სხვაგვარნი იყვნენ წარსულის წმიდა მოწამენი: დღეს რომ ზარავდათ ფიქრი წამებაზე, ხვალ იყვნენ უდიდეს ტკივილთა დამთმენნი და კადნიერი მადიდებელნი იესო ქრისტეს სხეულისა. ყოველივე ეს ღვთის მადლითაა, რომელიც რწმენით, სულის სიმდაბლითა და ლოც...
იხილეთ სრულად
სხვაგვარნი იყვნენ წარსულის წმიდა მოწამენი: დღეს რომ ზარავდათ ფიქრი წამებაზე, ხვალ იყვნენ უდიდეს ტკივილთა დამთმენნი და კადნიერი მადიდებელნი იესო ქრისტეს სხეულისა. ყოველივე ეს ღვთის მადლითაა, რომელიც რწმენით, სულის სიმდაბლითა და ლოცვით მოიკრიბება.
ჩვენ წმიდათა მთელი სიმრავლე გვყავს, რომლებიც გაურბოდნენ სხვადასხვაგვარ პასუხისმგებლობებს: იღუმენობას, მღვდლობას, ეპისკოპოსობას. ერთნი ხელს იჭრიდნენ, მეორენი - ცხვირს, მესამენი - ყურებს, მეოთხენი - ენას, რომ ფიზიკური ნაკლი ჰქონოდათ...
იხილეთ სრულად
ჩვენ წმიდათა მთელი სიმრავლე გვყავს, რომლებიც გაურბოდნენ სხვადასხვაგვარ პასუხისმგებლობებს: იღუმენობას, მღვდლობას, ეპისკოპოსობას. ერთნი ხელს იჭრიდნენ, მეორენი - ცხვირს, მესამენი - ყურებს, მეოთხენი - ენას, რომ ფიზიკური ნაკლი ჰქონოდათ და ხელდასხმას განრიდებოდნენ. იყვნენ წმიდანები, რომელთა ქოხებსაც სახურავებს ხდიდნენ და მაღლიდან ისე ასხამდნენ ხელს. იყვნენ წმიდა ამფილოქეს მსგავსი წმიდანები, რომელთაც ხელს შორიდან ასხამდნენ. ესენი გაბრწყინებული ადამიანებ...
წმიდანისათვის, რომელიც მოწამეობაზე მიდის, ქრისტესადმი სიყვარული ტკივილს აღემატება და აქარწყლებს მას. ჯალათის დანა მოწამეთათვის ვიოლინოს ხემზე უნაზესია. როდესაც ქრისტესადმი სიყვარული აგიზგიზდება, მოწამეობა დღესასწულად იქცევა ხოლმე:...
იხილეთ სრულად
წმიდანისათვის, რომელიც მოწამეობაზე მიდის, ქრისტესადმი სიყვარული ტკივილს აღემატება და აქარწყლებს მას. ჯალათის დანა მოწამეთათვის ვიოლინოს ხემზე უნაზესია. როდესაც ქრისტესადმი სიყვარული აგიზგიზდება, მოწამეობა დღესასწულად იქცევა ხოლმე: ასეთ წამებში ცეცხლი უფრო მეტად აგრილებს, ვიდრე ბანაობა, ვინაიდან მისი წვა საღვთო სიყვარულის წვაში ქარწყლდება. კანის გაძრობა ალერსად შეიგრძნობა, საღვთო სიტყვა იპყრობს გულს, თავს, და ადამიანი ხდება „შეშლილი“. ის ვერ გრძნო...
წმიდანებმა ისწავლეს ბრძოლა მტრების წინააღმდეგ; მათ იცოდნენ, რომ მტერი მოქმედებს მოტყუებით, ზრახვების საშუალებით. ამიტომაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ მიუღიათ ზრახვები. ზრახვა თავდაპირველად მოდის არც თუ ისე ცუდი ხმით, მაგრამ შე...
იხილეთ სრულად
წმიდანებმა ისწავლეს ბრძოლა მტრების წინააღმდეგ; მათ იცოდნენ, რომ მტერი მოქმედებს მოტყუებით, ზრახვების საშუალებით. ამიტომაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ მიუღიათ ზრახვები. ზრახვა თავდაპირველად მოდის არც თუ ისე ცუდი ხმით, მაგრამ შემდეგ იგი მოსწყვეტს გონებას ლოცვიდან და აწეწავს მას. ამიტომ საჭიროა ყოველგვარი ზრახვის უარყოფა, თუნდაც გარეგნულად კარგი იყოს იგი. საჭიროა ვიქონიოთ სუფთა გონება ღმერთში და თუ მაინც მოვა ზრახვა, ნუ შევშფოთდებით, მტკიცედ მივ...
წმიდანისათვის ბუნება წარსულს ასახავს. მან შეისწავლა მისი ანბანი, წაიკითხა მისი სიტყვები, მოისმინა მისი ბგერები, შეიცნო ყოველივე, რაც მან მას მიანდო და წიგნი დახურა. მხოლოდ წმიდანში მიაღწია ბუნებამ თავის მიზანს: მან მასში ადამიანი ...
იხილეთ სრულად
წმიდანისათვის ბუნება წარსულს ასახავს. მან შეისწავლა მისი ანბანი, წაიკითხა მისი სიტყვები, მოისმინა მისი ბგერები, შეიცნო ყოველივე, რაც მან მას მიანდო და წიგნი დახურა. მხოლოდ წმიდანში მიაღწია ბუნებამ თავის მიზანს: მან მასში ადამიანი გააღვიძა, ღვთისაკენ სავალი გზა ასწავლა და თვალს მიეფარა.
წმიდანი უსაზღვროდ მადლიერია ბუნებისა და განუზომლად გულმოწყალე მის მიმართ, ამიტომაც იგი მას დედამიწაზე თავის ერთადერთ მეგობრად მიიჩნევს.
წმიდა მოწამეებმა ესრეთ განიზრახეს: თუკი ღმერთი ჯვარს ეცვა კაცთათვის, ჩვენი ხსნისათვის და ცხოვნებისათვის, ჩვენ რატომღა არ უნდა ვეტანჯოთ ღმერთისთვის და რად უნდა გვეშინოდეს სიკვდილის მიღება ჩვენი უფლისთვის?! ამისთვის ყოველი სატანჯველ...
იხილეთ სრულად
წმიდა მოწამეებმა ესრეთ განიზრახეს: თუკი ღმერთი ჯვარს ეცვა კაცთათვის, ჩვენი ხსნისათვის და ცხოვნებისათვის, ჩვენ რატომღა არ უნდა ვეტანჯოთ ღმერთისთვის და რად უნდა გვეშინოდეს სიკვდილის მიღება ჩვენი უფლისთვის?! ამისთვის ყოველი სატანჯველი, მათ სიხარულად აქცია ღმერთმა.
წმიდანები გვეხმარებიან, როცა მართლაც არსებობს ამის საჭიროება და არა მაშინ, როცა ჩვენ მხოლოდ გვგონია, რომ ამის აუცილებლობაა. ანუ, ისინი გვეხმარებიან მაშინ, როცა ეს ჩვენვე გვარგებს.
წმინდანები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველი კაცის წინაშე ქრისტეს სჯულს ქადაგებდნენ, როგორც სიტყვით, ასევე საქმით. ზოგიერთი მათგანი სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და ხალხს ჭეშმარიტი სარწმუნოებით ანათლებდა, ხოლო სხვა...
იხილეთ სრულად
წმინდანები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველი კაცის წინაშე ქრისტეს სჯულს ქადაგებდნენ, როგორც სიტყვით, ასევე საქმით. ზოგიერთი მათგანი სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და ხალხს ჭეშმარიტი სარწმუნოებით ანათლებდა, ხოლო სხვანი, თუმცა სიტყვით არ ქადაგებდნენ, მაგრამ მთელი მათი ცხოვრება და საქმიანობა, რამდენადაც სახარების აღსრულებას წარმოადგენდა, ქადაგება იყო. ისინი ამქვეყნად ქრისტეს ცოცხალი ხატნი, ან სოფლის მნათობნი და მარილნი იყვნენ.
წმიდანობას თან სიფხიზლე და გონების სინათლე ახლავს. მოღვაწენი სრულიადაც არ იყვნენ ისტერიკები ან ის ადამიანები, რომლებიც განუწყვეტელი თვითგვემით სიამოვნებას ღებულობდნენ. არა, პირიქით, ისინი მტკიცე ნების ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ...
იხილეთ სრულად
წმიდანობას თან სიფხიზლე და გონების სინათლე ახლავს. მოღვაწენი სრულიადაც არ იყვნენ ისტერიკები ან ის ადამიანები, რომლებიც განუწყვეტელი თვითგვემით სიამოვნებას ღებულობდნენ. არა, პირიქით, ისინი მტკიცე ნების ადამიანები იყვნენ, რომლებსაც მოყვასთათვის სიყვარული და მშვიდობა მოჰქონდათ. მაგრამ როცა ლოცვით აღხილვისას ისინი საკუთარ სულს ჭვრეტდნენ, ძრწუნდებოდნენ, რამდენად მბრძანებლობდა ცოდვა ადამიანზე.
წმინდანები ნათლად გვაჩვენებენ, რა ძალა აქვს ქრისტეს სახარებას, როგორ ცვლის და განაბრწყინვებს იგი ადამიანის ბუნებას. მათ სიწმინდისა და სათნოების ყველა სახის მაგალითი მოგვცეს. უკეთუ სახარების მცნებებს ვემორჩილებით და ღმრთის შიშითა დ...
იხილეთ სრულად
წმინდანები ნათლად გვაჩვენებენ, რა ძალა აქვს ქრისტეს სახარებას, როგორ ცვლის და განაბრწყინვებს იგი ადამიანის ბუნებას. მათ სიწმინდისა და სათნოების ყველა სახის მაგალითი მოგვცეს. უკეთუ სახარების მცნებებს ვემორჩილებით და ღმრთის შიშითა და სასოებით ვცხოვრობთ, ჩვენც ვაღიარებთ ქრისტეს - წინაშე ყოველთა კაცთა, ხოლო თუ პირიქით ვიქცევით, მაშინ უფალს საქმით უარვყოფთ, რომელიც სიტყვით უარყოფაზე უარესია.