ძველი პატერიკი - ციტატები, გამონათქვამები

ძველი პატერიკი - ციტატები, გამონათქვამები ძველი პატერიკი | გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ერთმა ძმამ ბერს კითხა: "როგორ მოვიქცე მამაო? სამარცხვინო ზრახვები მანადგურებენ". ბერმა მიუგო: - "როდესაც დედას სურს, რომ ბავშვი ძუძუს მოსწყვიტოს, მწარე ზღვის ხახვს ისვამს. ბავშვი, ჩვეულებისამებრ, მივარდება ძუძუს, მაგრამ სიმწრის გამო სწრაფად განაგდებს. "ასევე, შენც, თუ გსურს, შენი ზრახვები სიმწარით დაფარე". ძმამ კვლავ ჰკითხა: "როგორი სიმწარით უნდა დავფარო?" "სიკვდილის ხსოვნით და მომავალი ცხოვრების სატანჯველზე ფიქრით". - უპასუხა ბერმა. ერთმა ძმამ ბერს კითხა: როგორ მოვიქცე მამაო?

ნუ განიკითხავ მემრუშეს, განა თვითონ კი კეთილგონიერი ხარ? თვით შენც ხომ მასავით დაარღვევ კანონს, თუ მას განიკითხავ; რამეთუ თქმულ არს: "არა იმრუშო" (მათე 5, 27) და კიდევ: "ნუ განიკითხავთ" (მათე. 7, 1). ნუ განიკითხავ მემრუშეს, განა თვითონ კი

საკუთარი კეთილი საქმეების გამამჟღავნებელი ჰგავს მიწის ზედაპირზე მთესველს: მოფრინდებიან ზეციური ჩიტები და აკენკავენ მარცვლებს. თავისი ცხოვრების დამფარავი კი ხნულში მთესველს ჰგავს: იგი უხვ მოსავალს მოიწევს. საკუთარი კეთილი საქმეების გამამჟღავნებელი

მკაცრი სიტყვა კარგსაც სულელად გახდის, მოკრძალებულ ნათქვამს კი ყველასთვის სარგებლობა მოაქვს. მკაცრი სიტყვა კარგსაც სულელად გახდის

სასოწარკვეთილება არ უნდა დაგეუფლოს იმ ბრძოლის გამო, რომელსაც ზრახვები აღძრავენ. თუ მათ მოშურნედ ვეწინააღმდეგებით, ეს ბრძოლა უნათლეს გვირგვინებს გვიმზადებს. სასოწარკვეთილება არ უნდა დაგეუფლოს იმ ბრძოლის

ერთმა ბერმა თქვა: "საოცარი საქმეა! ჩვენ ისე ვლოცულობთ, რომ ღმერთს ესმის და ხედავს ჩვენს სიტყვებს; ხოლო როდესაც ვცოდავთ, ისე ვიქცევით, თითქოს იგი ვერ ვხედავდეთ. ერთმა ბერმა თქვა: საოცარი საქმეა! ჩვენ ისე

როდესაც ცხოველს თვალებს აუხვევენ, მაშინ იგი წრიულად დადის; მას რომ თვალები ახვეული არ ჰქონდეს, იგი ასე არ ივლიდა; ასევეა ეშმაკიც: თუ შეძლებს, ადამიანს თვალები დაუბნელოს, ცოდვის ყველა სახეობაში აგდებს მას. როდესაც ადამიანს თვალები გახელილი აქვს, იგი თავს არიდებს ეშმაკის საცდურებს. როდესაც ცხოველს თვალებს აუხვევენ, მაშინ იგი

ყველა სათნოებაზე აღმატებული გონიერებაა ყველა სათნოებაზე აღმატებული გონიერებაა

ერთი ბერი მეორესთან მივიდა; საუბრისას ერთმა მათგანმა მეორეს უთხრა: "მე მოვკვდი სოფლისათვის". მეორემ უპასუხა: "ნუ გექნება საკუთარი თავის იმედი მანამ, ვიდრე ამ სხეულიდან არ გახვალ; რადგან თუმცა ამბობ, რომ მოკვდი, სამაგიეროდ, სატანა არ მომკვდარა". ერთი ბერი მეორესთან მივიდა; საუბრისას ერთმა

ვინც ხელზე ზეთს ისხამს, რათა ავადმყოფს აცხოს იგი, თვითონ უწინარეს იღებს ზეთის ცხიმს; ასევეა ძმისთვის მლოცველი (და საერთოდ, მოყვასის სარგებლისათვის მზრუნველი და მისთვის სიკეთის მკეთებელი), ვიდრე მას მოუტანს სარგებელს, თვითონ ღებულობს მას. ვინც ხელზე ზეთს ისხამს, რათა ავადმყოფს აცხოს

ძველი პატერიკი | გამონათქვამები, ციტატები

1