საკუთარი თავის შეცნობა - ციტატები, გამონათქვამები
სიმდაბლეც კი ღმერთმა უნდა მიჰმადლოს ადამიანს. მიუხედავად საკუთარი არარაობის შემეცნებისთვის გაწეული შრომისა, ისევ უფალმა უნდა მოგვცეს ამ არარაობის განცდა.
ადამიანი იქამდე მიდის, რომ რწმუნდება – ღვთის გარეშე არაფერი გამოვა. ეს სწამს და ამბობს: „საკუთარი სისხლით მოვაწერ ხელს, რომ არარაობა ვარ და სიკეთის კეთება არ შემიძლია“. ჯერ ხელის მოწერაც კი არ აქვს დამთავრებული, რომ არარაობაა და მ... იხილეთ სრულად
ტკივილით აღსავსე ვედრება განწმენდს ჩვენს გულს და გამოცდილებით შევიცნობთ ჩვენი გახრწნილი ბუნების უძლურებას. ასე მთელი არსებით გავაცნობიერებთ, რომ ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია რაიმეს კეთება.
მთავარია, სული იყოს ჯანმრთელი – თავმდაბალი და თვითშემეცნების მქონე!
რა გვაბადია, შვილო, რაც ღვთისგან არ მიგვიღია? სწორედ აქედან შევდივართ თვითშემეცნებისა და სიმდაბლის სანახებში.
ჩაუღრმავდი საკუთარ თავს და ყველაფერს მარტივი თვალით შეხედე, როგორც რაიმე ისეთს, რაც შენთვის საინტერესო არ არის.