ცოდვას, როგორც ცეცხლსა და შხამიან გველს, ისე გაექეცი და ლოცვით იესოსკენ ისწრაფე, ის კი სასწაულებრივად გიხსნის. იესოსთვის ყველაფერი მსხვერპლად გაიღე, რადგან იგი ღირსია მსხვერპლად შევწიროთ ყოველგვარი სიყვარული.
ქრისტეს ტარიგი კილიკიის ქალაქ პომპეოპოლში გაემგზავრა, სადაც იმჟამად წარმართული კერპის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საკერპოში შეიპარა, ცრუღვთაების ოქროს ქანდაკს ხელი მოჰკვეთა, დაანაწევრა და გლახაკებს დაურიგა. კერპის ხელის გაქრობა...
იხილეთ სრულად
ქრისტეს ტარიგი კილიკიის ქალაქ პომპეოპოლში გაემგზავრა, სადაც იმჟამად წარმართული კერპის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საკერპოში შეიპარა, ცრუღვთაების ოქროს ქანდაკს ხელი მოჰკვეთა, დაანაწევრა და გლახაკებს დაურიგა. კერპის ხელის გაქრობამ ქალაქში შფოთი და განგაში გამოიწვია, ეჭვმიტანილებს აკავებდნენ, დასაკითხად მიჰყავდათ და აწამებდნენ. სოზონტმა არ ისურვა, უდანაშაულოთა ტანჯვის მიზეზი გამხდარიყო, ნებით წარდგა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) წინაშე...
link
ერთხელ, მონასტრიდან მორჩილების საქმეზე გასულმა ნეტარმა შენიშნა ხომალდი, რომელზეც ქრისტესთვის პყრობილები იმყოფებოდნენ. ნეტარი რაისა ნებით შეუერთდა ტყვეებს. როცა ხომალდი ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში გაჩერდა, რაისა (ირიადა) პირველი გადას...
იხილეთ სრულად
ერთხელ, მონასტრიდან მორჩილების საქმეზე გასულმა ნეტარმა შენიშნა ხომალდი, რომელზეც ქრისტესთვის პყრობილები იმყოფებოდნენ. ნეტარი რაისა ნებით შეუერთდა ტყვეებს. როცა ხომალდი ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში გაჩერდა, რაისა (ირიადა) პირველი გადასცეს საწამებლად და მახვილით განგმირეს. მის შემდეგ სხვა მარტვილებმაც სისხლის დათხევით დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება ჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი.
link
განრისხებულმა მეფემ განკარგულება გასცა, ქალაქგარეთ გაეყვანათ მოწამე და თავი მოეკვეთათ. განაჩენის აღსრულება ორ მსახურს - თეოდულეს და ტიმოთეს დაევალა. გზაში მათ დააპირეს, ძალა ეხმარათ უფლის რჩეულზე, მაგრამ, როგორც კი ეს ბილწი აზრი თ...
იხილეთ სრულად
განრისხებულმა მეფემ განკარგულება გასცა, ქალაქგარეთ გაეყვანათ მოწამე და თავი მოეკვეთათ. განაჩენის აღსრულება ორ მსახურს - თეოდულეს და ტიმოთეს დაევალა. გზაში მათ დააპირეს, ძალა ეხმარათ უფლის რჩეულზე, მაგრამ, როგორც კი ეს ბილწი აზრი თავში გაივლეს, ხელები შეახმათ. მაშინ, შეშინებულებმა, ირწმუნეს ქრისტე და სინანულით ფეხებში ჩაუვარდნენ ერმიონიას.
link
რამდენიმე ხნის შემდეგ მაქსიმიანემ მაინც შეიტყო, სად იმყოფებოდა ნეტარი ანთიმოზი და მის შესაპყრობად მხედართა რაზმი გაგზავნა. ეპისკოპოსი მეომრებს გზაში შეხვდა, მაგრამ მათ ვერ იცნეს იგი, წმიდანმა მთელი რაზმი ისტუმრა, კეთილად უმასპინძლ...
იხილეთ სრულად
რამდენიმე ხნის შემდეგ მაქსიმიანემ მაინც შეიტყო, სად იმყოფებოდა ნეტარი ანთიმოზი და მის შესაპყრობად მხედართა რაზმი გაგზავნა. ეპისკოპოსი მეომრებს გზაში შეხვდა, მაგრამ მათ ვერ იცნეს იგი, წმიდანმა მთელი რაზმი ისტუმრა, კეთილად უმასპინძლა და მხოლოდ შემდეგ გაუმხილა თავისი ვინაობა. მხედრები შეწუხდნენ, სურდათ, დაეტოვებინათ მღვდელმთავარი და იმპერატორისთვის განეცხადებინათ, იგი ვერ ვიპოვეთო; მაგრამ წმიდა ანთიმოზი ამაზე არ დათანხმდა. მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე ...
link
სიკვდილით დასასჯელად გაყვანის წინ ნეტარს ყელზე სახარება დაჰკიდეს. გამოითხოვა რა დრო ლოცვისათვის, მან სახარება გაშალა და კვლავ ქადაგება დაიწყო. იმ დღეს მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტეს მაცხოვარება. უეცრად ზეგარდმო გაისმა: "ნეტარ ...
იხილეთ სრულად
სიკვდილით დასასჯელად გაყვანის წინ ნეტარს ყელზე სახარება დაჰკიდეს. გამოითხოვა რა დრო ლოცვისათვის, მან სახარება გაშალა და კვლავ ქადაგება დაიწყო. იმ დღეს მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტეს მაცხოვარება. უეცრად ზეგარდმო გაისმა: "ნეტარ ხარ შენ, ევპლიოს, ჩემო სახიერო და ერთგულო მონავ, შემოვედ სიხარულსა უფლისა შენისასა!" სულით განმხიარულებულმა მარტვილმა მადლობა შესწირა ზეცათა მეუფეს და მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს
link
მარტვილი რკინის ცხაურით გავარვარებულ ნაღვერდალზე დააწვინეს. მსახურები ზემოდან აწვებოდნენ ნეტარის სხეულს და მის წამებას აძლიერებდნენ. წმიდა ლავრენტიმ მსაჯულებს მიაპყრო თვალები და თქვა: "ერთი მხარე უკვე გამოცხვა, გადმომაბრუნეთ!" შემ...
იხილეთ სრულად
მარტვილი რკინის ცხაურით გავარვარებულ ნაღვერდალზე დააწვინეს. მსახურები ზემოდან აწვებოდნენ ნეტარის სხეულს და მის წამებას აძლიერებდნენ. წმიდა ლავრენტიმ მსაჯულებს მიაპყრო თვალები და თქვა: "ერთი მხარე უკვე გამოცხვა, გადმომაბრუნეთ!" შემდეგ, უკვე სულთმობრძავმა, ხმა-ჰყო: "გმადლობ, უფალო იესო ქრისტე, რამეთუ ღირს-მყავ შენს ბჭეთა შორის განსვლისა", და აღესრულა.
link
სამსჯავროდან გასულ უფლის რჩეულს ეპისკოპოსი თეოტეკნი შეხვდა და ტაძარში შეიყვანა. მღვდელმთავარმა ნეტარს ჯერ სახარებაზე მიუთითა, შემდეგ კი ქამარში ჩამაგრებულ მახვილზე და უთხრა: "აირჩიე ან წიგნი ცხოვრებისა, რომელშიც ჩაიწერება შენი სახ...
იხილეთ სრულად
სამსჯავროდან გასულ უფლის რჩეულს ეპისკოპოსი თეოტეკნი შეხვდა და ტაძარში შეიყვანა. მღვდელმთავარმა ნეტარს ჯერ სახარებაზე მიუთითა, შემდეგ კი ქამარში ჩამაგრებულ მახვილზე და უთხრა: "აირჩიე ან წიგნი ცხოვრებისა, რომელშიც ჩაიწერება შენი სახელი, როგორც ზეციური მეუფის მხედრისა, ან მახვილი, რომლითაც მიწიერ მეფეს ემსახურები". მარინი ოდნავადაც არ შეყოყმანებულა - წმიდა სახარებისკენ გაიშვირა ხელი. თეოტეკნმა განამტკიცა, აკურთხა ნეტარი და უთხრა: "მიიღე ის, რაც ირჩი...
link
ედესაში იმპერატორმა ვალენტიმ საეპისკოპოსო ტახტზე უკანონოდ აღასაყდრა არიანელი ცრუეპისკოპოსი ლუპუსი (რაც მგელს ნიშნავს), რომელმაც საქმით გაამართლა თავისი სახელი. ედესის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ, ღვთისმსახურებმაც და მრევლმაც, შეწ...
იხილეთ სრულად
ედესაში იმპერატორმა ვალენტიმ საეპისკოპოსო ტახტზე უკანონოდ აღასაყდრა არიანელი ცრუეპისკოპოსი ლუპუსი (რაც მგელს ნიშნავს), რომელმაც საქმით გაამართლა თავისი სახელი. ედესის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ, ღვთისმსახურებმაც და მრევლმაც, შეწყვიტა მწვალებელთაგან დაპყრობილ ტაძრებში სიარული. ისინი ქალაქგარეთ იკრიბებოდნენ და ღია ცის ქვეშ აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას.როცა ამის შესახებ შეიტყო, იმპერატორმა ეპარქ მოდესტოსს უბრძანა, დაეხოცა ყველა ქრისტიანი, რომელიც...
link
იცით, ამ წიგნში ვის და რის შესახებ გვინდა გიამბოთ? - იმ წარმართ იმპერატორთა შესახებ, რომლებმაც, უპირველეს საქმედ, ქრისტიანთა დევნა-წამება გაიხადეს. ქრისტიანთა დევნა იესუ ქრისტეს დაბადებიდანვე დაიწყო. იესუს შობამ ზეციური სამყა...
იხილეთ სრულად
იცით, ამ წიგნში ვის და რის შესახებ გვინდა გიამბოთ? - იმ წარმართ იმპერატორთა შესახებ, რომლებმაც, უპირველეს საქმედ, ქრისტიანთა დევნა-წამება გაიხადეს.ქრისტიანთა დევნა იესუ ქრისტეს დაბადებიდანვე დაიწყო. იესუს შობამ ზეციური სამყარო შეძრა - მისი შობის ადგილს ბრწყინვალე ვარსკვლავი დაადგა, ანგელოზებმა, უფლის შობა, უბრალო ადამიანებს - მწყემსებს ახარეს.დიახ! ანგელოზთა დასი გალობდა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნ...
link