ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

განუწყვეტლივ იმეორეთ იესოს ლოცვა; დაუღალავად იღვაწეთ; იყავით თავშეკავებულნი; ილოცეთ; უბრალო და მოკრძალებული სამოსი ატარეთ; სასულიერო წიგნები იკითხეთ განუწყვეტლივ იმეორეთ იესოს < =_1>ლოცვა;

იღაღადეთ ღვთის სახელი. ღმერთი მზადაა შეეწიოს ყველას, ვინც ითხოვს. ნუ გავიწყდებათ იესოს ლოცვა. იღაღადეთ ღვთის სახელი. ღმერთი მზადაა შეეწიოს

მოძღვარს ან ძმას – მონაზონს ნუ აწყენინებ, რადგან ასეთ დროს სულის სიმშვიდეს მეყსეულად კარგავ, იესოს ლოცვას წყვეტ და გულისსიტყვებით ივსები. კურნება აღსარებაა, ცხარე ცრემლები და შენდობის გულწრფელად თხოვნა. მოძღვარს ან ძმას – მონაზონს ნუ აწყენინებ

შვილო, იზრუნე შენი სულისთვის, წმინდა მამათა მსგავსად იფიქრე, იმეორე იესოს ლოცვა, რომელიც საფუძვლიანად განამტკიცებს შენს სულს. შვილო, იზრუნე შენი სულისთვის, წმინდა მამათა

ნუ გაგაკვირვებს, შვილო, სიძვის გულისსიტყვები, ოღონდ მათი თავიდან აცილების ხერხი ისწავლე. ეს ცოდნა გაანახევრებს მათ და შენ ძლევის გვირგვინით შეგამკობს.
როგორც კი წარმოსახვაში ის პიროვნება გამოჩნდება, ვის გამოც ბილწი გულისსიტყვები გიჩნდება, მაშინვე, ოდნავი დაყოვნების გარეშე, განაგდე მისი სახე ისე, როგორც ხუჭავ თვალებს, როცა რაიმეს დანახვა არ გინდა; ეშმაკზე განრისხებულმა სწრაფად, ტკივილითა და ცრემლებით იმეორე იესოს ლოცვა და მაშინ დაინახავ, როგორ მოგშორდება ბოროტი გულისსიტყვა.
ხოლო თუ წარმოსახვა ძლიერდება, მაშინ შენს გონებაში დაანაწევრე და დაამახინჯე წარმოსახული სახე, რომ ზიზღმა განდევნოს მისგან მოტანილი ტკბობა. ნუ გაგაკვირვებს, შვილო, სიძვის გულისსიტყვები

ადამიანი უნდა გაფრთხილდეს, რომ მაცდურს წარმოდგენის ჩამოყალიბების საშუალება არ მისცეს, რადგან ჯერ წარმოდგენა ჩნდება, შემდეგ გულისსიტყვა, ბოლოს კი – ბილწი ტკბობა. ასე რომ, როცა მღვიძარების მეშვეობით ეშმაკს ბოროტი წარმოსახვის ჩამოყალიბების საშუალებას არ ვაძლევთ და თან იესოს ლოცვას ვამბობთ, სატანის შეჭირვებისგან ვთავისუფლდებით და ღმერთი გვირგვინს გვიბოძებს იმ კეთილი განზრახვის გამო, რომ გვსურს სათნოვეყოთ მას. ადამიანი უნდა გაფრთხილდეს, რომ მაცდურს

მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა, რადგან ეს ყველაფერში დაგეხმარება, ყოველგვარ დაბრკოლებას განაქარვებს და წმინდა მიზანს მიაღწევ. მუდმივად იმეორე იესოს < =_1>ლოცვა, რადგან ეს

როცა სულში მშვიდობა გაქვს, უდებებას ნუ მიეცემი, არამედ ილოცე, საბრძოლველად მოემზადე. თავი გაიმხნევე. განსაცდელების ნუ გეშინია. ცვლილებებს ყველა განიცდის, მაგრამ ბრძოლაში მოთმინება და გულმოდგინებაა საჭირო. მართალი დღეში ათასჯერაც რომ დაეცეს, ისევ წამოდგება და ეს გამარჯვებად ჩაეთვლება. მუდმივი სინანული, განუწყვეტლივ ღვთის მოწყალების მოხმობა – ამას ნიშნავს იესოს ლოცვა.
ხოლო მლოცველისთვის ლოცვის მიმნიჭებელ ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა დიდება და მადლობა უკუნისამდე. ამინ. როცა სულში მშვიდობა გაქვს, უდებებას ნუ

გულისსიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ; საჭიროა მათი სრული უგულებელყოფა. იესოს ლოცვა და სიკვდილის ხსენება გქონდეს და ნახავ, როგორ შეიცვლის ეშმაკი იერს. გულისსიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ; საჭიროა

თამამად ენდე „ბრძოლვილთა შემწეს“, ზესთამბრძოლს, ჩვენი უტკბესი იესოს ლოცვა გონებით იმეორე და მხნედ ებრძოლე ეშმაკის მიერ მოტანილ გულისსიტყვებსა და წარმოდგენებს.
გახსოვდეს ეს უწმინდესი სახელი, რომლისგანაც ძრწიან ბნელეთის ძალები. თამამად ენდე ბრძოლვილთა შემწეს, ზესთამბრძოლს

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3