ღვთისაგან განშორებული ადამიანები, ნუგეშინისცემას ვერასოდეს გრძნობენ და ორმაგად იტანჯებიან. ის, ვისაც ღმერთი და მომავალი ცხოვრება არა სწამს, არა მხოლოდ ნუგეშს მოაკლდება, არამედ საკუთარ თავს მარადიული სატანჯველისათვის სწირავს. ადამი...
იხილეთ სრულად
ღვთისაგან განშორებული ადამიანები, ნუგეშინისცემას ვერასოდეს გრძნობენ და ორმაგად იტანჯებიან. ის, ვისაც ღმერთი და მომავალი ცხოვრება არა სწამს, არა მხოლოდ ნუგეშს მოაკლდება, არამედ საკუთარ თავს მარადიული სატანჯველისათვის სწირავს. ადამიანს ის ბატონი მისცემს გასამრჯელოს, ვისთვისაც შრომობდა. თუ შენ შავი ბატონისათვის შრომობ, მაშინ ის აქვე გააშავებს შენს ცხოვრებას. თუ შენ ცოდვას ემსახურები, მაშინ ეშმაკი მოგიზღავს სამაგიეროს, თუ სათნოებებს აღასრულებ, მაშინ ...
უფლის სახელის მოწოდება არის მკურნალობა, რომელიც კლავს არა მარტო ვნებებს, არამედ თვით მათ მცირე მოქმედებასაც. როგორც ექიმი გამოიკვლევს და მკურნალობს, ან სახვევს ადებს ჭრილობაზე ავადმყოფს და ის კურნავს მას, თუმცა ავადმყოფმა არ იცის ...
იხილეთ სრულად
უფლის სახელის მოწოდება არის მკურნალობა, რომელიც კლავს არა მარტო ვნებებს, არამედ თვით მათ მცირე მოქმედებასაც. როგორც ექიმი გამოიკვლევს და მკურნალობს, ან სახვევს ადებს ჭრილობაზე ავადმყოფს და ის კურნავს მას, თუმცა ავადმყოფმა არ იცის ეს როგორ ხდება, ასევე ჩვენგან მოწოდებული უფლის სახელი მოაკვდინებს ვნებებს, თუმცა კი არ ვიცით ყოველივე როგორ ხდება.
ღვთისადმი ნდობა ყველაფერში, რის მიღწევაც ადამიანს საკუთარი ძალისხმევით არ ძალუძს, ჩნდება განუწყვეტელი ლოცვით, მას მოაქვს დადებითი შედეგები.
ვინც ღმერთს ენდობა, ის თესავს ქება-დიდებას და ღვთაებრივ სიხარულსა და მარადიულ კურთხევას იმ...
იხილეთ სრულად
ღვთისადმი ნდობა ყველაფერში, რის მიღწევაც ადამიანს საკუთარი ძალისხმევით არ ძალუძს, ჩნდება განუწყვეტელი ლოცვით, მას მოაქვს დადებითი შედეგები.
ვინც ღმერთს ენდობა, ის თესავს ქება-დიდებას და ღვთაებრივ სიხარულსა და მარადიულ კურთხევას იმკის, ხოლო ვინც უბედურებას თესავს, უბედურებასა და სულიერ სიმძიმეს იმკის.
უფლის სიყვარულისაგან სული თითქოს შეშლილი ხდება; ზის, დუმს, ლაპარაკი არ სურს და როგორც შეშლილი, უცქერის სამყაროს და არ სურს იგი, არ ხედავს მას. და ადამაინებმა არ იციან, რომ იგი ჭვრეტს საყვარელ უფალს და სამყარო დარჩა თითქოს უკან, და...
იხილეთ სრულად
უფლის სიყვარულისაგან სული თითქოს შეშლილი ხდება; ზის, დუმს, ლაპარაკი არ სურს და როგორც შეშლილი, უცქერის სამყაროს და არ სურს იგი, არ ხედავს მას. და ადამაინებმა არ იციან, რომ იგი ჭვრეტს საყვარელ უფალს და სამყარო დარჩა თითქოს უკან, დავიწყებული და სულს არ სურს იფიქროს მასზე, იმიტომ რომ არ არის მასში სიტკბოება.
ღვთისაგან დაშორებული ადამიანი სულიერ სიმშვიდეს ვერ პოულობს ვერც ამ საწუთრო ცხოვრებაში და ვერც მომავალში, რადგან ვისაც ღმერთი და მარადიული ცხოვრება არ სწამს, უნუგეშოდ რჩება ამ ცხოვრებაშიც და ამასთანავე თავის სულს მარადიული სატანჯვე...
იხილეთ სრულად
ღვთისაგან დაშორებული ადამიანი სულიერ სიმშვიდეს ვერ პოულობს ვერც ამ საწუთრო ცხოვრებაში და ვერც მომავალში, რადგან ვისაც ღმერთი და მარადიული ცხოვრება არ სწამს, უნუგეშოდ რჩება ამ ცხოვრებაშიც და ამასთანავე თავის სულს მარადიული სატანჯველისთვის სწირავს.
ღვთისმოყვარეობა დროს არ ექვემდებარება. დრო მხოლოდ სასრული და ცვალებადი ყოფიერების ფორმაა. ღმერთისთვის არსებობს მხოლოდ აწმყო - არა წარსული, არა მომავალი.
ღვთის შემწეობას ვერავინ დააბრკოლებს, ვერც ადამიანები, ვერც ეშმაკები. არც ღმერთისათვის და არც წმიდა ადამიანისათვის ძნელი არაფერია. დაბრკოლება მხოლოდ ჩვენი ადამიანური მცირედმორწმუნეობაა. ჩვენი მცირედმორწმუნეობით დიდებული საღვთო ძალე...
იხილეთ სრულად
ღვთის შემწეობას ვერავინ დააბრკოლებს, ვერც ადამიანები, ვერც ეშმაკები. არც ღმერთისათვის და არც წმიდა ადამიანისათვის ძნელი არაფერია. დაბრკოლება მხოლოდ ჩვენი ადამიანური მცირედმორწმუნეობაა. ჩვენი მცირედმორწმუნეობით დიდებული საღვთო ძალების მოახლოებას ვუშლით ხელს. ჩვენს გვერდით ესოდენ დიდი ძალაა, მაგრამ ჩვენში მაღალ დონეზეა ადამიანური საწყისი და არ შეგვიძლია მივაღწიოთ საღვთო საწყისს, რომელიც მთელი სამყაროს ადამიანურ ძალებს აღემატება, ვინაიდან საღვთო ძალ...
ღვთის ხსსენებაში განმარტოებით მჯდომარემ, გონება განათავისუფლე ყველაფრისაგან და ერთი ღვთისაკენ ისწრაფე, მის წინაშე ღვარე ცრემლი და გამოთქვი გულიდან ყველაფერი და მიეკარი მას სიყვარულით. უფლის ხსოვნა არის გონივრული ჭვრეტა ღვთისა, რომ...
იხილეთ სრულად
ღვთის ხსსენებაში განმარტოებით მჯდომარემ, გონება განათავისუფლე ყველაფრისაგან და ერთი ღვთისაკენ ისწრაფე, მის წინაშე ღვარე ცრემლი და გამოთქვი გულიდან ყველაფერი და მიეკარი მას სიყვარულით. უფლის ხსოვნა არის გონივრული ჭვრეტა ღვთისა, რომელიც მიიზიდავს ხედვასა და გონების სურვილს. ღვთისაკენ მიქცეული გონება, მას შემდეგ რაც წარმოუდგება მას ყოველგვარი წარმოსახვები არსებული სხეულებისა, ჭვრეტს ღმერთს უჩინრად.