ქრისტიანის სულიერი ცხოვრების გზაზე გადადგმული ყოველი ნაბიჯი სხვა არაფერია, თუ არა საკუთარ ცოდვათა მხედველი გულის სინანული. შენანების შემდგომ მორწმუნისათვის გაიღება საეკლესიო სამყაროში შესასვლელი კარი, მხოლოდ სინანულის წყალობით გაი...
იხილეთ სრულად
ქრისტიანის სულიერი ცხოვრების გზაზე გადადგმული ყოველი ნაბიჯი სხვა არაფერია, თუ არა საკუთარ ცოდვათა მხედველი გულის სინანული. შენანების შემდგომ მორწმუნისათვის გაიღება საეკლესიო სამყაროში შესასვლელი კარი, მხოლოდ სინანულის წყალობით გაიხსნება მისთვის სამოთხის ბჭენი. მოკლედ, სწორედ სინანულის დასაწყისია სათავე ხსნისა.
link
მიუხედავად ადრინდელ ცოდვათა შენანებისა, ძველი სამარცხვინო ცხოვრების მიტოვებისა და ღმრთისგან შენდობის მიღებისა, ჩვენში მაინც რჩება მრავალი სულიერი სნეულებით, ვნებითა და ცოდვითი ჩვევით გამოწვეული ღრმა დაზიანება - დაავადებული გვაქვს ...
იხილეთ სრულად
მიუხედავად ადრინდელ ცოდვათა შენანებისა, ძველი სამარცხვინო ცხოვრების მიტოვებისა და ღმრთისგან შენდობის მიღებისა, ჩვენში მაინც რჩება მრავალი სულიერი სნეულებით, ვნებითა და ცოდვითი ჩვევით გამოწვეული ღრმა დაზიანება - დაავადებული გვაქვს გული, გონება, ნება, ყველა გრძნობა. ცოდვები, მართალია, მოგვეტევა, მაგრამ ვნებები ჯერაც ცოცხლობენ. ცოდვებს აღარ ვიქმთ, მაგრამ ცოდვითი მიდრეკილება, მათი ქმნის წყურვილი ცოცხალია და ეს ყოველივე მოითხოვს სინანულის კიდევ მრავალ...
link
ყოველგვარი ზრუნვა ზეცისათვის, თუ სინანულით არ არის განსულიერებული, - მკვდარია, არაჭეშმარიტია.
ჩვენი ამპარტავნება, ჩვენი ამპარტავნული აზროვნება, თუ მყისვე არ დავიწყებთ მის მოშთობასა და დათრგუნვას, როგორც ხატზე მთავარანგელოზი მიქაელი თრგუნავს გველს - სატანას (მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის გამოთქმა), უსათუოდ მოახერხებს, და...
იხილეთ სრულად
ჩვენი ამპარტავნება, ჩვენი ამპარტავნული აზროვნება, თუ მყისვე არ დავიწყებთ მის მოშთობასა და დათრგუნვას, როგორც ხატზე მთავარანგელოზი მიქაელი თრგუნავს გველს - სატანას (მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის გამოთქმა), უსათუოდ მოახერხებს, დაამახინჯოს სწორი შეხედულება ჩვენსავე თავზე და საკუთარი დაცემა წარმოგვიდგინოს არც ისე ღრმად, ხოლო კარგი თვისებები - გაცილებით ბრწყინვალედ და საიმედოდ, ვიდრე სინამდვილეშია.
link
გზა სულიერი ცხოვრებისა წარმოუდგენლად რთულია: მაგალითად, მუსიკისა და ფერწერის შესასწავლად რამდენი შრომა, შეცნობა, ჩვევა, სხვადასხვა სახის ვარჯიშია საჭირო, თანაც მრავალი ჩვევა ხელოვნებაში ვითარდება ინტუიციურად, მათი ნათლად გამოთქმა ...
იხილეთ სრულად
გზა სულიერი ცხოვრებისა წარმოუდგენლად რთულია: მაგალითად, მუსიკისა და ფერწერის შესასწავლად რამდენი შრომა, შეცნობა, ჩვევა, სხვადასხვა სახის ვარჯიშია საჭირო, თანაც მრავალი ჩვევა ხელოვნებაში ვითარდება ინტუიციურად, მათი ნათლად გამოთქმა ან გონებით ჩაწვდომა შეუძლებელია. ბევრი რამ ამ შემთხვევაში დამოკიდებულია მასწავლებელზე, სკოლაზე. მაგრამ სულიერი ცხოვრება ხომ უფრო რთულია, უფრო იდუმალი! მასში ხომ ყველაფერი უდიდესი საიდუმლოა, ყველაფერი თითქმის უხილავია! ეს...
link
როგორ შეიძლება სულიერ ცხოვრებაში ხელი მოვკიდოთ საქმეს დაუფიქრებლად, თავდაჯერებულად, სულის რაღაც ბუნდოვან ძახილზე დავემორჩილოთ გაურკვეველ გრძნობებს, მათგან აღძრული გემოვნების მიხედვით განვსაჯოთ ჩვენი შინაგანი ცვლილებანი და განწყობი...
იხილეთ სრულად
როგორ შეიძლება სულიერ ცხოვრებაში ხელი მოვკიდოთ საქმეს დაუფიქრებლად, თავდაჯერებულად, სულის რაღაც ბუნდოვან ძახილზე დავემორჩილოთ გაურკვეველ გრძნობებს, მათგან აღძრული გემოვნების მიხედვით განვსაჯოთ ჩვენი შინაგანი ცვლილებანი და განწყობილებანი. სულიერ ცხოვრებაში საფრთხეც გაცილებით საშინელია, აქ შეიძლება წაგერთვას არა მხოლოდ სახელი და ქონება, როგორც შემოქმედებითი მოღვაწეობის დროს ხდება ხოლმე, - აქ კარგავ მარადიულობას, სიცოცხლეს. აქვე გვეღობება ავი სულები...
link
სინანულის სწორი განწყობა შეიძლება ვისწავლოთ, ასე ვთქვათ, "ხელიდან ხელში", რაც ნიშნავს, ვიპოვოთ თავმდაბალი მოძღვარი, რომელსაც თავად ექნება შემუსვრილი და მონანული სული და ჩვენი ღატაკი სულისთვის პირდაპირ მისგან გადმოვიღოთ ეს ღრმა, მა...
იხილეთ სრულად
სინანულის სწორი განწყობა შეიძლება ვისწავლოთ, ასე ვთქვათ, "ხელიდან ხელში", რაც ნიშნავს, ვიპოვოთ თავმდაბალი მოძღვარი, რომელსაც თავად ექნება შემუსვრილი და მონანული სული და ჩვენი ღატაკი სულისთვის პირდაპირ მისგან გადმოვიღოთ ეს ღრმა, მაცხონებელი, განმაცხოველებელი სულთქმა და სიხარულით აღსავსე სასოება უფლის გამოუთქმელი გულმოწყალების მიმართ. თუ ვერ შევხვდებით ასეთ მასწავლებელს, შეიძლება ეს სწორი განწყობა სინანულისა ვისწავლოთ ეკლესიის წმინდა მამათა გულდასმ...
link
ხიბლი, როდესაც მიეახლება ადამიანს, იქნება ეს აზრით, ოცნებით, დახვეწილი ცრუ წარმოდგენით, გრძნობადი თვალით დანახული რაიმე მოვლენითა თუ გრძნობადი ყურით მოსმენილი ხმით ცისქვეშეთიდან, იგი მუდამ მიეახლება კაცს არა როგორც შეუზღუდავი მბრძ...
იხილეთ სრულად
ხიბლი, როდესაც მიეახლება ადამიანს, იქნება ეს აზრით, ოცნებით, დახვეწილი ცრუ წარმოდგენით, გრძნობადი თვალით დანახული რაიმე მოვლენითა თუ გრძნობადი ყურით მოსმენილი ხმით ცისქვეშეთიდან, იგი მუდამ მიეახლება კაცს არა როგორც შეუზღუდავი მბრძანებელი, არამედ, როგორც მაცდუნებელი, რომელიც მასში ეძებს თანხმობას და ამით იძენს მასზე ძალაუფლებას.
link
გულისთვის წმიდა ჭეშმარიტების დამადასტურებელია: სიჩუმე, სიმშვიდე, სიცხადე, მშვიდობა, სინანულსა და თვითჩაღრმავების განწყობა, საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა, მანუგეშებელი სასოება ღვთისადმი. სიცრუეს, თუნდაც იგი სიკეთით იყოს შენიღბული...
იხილეთ სრულად
გულისთვის წმიდა ჭეშმარიტების დამადასტურებელია: სიჩუმე, სიმშვიდე, სიცხადე, მშვიდობა, სინანულსა და თვითჩაღრმავების განწყობა, საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა, მანუგეშებელი სასოება ღვთისადმი. სიცრუეს, თუნდაც იგი სიკეთით იყოს შენიღბული, გაურკვევლობა, ხასიათის მერყეობა, გაფანტულობა, მეოცნეობა; ანდა სიცრუე მხოლოდ აცდუნებს გულს - თვალთმაქცურად მოჰგვრის მას კმაყოფილებას, თვითკმაობას, რაღაც გაურკვეველ, მღვრიე ტკბობას. ცდუნებული გულის ეს სიამე წააგავს მოჩვე...
link
ხიბლი, მიუხედავად იმისა, ადამიანზე მისი გავლენა შინაგანია, თუ გარეგანი, მუდამ გარედან მოქმედია; კაცს შეუძლია მისი უკუგდება. გული ხიბლის თავდაპირველად მუდამ ერთგვარი ორჭოფობით ხვდება; ეჭვი არ ეპარებათ მათ, რომლებზეც ხიბლმა მტკიცე ძ...
იხილეთ სრულად
ხიბლი, მიუხედავად იმისა, ადამიანზე მისი გავლენა შინაგანია, თუ გარეგანი, მუდამ გარედან მოქმედია; კაცს შეუძლია მისი უკუგდება. გული ხიბლის თავდაპირველად მუდამ ერთგვარი ორჭოფობით ხვდება; ეჭვი არ ეპარებათ მათ, რომლებზეც ხიბლმა მტკიცე ძალაუფლება მოიპოვა. ხიბლი არასდროს გააერთიანებს ცოდვით გახლეჩილ ადამიანებს, არ დაუმშვიდებს სისხლის მოძრაობას, სინანულისთვის არ დამოძღვრავს მოღვაწეს, არ დააკნინებს მისივე თვალში. პირიქით, მასში აღაგზნებს მეოცნებობას, განუხ...
link