
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
ხელსაქმე, რომელსაც სიმშვიდითა და ლოცვით ასრულებ, თვითონაც ნაკურთხია და აკურთხევს ხალხსაც, რომლებიც
ხელსაქმე, რომელსაც სიმშვიდითა და ლოცვით ასრულებ, თვითონაც ნაკურთხია და აკურთხევს ხალხსაც, რომლებიც მას გამოიყენებენ. აი, ამ დროს აქვს აზრი იმას, რომ ბერებმა ერისკაცებს კურთხევა მისცენ ამა თუ იმ ხელსაქმის შესასრულებლად. და პირიქით, ხელსაქმე, რომელიც სიჩქარითა და ნევროზულობით კეთდება, ამ ეშმაკეულ მდგომარეობას სხვებსაც გადასდებს. ნაჩქარევად, განცდებით მუშაობა ეს ძალიან ერული ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა. აღელვებული სულები ხელსაქმით დაკავებულ ბერებსა და სხვა ადამიანებს კურთხევას კი არა, მღელვარებას გადასცემენ. როგორღა იმოქმედებს ადამიანის მდგომარეობა იმ ხელსაქმეზე, რომლითაც იგია დაკავებული. საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა ადამიანი მისი შესრულების დროს. თუ ადამიანი ნერვიულობს, მრისხანებს და ბილწსიტყვაობს, მისი შრომის შედეგს კურთხევა არა აქვს. მაშინ როცა, თუ ის მუშაობის დროს რაიმე საეკლესიოს გალობს, ლოცულობს, მისი საქმე ნაკურთხია. ერთი საქმე ეშმაკეული ხდება, მეორე კი საღმრთო.
|