ადამიანის გონებას არ ძალუძს სიკეთისა და ბოროტების გარჩევა; შენიღბული ბოროტება მას თითქმის ყოველთვის იოლად ატყუებს. და ეს ერთობ ბუნებრივია: კაცის გონება მცირეწლოვანია, ხოლო ბოროტი გულისსიტყვებით მასთან მეომართ აქვთ ასეთი ბრძოლის, მ...
იხილეთ სრულად
ადამიანის გონებას არ ძალუძს სიკეთისა და ბოროტების გარჩევა; შენიღბული ბოროტება მას თითქმის ყოველთვის იოლად ატყუებს. და ეს ერთობ ბუნებრივია: კაცის გონება მცირეწლოვანია, ხოლო ბოროტი გულისსიტყვებით მასთან მეომართ აქვთ ასეთი ბრძოლის, მზაკვრობისა და ადამიანთა სულების შეპყრობის შვიდიათას წელზე მეტი ხნის გამოცდილება.
link
ბოროტი და კეთილი უნდა განასხვავოს გულმა - ეს მისი საქმეა. მაგრამ კვლავ საჭიროა დრო, სახარებისეული მცნებების გათავისება, რომ გულს განუვითარდეს ნატიფი გემოვნება, რათა გაარჩიოს სუფთა ღვინო ნაყალბევისგან... სანამ გული არ ისწავლის კეთი...
იხილეთ სრულად
ბოროტი და კეთილი უნდა განასხვავოს გულმა - ეს მისი საქმეა. მაგრამ კვლავ საჭიროა დრო, სახარებისეული მცნებების გათავისება, რომ გულს განუვითარდეს ნატიფი გემოვნება, რათა გაარჩიოს სუფთა ღვინო ნაყალბევისგან... სანამ გული არ ისწავლის კეთილისა და ბოროტის გარჩევას, ძალზე სასარგებლოა გამოცდილი რჩევა მოყვასისა, ვინც ერთ წმინდა, ჭეშმარიტ აღმოსავლურ ეკლესიაშია აღზრდილი, ვინც ამ ეკლესიის მიმართ ეძებდა ნეტარ თავისუფლებას და ჰპოვა კიდეც... ეკლესიისადმი განუხრელი ...
link
მყვინთავი ზღვის სიღრმეში ეშვება, რათა ძვირფასი მარგალიტი მოიპოვოს - წმინდა მამებიც მიდიოდნენ უშინაგანეს უდაბნოში, იქ უღრმავდებოდნენ საკუთარ თავს, ნახულობდნენ ნაირგვარ უძვირფასეს მარგალიტებს: ქრისტიანულ სიმდაბლეს, ყრმის უბრალოებასა...
იხილეთ სრულად
მყვინთავი ზღვის სიღრმეში ეშვება, რათა ძვირფასი მარგალიტი მოიპოვოს - წმინდა მამებიც მიდიოდნენ უშინაგანეს უდაბნოში, იქ უღრმავდებოდნენ საკუთარ თავს, ნახულობდნენ ნაირგვარ უძვირფასეს მარგალიტებს: ქრისტიანულ სიმდაბლეს, ყრმის უბრალოებასა და უბოროტობას, ანგელოზთა სადარ უვნებობას, სულიერ განსჯასა და სიბრძნეს - ერთი სიტყვით, პოულობდნენ სახარებას... ერთმა მონაზონმა სისო დიდს უთხრა: "მე მუდამ ღმერთის ხსენებაში ვარ", ღირსმა სისომ უპასუხა: "ეგ არაა დიდი რამ - ...
link
დიდი სიმაღლეა ღმერთის მუდამ ხსენება! მაგრამ ეს მეტად სახიფათოა მაშინ, როცა მისკენ მიმავალი კიბე არ ეყრდნობა სიმდაბლის ურყევ კლდეს.
ნეტარია სული, რომელიც ხედავს საკუთარ თავში დაბუდებულ ცოდვას! ნეტარია სული, რომელიც თავის თავში შეიცნობს პირველმამათა დაცემასა და ძველი ადამის სიძველეს! საკუთარი ცოდვის ასეთი ხედვა არის სულიერი ხედვა, საღმრთო მადლით სიბრმავისგან გა...
იხილეთ სრულად
ნეტარია სული, რომელიც ხედავს საკუთარ თავში დაბუდებულ ცოდვას! ნეტარია სული, რომელიც თავის თავში შეიცნობს პირველმამათა დაცემასა და ძველი ადამის სიძველეს! საკუთარი ცოდვის ასეთი ხედვა არის სულიერი ხედვა, საღმრთო მადლით სიბრმავისგან განკურნებული გონების ხედვა. აღმოსავლეთის წმინდა ეკლესია გვასწავლის მარხვითა და მუხლმოდრეკით გამოვითხოვოთ ღმრთისგან ჩვენი ცოდვების ხედვა.
link
ნეტარია სული, რომელმაც გააცნობიერა ღმრთის წინაშე თავისი სრული უღირსება, განიკითხა საკუთარი თავი, როგორც უბადრუკი და ცოდვილი! იგი ცხონების გზაზე დგას. იგი თავისუფალია თვითცდუნებისგან.
გლოვისა და სინანულის გრძნობა ერთადერთია, რაც ესაჭიროება სულს, რომელიც უფლისგან საკუთარ ცოდვათა მიტევებას ითხოვს. ეს კეთილი ნაწილია! თუ იგი აირჩიე, ნუ დაკარგავ მას! ნუ გაცვლი ამ საგანძურს ფუჭ, ცრუ, იძულებით მოჩვენებით მადლმოსილ შეგ...
იხილეთ სრულად
გლოვისა და სინანულის გრძნობა ერთადერთია, რაც ესაჭიროება სულს, რომელიც უფლისგან საკუთარ ცოდვათა მიტევებას ითხოვს. ეს კეთილი ნაწილია! თუ იგი აირჩიე, ნუ დაკარგავ მას! ნუ გაცვლი ამ საგანძურს ფუჭ, ცრუ, იძულებით მოჩვენებით მადლმოსილ შეგრძნებებზე, ნუ წარწყმდები საკუთარი თავის ცდუნებით.
link
ყველა წმინდანს თავი ღმრთის უღირსად მიაჩნდა - ამით კი ავლენდნენ საკუთარ ღირსებას - სიმდაბლეს.
ლოცვისას მთლიანად სინანულს ჩაუღრმავდი. არსებობს განახლებული მდგომარეობა - ეს იცი - თუმცა ძველ მდგომარეობაში იმყოფები! ამიტომ მუდამ თან უნდა გდევდეს გლოვა და მაცხოვნებელი მწუხარება. უარყავ თავი შენი; მიბაძე წმინდა მოციქულს და ნუ შე...
იხილეთ სრულად
ლოცვისას მთლიანად სინანულს ჩაუღრმავდი. არსებობს განახლებული მდგომარეობა - ეს იცი - თუმცა ძველ მდგომარეობაში იმყოფები! ამიტომ მუდამ თან უნდა გდევდეს გლოვა და მაცხოვნებელი მწუხარება. უარყავ თავი შენი; მიბაძე წმინდა მოციქულს და ნუ შერაცხ უპატიოსნეს სულისა შენისა შენს თავს(შდრ. საქმე 20,24)! იგი შეაფასე მხოლოდ საკუთარი თავის განკითხვით. იყავი უანგარო ღმრთის წინაშე. არაფრით მისცე ნება თავს, რომ მადლის მოლოდინში იყო - ეს არის თვითცდუნებულთა, ჭეშმარიტებ...
link