
113. სახლის ნივთია ჭურჭელი და საჭმელი, გონების ნივთი კი ესაა ცუდმედიდობა და გემოთმოყვარეობა.
113. სახლის ნივთია ჭურჭელი და საჭმელი, გონების ნივთი კი ესაა ცუდმედიდობა და გემოთმოყვარეობა.
ცეცხლის საზრდო - შეშაა, მრისხანებისა კი - ცუდმედიდობა და ზესთამჩენობა, ანუ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე.
98. ყველა ბოროტების მიზეზია ცუდმედიდობა და სიამეთმოყვარეობა. ვინც ამათ არ მოიძაგებს, ვერ აღმოფხვრის ვნებას.
157. მართლაც, ისევე როგორც სათნოებებს ბუნებრივად შობს შეჭირვებანი და შეურაცხებანი, ასევე ბოროტებებსაც – სიამენი და ცუდმედიდობანი.
127. როდესაც ხედავ მავანს, მრავალი უპატიობის გამო დამწუხრებულს, შეიცანი, რომ იგი, ცუდმედიდობის გულისზრახვებით აღვსილი, სიმწრით იმკის გულის თესლთა თავთავებს.
164. თავმოთნენი და ცუდმედიდნი წადიერად შეეწყობიან ურთიერთს, რადგან თავმოთნე აქებს ცუდმედიდს, მონურად ქედმოხრილს, ცუდმედიდი კი განადიდებს თავმოთნეს, მუდმივიად მის მაქებელს.
156. შეჭირვებისა და შეურაცხების მომძაგებელი იმის პირობას ნუ დადებ, რომ სხვა სათნოებათა მიერ შესძლებ სინანულს, რადგან ცუდმედიდობასა და უტკივილობას სჩვევია ემსახურებოდეს ცოდვას (ე.ი. სათნოებებითაც).
36. ვინც ხოტბათა ნიაღვარში ცილისწამებასა და ძაგებას ფარავს, ამგვარი ვინმე ძნელად გამოსავლენია უმარტივესთათვის. მისი მსგავსია, აგრეთვე, ის, ვინც ცუდმედიდობს თავმდაბლური სახით. ესენი თუმცა კარგა ხანს ახერხებენ მზაკვრულად გადასძლიონ ... იხილეთ სრულად
104. იმგვარად უნდა გვძულდეს ვერცხლისმოყვარეობა, ცუდმედიდობა და სიამეთნდომა, როგორც ბოროტებათა დედები და სათნოებათა დედინაცვლები. 105. სწორედ მათ გამო განგვეწესა, რომ არ გვიყვარდეს სოფელი და სოფლისაგანნი (I იოან. 2.15), თუმცა არა ი... იხილეთ სრულად
საუბედუროდ, ხშირად მოხდება, რომ კაცი გულდიდია მით, რაიცა მას არ ეკუთვნის, რაც სხვისგან სამოწყალოდ მიუღია, ან თავის თავს შეადარებს მათ, რომელნიც მასზე უარესნი არიან და მით გულდიდობს. რაიცა ვართ, ღვთისაგან ვართ; რაც გვაქვს, ღვთისაგა... იხილეთ სრულად