ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

მწუხარებაში სასოს ნუ წარიკვეთ, ბედნიერებაში კი ნუ განდიდდები მწუხარებაში სასოს ნუ წარიკვეთ, ბედნიერებაში

459. გთხოვ ბატონო აბბა, ლოცვა ჰყავ ჩემთვის, რომ უფალმა მცირედი სიმდაბლე მომანიჭოს. მამები ამბობენ, ვინც ვნებების ფესვებს არ გადაჭრის, ის დროთა განმავლობაში კვლავ დანებდებაო მათ. როგორ მოვიკვეთო ხორციელი ვნების, მუცლისმაამებლობის და ვერცხლისმოყვარეობის ვნებათა ფესვები? და რადგან დიდმა ბერმა მითხრა, ახლანდელი შენი გლოვა ჭეშმარიტი არაა და ამიტომაც მიდის და მოდისო, მაინტერესებს რა მიზეზით მემართება ეს? საკუთარი თავი უნდა ვაიძულო, რომ იგლოვოს, თუ მოვეშვა მას, სანამ ჭეშმარიტი ლმობიერება არ მოვა?
ძმაო! ღმერთი სიმდაბლეს გვიგზავნის, ჩვენ კი უარვყოფთ მას და კვლავ ვამბობთ: „ილოცე, რომ ღმერთმა სიმდაბლე მოგვანიჭოსო“. სიმდაბლე იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერში საკუთარი ნება მოვიკვეთოთ და არაფერზე არ ვიზრუნოთ. ხოლო შენს მიერ ჩამოთვლილ ვნებათა ფესვების მოკვეთა საკუთარი ნების მოკვეთას ნიშნავს; რამდენადაც შეგიძლია, საკუთარი თავი უნდა გააწბილო და ბოროტად არ გამოიყენო გრძნობის ორგანოები, არამედ, წესიერების დასაცავად აიძულო; ასე არა მარტო ამ, არამედ სხვა ვნებების ფესვებსაც გადაჭრი. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ახლანდელი შენი გლოვა ჭეშმარიტი არაა (ანუ, რომ მიდის და კვლავ მოდის), გეტყვი: ეს იმიტომ გემართება, რომ შენი აზრი, მონაცვლეობით, ხან უძლურდება, ხან კი აღიგზნება. და როდესაც სითბო მუდმივი გახდება, მაშინ ლმობიერებაც დიდი და მუდმივი იქნება, და მას ჭეშმარიტი გლოვა მოჰყვება, რისთვისაც უნდა იზრუნო და თავი აიძულო, რომ მოიპოვო ის. ძმაო! შეეცადე ბერის სიტყვები და მცნებები დაიცვა და ცხონდები. მეც საკმაოდ ამაოდ ვიმეტყველე შენთან, მაგრამ ძმაო, არც საქმიდან გამომდინარეობდა ეს და არც სულიდან. და მრწამს, რასაც ბერი გეუბნებოდა და გეუბნება, ყველაფერს სულიწმიდის შთაგონებით თავისი ადრინდელი საქმიანობიდან გეუბნება. მაგრამ სინდისი დამიდასტურებს, რომ მე შენი მოტყუება არ მსურს. ამიტომაც მრწამს, არც ჩემი სიტყვები და არც რჩევები ზიანს არ გაყენებენ შენ; ჩემმა სინდისმა იცის, რომ ეს არ მინდა, მაგრამ რადგან შენ მეკითხები და ცხონება გსურს, ამიტომ, თუ უფალი გამაძლიერებს, მზად ვარ შენი სულის ნაცვლად გემსახურო. დაე, „გაკურთხოს შენ უფალმან სიონით და იხილო შენ კეთილი იერუსალიმისაი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა“ (ფსალ. 127, 6). ილოცე ჩემთვის, ძმაო.
ძმაო! ღმერთი სიმდაბლეს გვიგზავნის, ჩვენ კი

ამქვეყნად ჭეშმარიტად ბედნიერი ისაა, ვისაც ბედნიერება არ სურს, უბედურების კი არ ეშინია. ამქვეყნად ჭეშმარიტად ბედნიერი ისაა, ვისაც

რა დაგვემართებოდა მიწიერი ბედნიერება მუდმივი რომ ყოფილიყო, მაშინ, როცა არამდგრადსაც კი ესოდენ ვეჯაჭვებით? რა დაგვემართებოდა მიწიერი ბედნიერება მუდმივი

ნუ მიაჯაჭვავ გულს იმას, რაც ჩრდილივით მსწრაფლწარმავალია, ცვალებადია, როგორც - ღრუბელი, ორთქლივით არამდგრადი, არამუდმივი, როგორც - ქარის სუნთქვა. ნუ მიაჯაჭვავ გულს იმას, რაც ჩრდილივით

როცა სახლის ზღურბლთან ღატაკი მათხოვრის ღარიბულ სამოსს დაინახავ, დაფიქრდი, შეიძლება, ხვალვე მასზე ღატაკი აღმოჩნდე. როცა სახლის ზღურბლთან ღატაკი მათხოვრის

მზის ყოველი სხივი, რომელიც იშვიათად გამოანათებს ღრუბლებიდან და სწრაფადვე ამოეფარება მათ, სიხარულის მსწრაფლწარმავალობას, მიწიერი ბედნიერების უხანობას მოგვაგონებს. მზის ყოველი სხივი, რომელიც იშვიათად

ბედნიერება გემის ყველაზე შეუმჩნეველ ნაკვალევს ჰგავს, რომელიც წინ იჭრება და ბოლოში უკვალოდ ქრება. ბედნიერება გემის ყველაზე შეუმჩნეველ ნაკვალევს

ხდება ხოლმე, რომ ვინც ერთ დღეს ეტლით მგზავრობს, მეორე დღეს ჯურღმულში აღმოჩნდება. ხდება ხოლმე, რომ ვინც ერთ დღეს ეტლით

ბედნიერება მსწრაფლწარმავალია: ვინ შეინარჩუნებს მას? - ვინ აღუდგება წინ, რომ ნათელი დღის ბრწყინვალება დროთა განმავლობაში არ გაფერმკრთალდეს. არ დაიჩრდილოს და უკუნი არ გაბატონდეს ჭექა-ქუხილთან ერთად იმ ადგილას, სადაც ეს-ესაა ნათლის ბრწყინვალებაში გაზაფხულის ნიავქარი ქროდა? ბედნიერება მსწრაფლწარმავალია: ვინ

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

2