
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
ლოცვისას მთლიანად სინანულს ჩაუღრმავდი. არსებობს განახლებული მდგომარეობა - ეს იცი - თუმცა ძველ
ლოცვისას მთლიანად სინანულს ჩაუღრმავდი. არსებობს განახლებული მდგომარეობა - ეს იცი - თუმცა ძველ მდგომარეობაში იმყოფები! ამიტომ მუდამ თან უნდა გდევდეს გლოვა და მაცხოვნებელი მწუხარება. უარყავ თავი შენი; მიბაძე წმინდა მოციქულს და ნუ შერაცხ უპატიოსნეს სულისა შენისა შენს თავს(შდრ. საქმე 20,24)! იგი შეაფასე მხოლოდ საკუთარი თავის განკითხვით. იყავი უანგარო ღმრთის წინაშე. არაფრით მისცე ნება თავს, რომ მადლის მოლოდინში იყო - ეს არის თვითცდუნებულთა, ჭეშმარიტებისაგან განგდებულთა მდგომარეობა და სწავლება. ისწრაფე, საკუთარი ცოდვები დაინახო, და ეცადე, მათზე იგლოვო - ესაა შენი საქმე. ხოლო ღმერთი აღასრულებს თავის საქმეს, რადგან იგი სარწმუნოა, აღგითქვა და აღგისრულებს კიდეც. მადლი მისია, ბოძებაც მისი ნებაა. რამდენიც უნდა განბანო შენი სამოსი, მაინც ნუ მიიჩნევ მას სპეტაკად, სულიერი ქორწილისთვის შესაფერისად - მსაჯულად ღმერთი გყავს.
|