ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ზემოთ მივმართოთ მზერა, სადაც იესო მჯდომარეა მარჯვენით ღვთისა. დაე, მას უმზერდეს ჩვენი თვალები, რადგან მარადიული და დაუსრულებელი იქ არის და არა აქ, ქვემოთ, სადაც ყოველივე მიწა და მტვერია. ზემოთ მივმართოთ მზერა, სადაც იესო მჯდომარეა


ის ყველა სხვა ჩვეულებრივ სიყვარულს გადაფარავს

იესოს სიყვარულზე იფიქრეთ. ის ყველა სხვა ჩვეულებრივ სიყვარულს გადაფარავს და რაც უფრო მეტზე ვიტყვით უარს, ღვთის მეტი სიყვარულით დავტკბებით. იესოს სიყვარულზე იფიქრეთ. ის ყველა სხვა

ბრძოლის დაწყებამდე ოფიცრები მეომრებს სიმღერითა და საგმირო ამბებით ამხნევებენ და მათში თავგანწირვის გრძნობას აღვივებენ. ბრძოლაში კი ეს დიდ ძალასა და სიმტკიცეს მატებს.
წმინდანების მსგავსად ჩვენც მოწამეთა და ღირს მამათა ღვაწლზე ვიფიქროთ, როგორ დატოვეს მათ სოფელი და ახლობლები, რომ არაფერმა შეუშალათ ხელი იესოსკენ მიმავალ გზას შესდგომოდნენ.
ამაზე ფიქრი თქვენს კეთილ ნებასურვილსა და სწრაფვას გააძლიერებს, რადგან ისინი, რომელთაც დაფარული მახეების შესახებ არაფერი იცოდნენ, შედრკნენ, მათი სულები კი საუკუნო ცხოვრების სასოებას განეშორნენ. ბრძოლის დაწყებამდე ოფიცრები მეომრებს

„ვის ვუყვარვარ, თუ არა მას, ვინც ჩემს მცნებებს იცავს?“ (იოან. 14, 21)
გამხნევდით, შვილებო. უერთგულეთ და მიეჯაჭვეთ მას, ვინც სრული სიყვარულით შეგიყვარათ. ვის ვუყვარვარ, თუ არა მას, ვინც ჩემს მცნებებს


ქრისტე გწვრთნით, რომ თქვენს სიყვარულში დარწმუნდეს

თქვენი გამოცდა ღვთისგანაა, უფალი ბრძოლისთვის გამზადებთ, ამიტომ გწვრთნით და გასწავლით. სასწავლებლებში ჯარისკაცებიც ვარჯიშობენ და ბრძოლის თეორიას ეუფლებიან. შემდეგ კი, როცა ნამდვილი ბრძოლის საყვირი გაისმის, გაწაფულები მიიჩქარიან ომში იმ შინაგანი შეგნებით, რომ ბრძოლა იციან და მზად არიან მიზნისა და იდეისთვის დადონ თავი.
ახლა თქვენც ასე ხართ, რადგან მოგიწოდეს იესოს მეომრები გახდეთ და მის მტერთან იომოთ. ქრისტე გწვრთნით, რომ მისდამი თქვენს სიყვარულში დარწმუნდეს. თქვენი გამოცდა ღვთისგანაა, უფალი ბრძოლისთვის

თქვენი დაძაბუნების, დაუძლურებისა და სულით დაცემისთვის სატანა სხვადასხვაგვარ მახეს იყენებს. თქვენ კი მისი ბოროტი ხრიკები გამოიცანით და საპირისპიროდ იმოქმედეთ. თქვენი დაძაბუნების, დაუძლურებისა და სულით


გული ზენა სოფელს მიუახლოვე

დაე, ვიბრძოლოთ. მებრძოლებს საუკუნო ჯილდო ელით. დაიცავი ცხოვრების სიწმინდე. შეეცადე სოფელი გონებიდან განდევნო და გული ზენა სოფელს მიუახლოო, სადაც საუკუნო სიხარული, მშვიდობა და ნეტარება სუფევს. დაე, ვიბრძოლოთ. მებრძოლებს საუკუნო ჯილდო


განა რა მივეცით ღმერთს სასუფევლის სანაცვლოდ?

ჰოი, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და მეცნიერების სიღრმე! განა რა მივეცით ღმერთს, რომ მის სანაცვლოდ თავისი უკიდეგანო სასუფეველი მოგვმადლოს? ჩვენი ბოროტება? ჩვენი უღმერთობა და საერთოდ, განუზომლად დიდი და დანაშაულებრივი დაცემები? „აღვიარებთ მადლსა, არა დავჰფარავთ წყალობასა“ ჰოი, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და

ჩვენ ზეცის დასაპყრობად ვართ მოწოდებულნი. საქმე საუკუნო მემკვიდრეობას, ღვთის მემკვიდრეობას ეხება. „რამეთუ ყოველივე მოგვეც ჩვენ". ჩვენ ზეცის დასაპყრობად ვართ მოწოდებულნი.


სოფლის სიყვარული ღვთის მტრობაა

სოფელს მომხიბლავი იერი აქვს, ჩვენ კი მის გასამასხრებლად საჭიროა სულელნი გავხდეთ, რათა ღვთის მიერ განვიბრძნოთ. მოციქულის სიტყვით, სოფლის სიყვარული ღვთის მტრობაა და სოფლისმოყვარე ღვთის სიყვარულისგან გაშიშვლებულია (იაკ. 4, 4). სოფელს მომხიბლავი იერი აქვს, ჩვენ კი მის

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

2