რამდენიმე წლის წინ, ერთმა ჟურნალისტმა ლ. ც.-მ მთხოვა, მათი გაზეთისთვის მომეთხრო ჩემი მოგონებები მამა გაბრიელზე, თუმცა შემდეგ კარგა ხანს აღარ გამოჩენილა. ვფიქრობდი, ალბათ ღვთის ნება არ არის-მეთქი. თან იმგვარი აზრიც მიყალიბდებოდა, რ...
იხილეთ სრულად
რამდენიმე წლის წინ, ერთმა ჟურნალისტმა ლ. ც.-მ მთხოვა, მათი გაზეთისთვის მომეთხრო ჩემი მოგონებები მამა გაბრიელზე, თუმცა შემდეგ კარგა ხანს აღარ გამოჩენილა. ვფიქრობდი, ალბათ ღვთის ნება არ არის-მეთქი. თან იმგვარი აზრიც მიყალიბდებოდა, რომ თითქოს ჯერ მთავარი სათქმელი არ მქონდა მოფიქრებული და ინტერვიუც ამიტომ ყოვნდებოდა. როგორც კი მივხვდი ამ სათქმელს, მყისიერად გონებაში ვიღაცამ მიკარნახა, ხვალ ეს შეხვედრა შედგებაო. სწორედ იმ დროს, როდესაც ეს მოხდა, მამა ...
link
ერთხელ, მეგობარმა დ. კ.-მ სტუმრად თავისი ახლობელი ავადმყოფი გოგონა მომიყვანა, რომელიც შეპყრობილი იყო. იგი მამა გაბრიელის ნაწოლ ტახტზე დავსვით და ამ წმინდა ბერის ნაქონი სკვნილი დავკიდეთ გულზე. რამდენიმე წუთში მან თქვა: ძალიან დავწყ...
იხილეთ სრულად
ერთხელ, მეგობარმა დ. კ.-მ სტუმრად თავისი ახლობელი ავადმყოფი გოგონა მომიყვანა, რომელიც შეპყრობილი იყო. იგი მამა გაბრიელის ნაწოლ ტახტზე დავსვით და ამ წმინდა ბერის ნაქონი სკვნილი დავკიდეთ გულზე. რამდენიმე წუთში მან თქვა: ძალიან დავწყნარდი, ჩემში სიმშვიდე და ნათელი შემოვიდაო. ეს სკვნილი ზოგჯერ თაფლის და ზეთის კეთილსურნელებას აფრქვევს. ანალოგიურ სურნელებას გამოსცემდა მამა გაბრიელის საფლავის მიწა, რომელიც სახლში მქონდა მოტანილი. ზოგჯერ ეს იმდენად მძაფრ...
link
რამდენიმე წლის წინ სოფ. ბერშვეთში ვისვენებდით ნათესავებთან. ერთ ღამეს ჩემს დას მამა გაბრიელი ესიზმრა, რომელიც იმ სახლის შემოსასვლელთან კუთხეში იდგა, ხელში ჩამწვარი სანთლები ეჭირა და ჩემს დას მკაცრად ეუბნებოდა, ეს სანთლები აქედან მ...
იხილეთ სრულად
რამდენიმე წლის წინ სოფ. ბერშვეთში ვისვენებდით ნათესავებთან. ერთ ღამეს ჩემს დას მამა გაბრიელი ესიზმრა, რომელიც იმ სახლის შემოსასვლელთან კუთხეში იდგა, ხელში ჩამწვარი სანთლები ეჭირა და ჩემს დას მკაცრად ეუბნებოდა, ეს სანთლები აქედან მოაშორეთო. ვერ მივხვდით, რას ნიშნავდა ეს სიზმარი - სანთელი ხომ ერთ-ერთი საეკლესიო სიწმინდეა. როდესაც ეს სიზმარი იქაურ მეზობელს ვუამბეთ, მან გვითხრა: სანამ თქვენ ჩამოხვიდოდით, აქ თქვენი ახლობელი ქალი რომ ცხოვრობდა მცირე ხნ...
link
ერთხელ მე და ჩემი და მეგობარ და-ძმასთან გ. გ.-სა და ნ. გ.-სთან ვიყავით მოსანახულებლად. მათ დედა ჰყავდათ ძალიან ცუდად და ისე დაემთხვა, რომ ჩვენი იქ ყოფნის დროს კომაში ჩავარდა. უეცრად მეც და ჩემს დასაც ერთდროულად გაგვიჩნდა სურვილი, ...
იხილეთ სრულად
ერთხელ მე და ჩემი და მეგობარ და-ძმასთან გ. გ.-სა და ნ. გ.-სთან ვიყავით მოსანახულებლად. მათ დედა ჰყავდათ ძალიან ცუდად და ისე დაემთხვა, რომ ჩვენი იქ ყოფნის დროს კომაში ჩავარდა. უეცრად მეც და ჩემს დასაც ერთდროულად გაგვიჩნდა სურვილი, რომ მომაკვდავისთვის გულზე მამა გაბრიელის სურათი დაგვედო. ასეც მოვიქეცით. ათიოდე წუთის შემდეგ ავადმყოფს მომჯობინება დაეტყო. ჯერ სრულად არ იყო გონს მოსული, რომ შვილს ჰკითხა: "გულზე რა წამისვით? რა კარგად ვარ, როგორ მსიამოვ...
link
ერთ ჩემს მეგობარს გ. ა.-ს ყურის ბიბილოზე სიმსივნე გაუჩნდა და ვერცერთმა ექიმმა და ვერანაირმა სამკურნალო პრეპარატმა ვერ მოურჩინა. იგი თავადაც ექიმი იყო. უეცრად მამა გაბრიელის ზეთი გახსენებია და ყურზე უცხია. პირველი წასმის შემდეგ მკვ...
იხილეთ სრულად
ერთ ჩემს მეგობარს გ. ა.-ს ყურის ბიბილოზე სიმსივნე გაუჩნდა და ვერცერთმა ექიმმა და ვერანაირმა სამკურნალო პრეპარატმა ვერ მოურჩინა. იგი თავადაც ექიმი იყო. უეცრად მამა გაბრიელის ზეთი გახსენებია და ყურზე უცხია. პირველი წასმის შემდეგ მკვრივი წარმონაქმნი დარბილებულა, მეორედ - დაშლა დაუწყია, მესამე ცხებისას კი სრულიად გამქრალა.
link
ერთხელ, საშინელი კბილის ტკივილი მაწუხებდა და წმინდა ზეთი ვიცხე თუ არა, მაშინვე დამიამდა. ჩემს მეგობარს ლ. ს.-ს კი კანზე გამონაყარი, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა, ამ ზეთის ცხებისთანავე გაუქრა. გარდა ამისა, იგი სულიერადაც სა...
იხილეთ სრულად
ერთხელ, საშინელი კბილის ტკივილი მაწუხებდა და წმინდა ზეთი ვიცხე თუ არა, მაშინვე დამიამდა. ჩემს მეგობარს ლ. ს.-ს კი კანზე გამონაყარი, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა, ამ ზეთის ცხებისთანავე გაუქრა. გარდა ამისა, იგი სულიერადაც საშინელ მდგომარეობაში იყო: ხშირად საკუთარი დასაფლავების პროცესია და კუბო ცხადად ელანდებოდა, რაც, სავარაუდოდ, სახლში ნაპოვნი მრავალნაირი ჯადოთი და ეკლესიური ცხოვრების შეწყვეტით იყო გამოწვეული. ამგვარი სულიერი მდგომარეობა მი...
link
ერთხანს ძალიან განვიცდიდი ჩემს უსინათლობას და განსაკუთრებული გულმოდგინებით ვევედრებოდი უფალს, რომ თვალისჩინი დაებრუნებინა (ამ დროს მამა გაბრიელი უკვე რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო). ერთ ღამეს იგი სიზმარში მეჩვენა, მკაცრი და მრისხ...
იხილეთ სრულად
ერთხანს ძალიან განვიცდიდი ჩემს უსინათლობას და განსაკუთრებული გულმოდგინებით ვევედრებოდი უფალს, რომ თვალისჩინი დაებრუნებინა (ამ დროს მამა გაბრიელი უკვე რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო). ერთ ღამეს იგი სიზმარში მეჩვენა, მკაცრი და მრისხანე ხმით მეუბნებოდა: რატომ არ აცლი უფალს, ბოლომდე გამოგრწვთნას და რატომ ითხოვ განსაცდელიდან მალე გამოყვანას? ჯერ ნუ სთხოვ უფალს მორჩენას, დააცადე! როდესაც გავიღვიძე, ვილოცე და უფალს და მამა გაბრიელს შევთხოვე, თუ ეს სიზმა...
link
ბერთან, კელიაში, ჩვენთან ერთად სხვა მორწმუნეებიც იყვნენ ხოლმე. ერთხელ, ერთ-ერთმა მათგანმა აღმოაჩინა, რომ რაღაც ნივთი დაკარგვოდა. მთელ ოთახში ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ კელია იმდენად პატარა იყო, ჩვენ ძლივს ვეტ...
იხილეთ სრულად
ბერთან, კელიაში, ჩვენთან ერთად სხვა მორწმუნეებიც იყვნენ ხოლმე. ერთხელ, ერთ-ერთმა მათგანმა აღმოაჩინა, რომ რაღაც ნივთი დაკარგვოდა. მთელ ოთახში ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ კელია იმდენად პატარა იყო, ჩვენ ძლივს ვეტეოდით, მამა გაბრიელმა მაშინვე მიუთითა დაკარგული ნივთის ადგილსამყოფელზე, არადა, ნივთი ისეთ ადგილას ეგდო, რომ მისი დანახვა ყოვლად შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ, კელიიდან, მამა გაბრიელთან ერთად, ტაძარში ჩავედით. იგი იქვე ხის ...
link
ყოფილა შემთხვევა, როცა სამთავროს მონასტერში ვაპირებდით ჩასვლას და ამის შესახებ მამა გაბრიელს წინასწარ ხმამაღლა ხალხში უთქვამს. დაუსახელებია ყველას ვინაობა, ჩემი ჩათვლით, ვინც მასთან უნდა მივსულიყავით
ერთხანს მუცლის საშინელი ტკივილი მტანჯავდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც მუშტს მირტყამდა მუცლის არეში. სწორედ იმ პერიოდში გაბრიელ ბერის საფლავზე მოვხვდი. ჩემმა დამ საფლავიდან ერთი ყვავილი მოწყვიტა და პირში ჩამიდო, გადაყლაპე...
იხილეთ სრულად
ერთხანს მუცლის საშინელი ტკივილი მტანჯავდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც მუშტს მირტყამდა მუცლის არეში. სწორედ იმ პერიოდში გაბრიელ ბერის საფლავზე მოვხვდი. ჩემმა დამ საფლავიდან ერთი ყვავილი მოწყვიტა და პირში ჩამიდო, გადაყლაპეო. მეც დავემორჩილე და სწორედ ამ დროს კიდევ ერთხელ ვიგრძენი უძლიერესი დარტყმა მუცელში, ხოლო მას შემდეგ ტკივილი საერთოდ გამიქრა.
link