ყოველ მიწიერ (ადამიანისმიერ) სარწმუნოებას ეწოდება ადამიანის სახელი: მაჰმადიანი - მუჰამედიდან, პაპისტი-რომის პაპიდან, ლუთერანელი - მარტინ ლუთერიდან, იუდეველი - იუდადან, პაშკოველი - პაშკოვიდან და სხვა მისთანანი. ესენი არ არიან ღმერთ...
იხილეთ სრულად
ყოველ მიწიერ (ადამიანისმიერ) სარწმუნოებას ეწოდება ადამიანის სახელი: მაჰმადიანი - მუჰამედიდან, პაპისტი-რომის პაპიდან, ლუთერანელი - მარტინ ლუთერიდან, იუდეველი - იუდადან, პაშკოველი - პაშკოვიდან და სხვა მისთანანი. ესენი არ არიან ღმერთისაგან და ღმერთი არ არის მათში, ვინაიდან, უკუეთუ ისინი ღმერთისაგან არიან, რად იწოდებიან ადამიანთა სახელებით; ერთადერთი და ჭეშმარიტი სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა, რომელიც თვით უფლის სახელით იწოდება - ქრისტიანენი.
მართლმადიდებლობის გარდა ამქვეყნად არსებული ყველა რელიგია მცდარია და ვერ აცხოვნებს ადამიანს. მცდარი რელიგია დასცინის კაცს. თითოეულ ჩვენთაგანს გარდაცვალებისთანავე გაუცხადდება, რამდენად მყარია ის, რასაც მიანდო თვისი სასოება. როგორ შე...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებლობის გარდა ამქვეყნად არსებული ყველა რელიგია მცდარია და ვერ აცხოვნებს ადამიანს. მცდარი რელიგია დასცინის კაცს. თითოეულ ჩვენთაგანს გარდაცვალებისთანავე გაუცხადდება, რამდენად მყარია ის, რასაც მიანდო თვისი სასოება. როგორ შეძრწუნდებიან ისინი, ვინც იხილავს მაშინ, რომ მოტყუვდა არჩევანში.
მართლმადიდებლური ეკლესიიდან განდგომილებმა სიცოცხლეც რომ შესწირონ ქრისტეს სახელის აღსარებას, მათი ცოდვა სისხლითაც კი არ ჩამოირეცხება. წარუშლელი და უმძიმესია განხეთქილების დანაშაული და არ იწმინდება თვით მოწამეობითაც კი.
ჩვენი ცხოვნების მტერმა - ეშმაკმა დაბადა მრავალი ცრუ მოძღვრება, ერესი, სექტა და განხეთქილება, რომელთა მეშვეობითაც სამუდამოდ აშორებს ადამიანებს უფლისაგან.
ხოლო სული ცხადად მეტყველბს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი, და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთ მოძღვრებას.
ცრუმეტყველთა თვალთმაცქცობისამებრ, რომელთაც დაჰფერფლეს თავიანთი სინდისი,
და რომელნიც კრ...
იხილეთ სრულად
ხოლო სული ცხადად მეტყველბს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი, და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთ მოძღვრებას.
ცრუმეტყველთა თვალთმაცქცობისამებრ, რომელთაც დაჰფერფლეს თავიანთი სინდისი,
და რომელნიც კრძალავენ ქორწინებასა და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ.
რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით.
ვინაიდან განიწმიდება ღმრთი...
ძლევის გარეშე არ არის და არც შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანობა! ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ერთი გზა ათასნაირ მოდერნისტულ სექტასთან, არც ეკუმენისტებთან, არც ნეო-ჰილიასტებთან.
ჩვენი სარწმუნოება - წმინდა მოღვაწეთა სარწმუნოება - „...
იხილეთ სრულად
ძლევის გარეშე არ არის და არც შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანობა! ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ერთი გზა ათასნაირ მოდერნისტულ სექტასთან, არც ეკუმენისტებთან, არც ნეო-ჰილიასტებთან.
ჩვენი სარწმუნოება - წმინდა მოღვაწეთა სარწმუნოება - „რწმენა სამოციქულო, რწმენა მამობრივი, რწმენა მართლმადიდებელი“. განუხრელად მას და მხოლოდ მას მოვეჭიდებით ცბიერი დღეების განცდისას! ამინ.
ბავშვობაში წმინდანთა ცხოვრებას რომ ვკითხულობდი, ვგრძნობდი, თითქოს სულში ღვთიური სხივი შემოდიოდა, რაც სიტკბოებით, სიხარულით და სიმხიარულით მავსებდა და აღმანთებდა უფლის სიყვარულით და წყურვილით ზეციურისადმი. მაშინ მეძინა თუ მეღვიძა, ...
იხილეთ სრულად
ბავშვობაში წმინდანთა ცხოვრებას რომ ვკითხულობდი, ვგრძნობდი, თითქოს სულში ღვთიური სხივი შემოდიოდა, რაც სიტკბოებით, სიხარულით და სიმხიარულით მავსებდა და აღმანთებდა უფლის სიყვარულით და წყურვილით ზეციურისადმი. მაშინ მეძინა თუ მეღვიძა, ვსეირნობდი თუ ვინმეს ვესაუბრებოდი, ჩემი გონება ზეციურზე ფიქრობდა და გული უფალს არ შორდებოდა.
თავი ანებე მოყვასის განსჯასა და განკითხვას და რაც სიწმიდეთ საგმობელი აზრები დაგებადება თავში. ნუ იფიქრებ, რომ დამნაშავე ხარ ავი ფიქრების გამო, თუ თავად გულისთქმით არ ეთანხმები ამ აზრებს და არ გსურს მათი წვევა, მაშინ ისინი ავ სულებ...
იხილეთ სრულად
თავი ანებე მოყვასის განსჯასა და განკითხვას და რაც სიწმიდეთ საგმობელი აზრები დაგებადება თავში. ნუ იფიქრებ, რომ დამნაშავე ხარ ავი ფიქრების გამო, თუ თავად გულისთქმით არ ეთანხმები ამ აზრებს და არ გსურს მათი წვევა, მაშინ ისინი ავ სულებს ეკუთვნის და შეეცადე არ მიაქციო მათ ყურადღება.
სიკვდილი და სისხლი, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და შიმშილი, მწუხარება და მათრახი,
ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა.
ყველაფერი, რაც მიწისგანაა, მიწადვე მიიქცევა და რაც წყლისგანაა, ზღვასვე უბრუნდე...
იხილეთ სრულად
სიკვდილი და სისხლი, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და შიმშილი, მწუხარება და მათრახი,
ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა.
ყველაფერი, რაც მიწისგანაა, მიწადვე მიიქცევა და რაც წყლისგანაა, ზღვასვე უბრუნდება.
თ. 39-40