება არც მანამდე უნდა გქონოდა,...
თუმც ვიღაცამ მითხრა მე რომ, თუ ჩვენ ღვთის დაშვებით ვვარდებით ცოდვაში, მაშინ სწრაფადვე წამოვდგებით და ცოდვას ზურგს შევაქცევთ. რადგან ის, ვინც დაცემას უშვებს, არ ინანებს, რომ მწუხარების ეშმაკი დიდხანს გვტანჯავდეს. თუ ჩვენ დავეცემით,...
იხილეთ სრულად
თუმც ვიღაცამ მითხრა მე რომ, თუ ჩვენ ღვთის დაშვებით ვვარდებით ცოდვაში, მაშინ სწრაფადვე წამოვდგებით და ცოდვას ზურგს შევაქცევთ. რადგან ის, ვინც დაცემას უშვებს, არ ინანებს, რომ მწუხარების ეშმაკი დიდხანს გვტანჯავდეს. თუ ჩვენ დავეცემით, მაშინ პირველ ყოვლისა ამ ეშმაკის წინააღმდეგ უნდა შევიჭურვოთ; რადგან იგი ლოცვის დროს წარმოსდგება ჩვენს გვერდით და ღვთისადმი ჩვენი ძველი კადნიერების გახსენებით ცდილობს ლოცვას მოგვწყვიტოს.
თუ ვინმე იწყებს ცოდვისთვის დათმობას, მაშინ იგი შიგნიდან შავდება, მას სულის თვალები ემღვრევა და ის ხედვითაც ამღვრეულად ხედავს. შემდეგ იგი უკვე ითხვრება ცოდვით და ცოდვა წეწავს მას. მას შეუძლია წმიდაც კი უწმიდურად დაინახოს.
თუკი ცოდვის საქმნელად დაგიმოძღვრავს და გიბიძგია მოყვასისთვის, ნუ იფიქრებ მკვლელი არა ვარო. ამით შენ განხრწნი ცთუნებულ სულს და მოსტაცებ ყოველივე იმას, რაც მარადიულის კუთვნილებაა.
თუ ვინმე შენზე ჭორაობს, ნუ გაბრაზდები, არამედ იტირე და შეგრცხვეს არა იმისა, რომ შენზე ჭორაობენ, არამედ იმ ცოდვის გამო, რომელმაც ასეთ არაწმიდებაში ჩაგაგდო.