ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები
ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები ეშმაკი, დემონი, გამონათქვამები, ციტატები
მართალია, ბოროტი ძალა გამუდმებით გვებრძვის, მაგრამ მასზე განუზომლად ძლიერი და დაუსაბამოა ღმერთი, რომელიც მუდამ ჩვენთან არის
ეშმაკი მოტყუვდა, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად მიიღო თავის წიაღში კაცობრივი სულის მქონე უფალი,- ყოვლად უცოდველი, სრული სიყვარული, სიკეთე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, რომელმაც ჯოჯოხეთში შთასვლით შემუსრა ბოროტების, ღვარძლისა და... იხილეთ სრულად
ცოდვა უცხოა ჩვენი ბუნებისათვის, რადგან ბოროტისაგან მომდინარეობს, და თუ გულით მოვინდომებთ, მისგან ღვთის შეწევნით აუცილებლად განვთავისუფლდებით.
მაცხოვარი ბრძანებს, რომ მხოლოდ ლოცვითა და მარხვით შეიძლება ჩვენგან განვდევნოთ და დავამარცხოთ ეშმაკი.
დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და თვალსაწიერს მხოლოდ წუთისოფლით უფარგლავს, რ... იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და მთელი ხილული სამყაროს მეფედ დაადგინა. იგი იყო ერთადერთი არსება უკვდავი სულის მქონე, რომელიც თავის თავში აერთიანებდა ხორციელ და სულიერ ბუნებას. შემოქმედმა მას თავისი ბუნების თვისებები... იხილეთ სრულად
კაცთა მოდგმის ცოდვით დაცემის შემდგომი მთელი ცხოვრება დაპირისპირებაა ბოროტსა და კეთილს შორის. რაკი ბოროტი ძალა ღვთის წინაშე უძლურია, იგი ებრძვის ადამიანს, როგორც შემოქმედის უძვირფასეს ქმნილებას. ამიტომაც იქცა კაცი ცოდვის სუბიექტად ... იხილეთ სრულად
პირველი და ძნელადგამოსასწორებელი ცოდვა ამპარტავნებაა. ეს ის პირველი ცოდვაა, ანგელოზი ეშმაკად რომ აქცია. ბიბლიაში ბევრგანაა თქმული ამპარტავნების შესახებ. ბრძენი სოლომონი ამბობს: მოდის მედიდურობა და მოჰყვება დამცირება (იგავნი 11,2);... იხილეთ სრულად