საკუთარი თავის შეცნობა - ციტატები, გამონათქვამები
საკუთარი თავის შეცნობა - ციტატები, გამონათქვამები საკუთარი თავის შეცნობა, გამონათქვამები
ყველამ უნდა იცოდეს, ვინ არის იგი, რისთვისაა მოწოდებული, საით მიდის, რისკენ ისწრაფვის? ჩვენი ცხოვრების მიზანი და გზა შეიძლება იყოს სულიერიც და მიწიერიც.
ჰარმონიული შერწყმა გონებისა და გულის შესაძლებლობებისა ეხმარება ადამიანს სულიერ, ინტელექტუალურსა და კულტურულ სრულყოფაში, თავის შეცნობაში.
ჩვენი ადგილი კარგად რომ გავაცნობიეროთ, უნდა გავარჩიოთ – ჩვენი მისწრაფებანი და ქმედებანი შეესაბამება თუ არა უფლის სწავლებას.
უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავზე დაკვირვება, თითოეული ჩვენი ქმედების სწორი შეფასება, უნდა ვისწავლოთ ანალიტიკური აზროვნება, თეთრისა და შავის გარჩევა, რაც საშუალებას მოგვცემს, ბოროტს განვეშოროთ და სიკეთეს ვემსახუროთ.
ცოდვით დაცემამ დააშორა ადამიანი ღმერთს. თუ გვსურს უფალთან დაახლოება, ცოდვებისაგან თანდათანობითი განშორებითა და ჩვენი თავის შეცნობით უნდა დავიწყოთ.
საკუთარ თავს ადვილად ვპატიობთ იმას, რაზეც სხვას მკაცრად ვთხოვთ პასუხს. ხშირად კი საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს.
ეგოისტური „მე“-სგან განდგომა და საკუთარი თავის პირუთვნელი შეფასება უდიდესი ღირსება და აუცილებელი პირობაა ქრისტიანული ცხოვრებისა.
რაც უფრო უახლოვდება ღმერთს, მით მეტად ხედავს თავის არარაობას და უღირსობას. ხოლო ვინც მისგან შორს არის, თავისი ცხოვრებით თავმომწონეობს.