მადლის მოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
უფალი თავიდან მადლს გვიბოძებს, რომ შეგვეწიოს, აღგვადგინოს, სულის საცნობელნი დაგვიტკბოს, თავისკენ მიგვიზიდოს. მაგრამ თუ ჩვენც არ გავისარჯეთ, მადლი არ იმოქმედებს და განგვეშორება. „მადა ჭამაში მოდისო“ და ლოცვაც ლოცვით იშვება.
თუ ადამიანი ლოცვის დროს მზვაობარ, თავმომწონე გულისსიტყვებს მიიღებს, ლოცვა წყდება, ანუ ღვთის მადლის მოქმედება მეყსეულად ფერხდება. მაშინ ადამიანი აღშფოთდება ამ გულისსიტყვების გამო და ფიქრობს: „როგორც კი ლოცვამ მოქმედება დაიწყო და ღვ... იხილეთ სრულად
რაც უფრო დამდაბლდება კაცი ღვთის წინაშე, მით უფრო მეტ ადგილს უთმობს თავის სულში ღვთის მადლის მოქმედებას.
სულიტ უფალში მყოფობა, რაც შინაგანი საქმიანობის არსია, ჩვენზე როდია დამოკიდებული. უფალი თავად მოიხილავს სულს, სულიც არ შორდება მას, ხარობს მის წინაშე და თბება მისით. როგორც კი უფალი გვერდზე გადგება, სული ცარიელდება და ვერ ხელეწიფებ... იხილეთ სრულად
ლოცვაში წარმატების მიღწევისა და ხიბლისაგან თავის დაღწევისათვის აუცილებელია თავგანწირვა, რომელიც ლოცვისას მხოლოდ ყურადღების მოკრებას გვასწავლის. მაშინ ლოცვითი ღვაწლი გაიოლდება და შემსუბუქდება, შემსუბუქდებიან განსაცდელნი, რომელნიც ყ... იხილეთ სრულად
წმიდანობა არის ის, რაც ადამიანს ახლიდან ქმნის - შემოქმედებითი ღვთაებრივი ძალა. წმიდანი - ეს არის ადამიანი, რომელშიც მადლი მყოფობს და მოქმედებს. წმიდანი ისაა, ვინც სულიწმიდას თავის გულში ადგილი მიუჩინა; ეს თაბორის ნათლისაგან გაბრწი... იხილეთ სრულად