ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ადამიანს ხორცის გარდა ერთი რამ სხვა მოჰმადლებია, რომლითაც იგი ადამიანობს, ვით კერძო ღვთისა. ის ერთი – სული და გულია, უჭკნობლობის ნიჭით და ღონით დალოცვილი. ეგ ღვთაებრივი ნიჭი, როგორც ყველაფერი ღვთაებრივი, დროთა მბრძანებელია და არა ყმა. შესაძლოა, ხორცი დაბერდეს, დაუძლურდეს, სული და გული კი ისევ ჰყვაოდეს, ზეგარდმო მადლით შუქმოფენილი და მრავალფერად გადაშლილი, თუკი ადამიანი საკადრისად უპატრონებს, ადამიანურად მოუვლის, ხორცის მბრძანებლად გახდის და ხორცს არ გაალახვინებს. მე ვსთქვი – ეგ ნიჭია-მეთქი და ნიჭს ზრდა, წვრთნა, გახსნა და გაშლა უნდა. ყოველი, ცოტად თუ ბევრად სხვაზედ აღმატებული კაცი არ შეიძლება ამ გზას ასცდენოდეს, და ამიტომაც მოხდება, რომ ხორცით დაბერებულს, სული და გული ჭაბუკისა შერჩება ხოლმე საფლავის კარამდინა. უკეთსენი და უდიდესნი კაცნი ქვეყნიერობაზედ ამისთანანი ყოფილან. ადამიანს ხორცის გარდა ერთი რამ სხვა

მართალი უთქვამს ვინცა სთქვა, რომ ორნაირი სათნოებაა ქვეყანაზე ადამიანის ღირსების აღმნიშვნელი: ერთი უქმი, რომელსაც მოსდევს არა ქმნა ბოროტისა, მეორე მოქმედი, რომელსაც მოსდევს ქმნა კეთილისა. პირველი მაგდენი ვერაფერი ღვაწლია, - სადიდებელი კაცისა მეორე სათნოებაა. მართალი უთქვამს ვინცა სთქვა, რომ ორნაირი

ბოროტის უქმნელობა კი არ იზიდავს, კი არ გამსჭვალავს ადამიანის გულს, არამედ ქმნა მადლისა, მარტო მადლის-მყოფელის წინაშე ადამიანი უნებლიეთ იხრის თავს, იყრის მუხლსა და განცვიფრებული მეტყველებს სიტყვით თუ უსიტყვოდ ქებასა და დიდებასა. ეგ იმიტომ, რომ ჭეშმარიტი კაცობა არ ქონა ცოდვისა კი არ არის, არამედ ქონაა მადლისა. კაცურის კაცობის ნიშანი minimum-ი სათნოება კი არ არის, რომელიც არ-ცოდვის საზღვარია, არამედ maximum-ი, რომელიც მადლის სამფლობელოა და საუფლისწულოა. ბოროტის უქმნელობა კი არ იზიდავს, გამსჭვალავს

"ვით მამა ზეცისა იყავნ შენ სრული" – აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა, ვის რა მანძილი გაუვლია. ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, - ამ სისრულის გზაზე, ვინ რამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა. ვით მამა ზეცისა იყავნ შენ სრული – აი თავი და

"ვით მამა ზეცის იყავნ შენ სრული"-ო, უმოძღვრა კაცს და ამით გვამცნო, რომ კაცი შემძლებელ არის აღსვლად ღვთაების სისრულემდე. რამოდენი დიდებაა და პატივი კაცის ბუნებისა ამ ექვს სიტყვაში, ღვთისა ბაგეთაგან წარმოთქმულში!.. იღვაწე და ღვთის სისრულემდე შენც შეგიძლიან ახვიდე და მიაღწიოო. ესოდენი განდიდება და აღმატება ადამიანის ღირსებისა ჯერ მანამდე არა ადამიანს არ გაეგონა. ვით მამა ზეცის იყავნ შენ სრული-ო, უმოძღვრა

უკეთური საქმეებით, აზარტულ დაწესებულებებში მოგებული ფულით, უშრომველად მოპოვებული ფულით კეთილი საქმეების კეთების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ამ ადამიანს აქვს სინანული თავისი იმ ცოდვების მიმართ, რომლითაც ეს თანხა მოიპოვა
უკეთური საქმეებით, აზარტულ დაწესებულებებში მოგებული ფულით, უშრომველად მოპოვებული ფულით კეთილი საქმეების კეთების შესახებ...
სახელმწიფოს როლი აზარტული თამაშების მიმართ. არის თუ არა სახელმწიფო ვალდებული, აკრძალოს ან მკაცრად შეზღუდოს აზარტული თამაშები? პირველ რიგში - აზარტული თამაშების ინტერნეტ-საიტები
აზარტული დაწესებულებების ინტერნეტ-საიტები. საიტები, რომლებზეც შესაძლებელია ფულით თამაში და ნებისმიერი მოცულობის თანხის წაგება
ნარკომანიის ვნების მსგავსებები და განსხვავებები აზარტული თამაშების ვნებასთან შედარებით

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

2