წმ. გრიგოლ დიოლოღოსი - ციტატები, ამონარიდები
მდიდარი გარდაცვალების შემდეგ ვერაფერს წაიღებს თან. თვისი სიმდიდრე თან მას მიაქვს, ვინც გლახაკებს დაურიგა.
მოდით, ვეცადოთ, რათა ქონება, რომელიც უნდა განქარდეს, შევცვალოთ ჯილდოდ, რომელიც მარადიულად ჰგიებს.
როგორც ჯებირებში მომწყვდეული წყალი მიილტვის მაღლა, საკუთარ დინებას მიცემული, იღვრება ყველა მხარეს და მიისწრაფის დაბალი ადგილებისაკენ, ასევე სულიც, დაჯილდოვებული კეთილგონიერი მდუმარებით, იგი თავის თავში გროვდება და მიისწრაფის მაღლა... იხილეთ სრულად
ვეცადოთ, რომ ქონება, რომელიც ღირსია დაიღუპოს, იმ ჯილდოდ შეცვალოთ, რომელიც არასდროს იღუპება.
პირფერნი თვით იმ ნაკლოვანებისთვისაც კი გვაქებენ, რომლებიც თვითონვე არ მოგვწონს საკუთარ თავში.
ღვთისთვის გაცილებით ადვილია იმის აღდგენა, რაც უკვე იყო, ვიდრე – შექმნა იმისა, რაც არასოდეს ყოფილა.